ქურდებო, ფანებო და უბრალოდ, ცნობისმოყვარე ხალხო
პრაიმკრაიმზე ეს ალბათ წაკითხული გექნებათ
http://www.primecrime.ru/news/2014-08-22_5811/ქურდების ინსტიტუტზეა საუბარი ზოგადად, ამ "ორდენის" შექმნაზე, მის დაუწერელ
კოდექსზე
ქართველი ქურდების მიერ ამ კოდექსის გაბანძებაზე
ქურდული ინსტიტუტის წარმოქმნის ორი ვერსიაა განხილული
1 ქურდული ინსტიტუტი შექმნეს კომუნისტებმა ზონების უკეთ მართვის მიზნით,
გასული საუკუნის 30-იან წლებში
2 პირველ ვერსიას უარყოფს საიტი და თავად გვთავაზობს ვერსიას, რომ ქურდული კოდექსის
ასეთი "კეთილშობილება" თეთრგვარდიელი გენერლის, ვრანგელის ოფიცრების დამსახურებაა, რომლებიც სამოქალაქო ომის დროს მასიურად დააპატიმრეს ბოლშევიკებმა
ჩემი აზრით კი არცერთი ვერსიაა არაა სწორი
ქურდული ინსტიტუტი არსებობდა 30-იან წლებამდეც
და არსებობდა რუსეთის სამოქალაქო ომამდეც
კომუნისტებმა ამ ინსტიტუტს შესაძლოა, მართლაც შთაბერეს ახალი სული
თავად სტალინის ბიოგრაფიის არაოფიციალურ დეტალებს თუ დავუჯერებთ, მას თავად არაერთხელ ჰქონია შეხება ქურდულ სამყაროსთან, კატორღაში თუ ციხეებში, ანუ 1917 წლის რევოლუციამდე და სამოქალაქო ომამდე
კიდევ ერთი წყაროა ჭაბუა ამირეჯიბი, მისი "დათა თუთაშხია"
იქ ქურდი, როგორც ტიტული და როგორც ამ ტიტულის მქონე პიროვნება, არაერთხელ არის ნახსენები
- მაგ ორთაჭალის ციხეში ისხდნენ ქურდები - 1905 წლის რევოლუციამდე, მინიმუმ
- როსტოველ ქურდს ახსენებს კიდევ ერთი აბრაგი
მე მგონი, ჭაბუამ იცოდა, რასაც ამბობდა თუ წერდა
რა ვქნათ, დავეხმაროთ პრაიმკრაიმს ?
თქვენ რა ვერსიები გაქვთ?
ცალკეული ქურდების საგმირო საქმეებზე მეტად ეს მაინტერესებს
-
This post has been edited by crocodile on 23 Mar 2015, 16:47
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)