#44061794 · 17 Mar 2015, 19:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Saturn სამწუხაროა რომ --- სისულელე და რეალობა ძალიან ახლოსაა და იგივეს არ დაგიწერ, თუნდაც ნამდვილი სისულელე დაწერო, რადგან ელემენტარული კულტურაა უბრალოდ. ჯერ ერთი: ამერიკა მორწმუნეთა ქვეყანაა და ეს აღიარება კონსტიტუციურადაც აქვთ დეკლარილებული. მეორეც ისაა, რომ გახსენება ეგების 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, როდესაც ფაქტობრივად გაკოტრდნენ ამერიკის წამყვანი კორპორაციები და ფირმები... სწორედ სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე ეგ პრობლემა და ფაქტობრივად შეიძინა ისინი და გადაარჩინა სრულ კოტრობას.
მესამეც ისაა, რომ დე ფაქტო ეგ ორივე კორპორაციული გიგანტი სახსლმწიფო დაკვეთებზე მუშაობს და მის საიდუმლო პროექტებს სახელმწიფო უშიშროების სისტემა აკონტროლებს-იცავს. მეოთხე კი ისაა, რომ მოკავშირე და სტრატეგიულ პარტნიორად აღიარებული ქვეყნის რეალური მდგომარეობა მისი პარტნიორის იმიჯს და პრესტიჟს უშუალოდ ეხება პოლიტიკურადაც, იდეოლოგიურადაც და ეკონომკურადაც. მეხუთე, მეექვსე და ასე შემდეგ არგუმენტები არსებობს და ფრიად წონიანიც, რომლებსაც რატომღაც სისულელებად მიიჩნევ და ეს რაზედ მეტყველებს --- თავად განსაჯე, როდესაც უკადრისს კადრულობ.
ახლა, თუ შენი მოკავშირე და სტრატეგიულჯ პარტნიორი მეგობარი გაჭირვებაში მყოფს დაგაიგნორირებს და რეალურად არ იმოქმედებს შენს დასახმარებლად --- ჩათვლი კვლავ იმად,რადაცუკვე ცინიკურად დავცინის შენი ორსაუკუნოვანზე მეტი ხნის უგუნური მოყვარე-მტერი?
ჰოოო... სისულელეა ის რაც ადამიანურ ურთიერთობებზეა აგებული და დავტოვოთ მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესები. და რაი არს ეს ყბადაღებული სახელმწიფოებრივი ინტერესები ადამიანურ-სარწმუნოებრივი ცნობიერება-აზროვნების გარეშე? აწი პასს და იგნორი შენივე დამსახურებითვე.
meruemi კარგად უწყი, რომ მეფის რუსეთი დაამხო ბურჟუაზიულმა რევოლუციამ და არა ბოლშევიკურმა --- რაც დასტურდება შემდგომი სამოქალაქო ომით თეთრებსა და წითლებს შორის. მეორეც: სსრკ არ იყო რუსული პროექტი და იგი დაიგეგმა, დაფინანსდა სწორედ დასავლური ინტერნაციონალების მრავალწლიანი მოღვაწეობით და არც მარქსი და ენგელსი გახლდნენ რუსები... მესამე კი ისაა, რომ პირველმა მსოფლიო ომმა დააჩქარა ის პროცესი, რომ მსოფლიოს ეკონომიკური სიძლიერით მესამე ქვეყანა დაამხეს სწორედ ამ ინტერნაციონალურ-ბურჟუაზიული თებერვლის რევოლუციით და არა ოქტომბრის ბოლშევიკურით. საქართველომ ამ პერიოდში რა იღვაწა და ჰქმნა --- დასრულდა მენშევიკური ხელისუფლების მიერ მოწყობილი არჩევნების სრული სპექტრით --- გამოცხადდა დამოუკიდებლობა და სრულად ლეგიტიმურად დაფუძნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იმ დროისათვის უნიკალურად ნოვაციურ-დემოკრატიული კონსტიტუციით, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფოლეგიტიმურად და სრულად შედგა. ამას ადასტურებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის როგორც დე იურე, ასევე დე ფაქტო აღიარებების ლეგიტიმური ნუსხა.
ეს კონსტიტუცია არის მუდმივმომქმედი და ლეგიტიმური დღესეც და სავალდებულოა მისი სამართალმემკვიდრეობის უპირობო დაცვა. ახალა... რა წერია ამ კონსტიტუციაში --- საჯაროა და იქ ნთლადაა ერის ნება დაკანონებული საკუთრებაზედაც და მფლობელობაზედაც, რომლის წინააღმდეგ წასვლა არის დანაშაულობათა კლასიფიკაციის საგანი. თუ ამ ბაზისს არ ეყრდნობა --- ნებისმიერი ხელისუფლება არის უკანონო და არ ფლობს კანონიერ, ანუ კონსტიტუციის მიღების :შემდგომ კანონიერ სამართალმემკვიდრეობას. სწორედ ამიტომ გვიწოდებენ ცინიკურახ მტრები --- შეუმდგარ სახელმწიფოს, რადგან დე ფაქტო ხელისუფალნი არ ეფუძნებიან საყოველთაოდ აღიარებულ სახელმწიფოებრივ 1918 წლის ბაზისს. დე ფაქტო არ ნიშნავს დე იურეს.
|