#44056873 · 17 Mar 2015, 10:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kvarkvare კარგი რა. თვითონ ქართველები უნდა მოვიქცეთ ინდივიდუალურად ისე, რომ ჩვენი ქართველობა და ტრადიციები არ უნდა დავკარგოთ. თორემ ამერიკა თუ უვიზოდ არ გიშვებს შიგნით ქართველს და რეგულაციები აქვს შენს მიმართ, მაინც ახერხებ შეღწევას და დარჩენას 10-ნაირი ხრიკებით. ხელის ფიქტიურ მოწერა ხომ ჩვეულებრივი ამბავია. ხოდა შენ რაც გინდა რეგულაციები დაუწესე სხვას, მაინც შემოაღწევს შიგნით ის ვიღაც, რომელიც აქ უნდა ჩაგისახლდეს და პროცენტულად ქართველი შეგამციროს. ის მოაწერს ხელს შენთან და ვსიო. რა მნიშვნელობა აქვს?! პრობლემა ჩვენსავე თავშია. სხვაგან ნუ ვეძებთ.
ან რა არის ამდენი ტრადიციულობა?! "გარეგანი იერი" ჩვენი საქართველოსი?! როგორ გვინდა ახალი ფაბრიკა-ქარხნების ან მეგაპოლისის აშენება ამ ძველი თბილისის ხედის "დამახინჯების" გარეშე?! რამდენი ხანი უნდა გაუკეთო რესტავრირება ამა თუ იმ ძეგლს?! ადრე თუ გვიან მაინც ხომ უნდა დაინგრეს ესა თუ ის შენობა, რაც არ უნდა რესტავრაციები გაუკეთო?! ხოდა რა მნიშვნელობა აქვს, როდის დაინგრევა თუ დაანგრევ რამე შენობას, რომ მის ადგილას უკეთესი დანიშნულების რამე ააშენო?!
რა უდგას წინ იმას, რომ სოფლად მცხოვრებმა მოსახლეობამ მოხნას და დათესოს ნაკვეთები?! ეს ხომ იმპორტულ პროდუქტს ავტომატურად განდევნის ქვეყნიდან?! რა უდგას და კეთილი ნების არქონა და ავი თვალი. ავი თვალი, რომელიც ხედავს, რომ მეზობელმა მიწა ტრაქტორით მოხნა და არა ცხენით, კულტივატორი გამოიყენა თოხის მაგივრად და ასე შემდეგ. იქ პესტიციდები მიასხა მოსავალს და არ დაჭირდა მოსავლის სამჯერ გამარგვლა/გათოხნა. ავი თვალის პატრონისთვის ხომ "გრეხია", რომ თოხით იმუშაოს და 3-4 დღით გვიან, მაგრამ გათოხნოს მოსავალი, ცხენით მოხნას მიწა და ასე შემდეგ. გავაგრძელო?!
|