ცხონებული ,კახა ბენდუქიძის ბლოგიდან :
....რა გამოვა, ჩვენც რომ 30 წელი ასე ვიაროთ. 10% წლიური ზრდით?
2015 წელს ნამიბიის დღევანდელ დონეს გავუსწრებთ. (მაგრამ განა ეს საკადრისია? რაღაც აფრიკულ ქვეყანას გვადარებენ?)
2017 პალაუს და ბელიზს. (ამ მთავრობამ სირცხვილი დაკარგა, პალაუ და ბელიზი გვინდა?)
2021 კოსტა-რიკას. (ბენდუქიძე იუდა!)
2026 - ბარბადოსს და უნგრეთს. ( სად იყვნენ მაგენი, ჩვენ რომ უკვე რუსთაველი გვყავდა).
2029 - ომანს და ჩეხეთს. (ისევ არაბები! რაზე იბრძოდა მაშინ დავით აღმაშენებელი?)
2034 - ვუსწრებთ დღევანდელ ავსტრიას და ვუახლოვდებით შვეიცარიას. (აქ რა უნდა თქვან, ვერ მოვიფიქრე)
2036 - დღევანდელ სინგაპურზე მდიდრები ვხდებით. (გამოტყდა ბენდუქიძე, რომ ევროპაში არ უნდა. მაგენი ხეებზე იჯდნენ, ჩვენ როცა სახარებას ვკითხულობდით).
აირჩიეთ, როგორი ზრდა გინდათ? იცოდეთ:
წელიწადში 12% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს.
წელიწადში 10% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის
წელიწადში 7% - 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში
წელიწადში 4% - 2040 წელს ვიქნებით ბანძები
წელიწადში 2% - 2040 წელს არ ვიქნებით.
არაფერი არ ვიქნებით.
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
23 April 2010
სრულად
http://zarbazani.blogspot.com/2010/04/blog-post_23.htmlპ.ს. ახლა სწორედ ამ 2%-იანი ზრდით მივდივართ და მგონი არცაა მაგდენი
This post has been edited by se-w910 on 18 Mar 2015, 01:07