საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდეტნმა ილხამ ალიევმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყარსში საფუძველი ჩაუყარეს ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობას.
ღონისძიებას სამივე ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი ესწრებოდა. ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყარსში თურქი კოლეგის თანერ ილდიზის ოფიციალური მიწვევით იმყოფება.
აზერბაიჯანში შაჰ-დენიზის საბადოს ათვისების მეორე ფაზა, რომელიც დამატებით 22 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოპოვებას უზრუნველყოფს;
სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა, რაც გულისხმობს ახალი მილსადენის მშენებლობას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და საქართველოში 2 ახალი საკომპრესორო სადგურის და 50 კმ-მდე გაზსადენის მშენებლობას;
თურქეთის ტერიტორიაზე საბერძნეთის საზღვრამდე ტრანს-ანატოლიური (TANAP) გაზსადენის მშენებლობა;
ტრანს-ადრიატიკული (TAP) გაზსადენების მშენებლობას თურქეთის საზღვრიდან საბერძნეთის, ალბანეთის და ადრიატიკის ზღვის გავლით იტალიამდე.
შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის
ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია საქართველოში განცორციელდება.პროექტი მშენებლობის ეტაპზე 2000, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილს შექმნის. შედეგად 2019 წლიდან საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად
https://www.facebook.com/media/set/?set=a.6...52746458&type=1


მშვენიერია ინვესტიციების კიდევ უფროგაიზრდება და დასაქმებასაც შეუწყობს ხელს
მცირეოდენი პოზიტივი
ჰიტლერთან ომი ამერიკის და ჩერჩილის შეცდომა იყო, ნაციონალ სოციალისტური იდეების საბაზრო ეკონომიკასთან შეთანხმება შეიძლებოდა (C) temart