#44087110 · 20 Mar 2015, 10:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
elchi
| QUOTE | | მშობლებმა ვეღარ მოვუვლით, დავბერდითო, ძმამ კიდევ ტლინკები აყარა, ახლა ნეხვი მაზიდინეო. |
შე კარგო ადამიანო, თუ მაგოდონა მამულები გაქვს და იმასაც ხედავ, რომ მშობლები მოხუცებულობის გამო ვერ უძღვებიან მეურნეობას და ძმა კიდენა უქნარობისა, მა რაღა მიგარბენინებდა მაგ გადასაკარგავში?
ჩამო და მოუარე მამულებს, სოფელიც გიყვარს და შრომა არ გეთაკილება და არ გეზარება, კერასაც არ გააციებ. ბალღბიც სულ ჯანმრთელები და კარგები დაგეზრდება.
ბრალია შენნაირი კაცები რომ გარბიან და ჭყოიძეები და აკუამინაშვილები რჩებიან.
SIDCFC
| QUOTE | თემა ეხება შემდეგს: იმის მაგივრად რომ გამოვიდეს და დაჟინებით მოითხოვოს თოხი, მიწა, ტრაქტორი და დაფინანსება/დახმარება, ითხოვს რუსეთს. ხოდა მაგათ დდშვც მე. |
გადამრევ შენა, აქ ჩემი პროტესტი ზოგადად გლეხკაცისა და სოფლად მცხოვრების შეურაცხმოყოფელებს ეხებათ და ამ თემაში ჩემი პირველი პოსტიც შესაბამისად ერთ-ერთი აქაური უზერის ყიამყრალობას მოჰყვა.
ასევე აღსანიშნავია რიგ უზერთა მიერ გრანტიჭამია და ბიუჯეტიყლაპია ხელისუფლებების გაპრავების პარალელურად ჩვეულებრივ მოქალაქეებზე ღლიცინიც - აი ეგ გაუნათლებლები და რუსეთუმეებიო.
ძალიან მარტივია გენი. ხელისუფლება მოექცეს ქვეყანას კარგი პატრონივით და არც არვინ გაიხედავს გან-გან...
აი, ზარმაცი კაცის ხელში, თუნდაც ნაყოფიერი ნიადაგი ცუდ მოსავალს რომ მოგცემს, ეგ ზარმაცი კაცი მიწასა და მოსავალს დაუწყებს ლანძღვას, თავის სიზარმაცეს კი არა.
ეგრეა აქაც, აბნიეს ხელისუფლებებმა ღვარძლი, თესეს ბოროტო თესლი და შედეგად მივიღეთ შეაბამისი ნაყოფი. ახლა კიდენა გამოდიან და რატომაა მოსავალი ფუყეო?!
Lemshveniera
| QUOTE | | A. ტრეტიაკოვის გალერეის გარეშე გიჭირთ ცხოვრება. სულიერი საზრდო და რამე... |
--------------------
მცხეთას დარისხდნენ ზარები, მოსვლასა ხმობენ მტრისასა, ამაიჰყვა არაგვს ძახილი - მუხლს ვინ შაიბამთ მგლისასა?!
სამჯერ ვარ დაბადებული, მონათლული ვარ სამჯერა, ერთხელ სიკვდილი რას მიზამს?! ერთხელ სიკვდილის არ მჯერა!
|