"იბერია გაბრწყინდება"
გამოთქმის არსი ზუსტად დადგენილი არაა, არის სხვადასხვა ვარაუდი, დაწყებული იმით, რომ ყველაზე დაცული იქნება, დამთავრებული იმით, რომ ყველაზე ნაკლებად დაცული იქნება.
არაა გამორიცხული, ასეც გაბრწყინდეს და ისეც. ორჯერ.
"ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა"
წილხვედრობაზე გადმოცემა ამბობს, ანუ მოცემულობაა, - კონკრეტული ამბავის, რომელსაც შენ არ დასწრებიხარ, და რანაირად და რატომ შეგაქვს ეჭვი, გაუგებარია.
რომელიმე ძველი ქრონისტის რაიმე მონათხრობზე რომ თქვა იგივე. მაშინ ყველაფერზე უნდა თქვა. თანამედროვე ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ვერ იქნება ვერცერთი.
ასე რომ, ესაა მოცემულობა. შეგუება მოგიწევს.
"მეორედ მოსვლა რომ იქნება მთებში გავიდეთ"
> "ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ."
კიდევ რამდენიმეჯერაა (ძველ აღთქმაში) ბოლო ჟამს უდაბნოში გასვლაზე.
ისაა, რაც უწოდე?
"მოუნათლავი გარდაცვლილი ბავშვები ჯოჯოხეთში მოხვდებიან"
ეს დოგმატების ხისტი განზოგადების მაგალითია, - რასაც ხშირად შეცდომა მოსდევს.
"მეორედ მოსვლა ქართულ ემაზე გაირჩევა"
კვლავ ტერმინის ცალმხრივად განმარტების მაგალითი.
"ბოლოჟამის პატრიარქი"
კაცმა არ იცის.
"365 წმინდა გიორგი"
ეკლესიებს აღნიშნავს, და არა პიროვნებებს, ამდენად, შესაცხადებელი არაფერია.
"საიდუმლო ეპისკოპოსი"
ეს რაღაა? პირველად მესმის.

"სერაფიმე საროველმა საქართველოზე ესა და ეს თქვა"
მე ვერ მოვნახე სერაფიმეს კონკრეტული ნათქვამი საქართველოზე.
მაგრამ კერძოდ რა იწვევს შენს აღშფოთებას?
"მღვდელი არ განიკითხო"
საერთოდაც სასურველია, არ განიკითხო.
"ჩიპიანი პასპორტები"
ვიღაცას ასე ეშინია, ვიღაცა ასე აშინებს (არამარტო მღვდლები; პასპორტებია მხედველობაში).
"ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული ეკლესია სულ უფრო ემსგავსება რუსულს სადაც კორუფცია, სრული ქოსი და განუკითხაობაა"
რა სერიისა იყო იაკობის ჯიპი? :დ
ის სერია უნდოდა კიდევ?
ვისი ბრალი გამოვა ახლა?

"ტერიტორიული მთლიანობა ღმერთმა წაგვართვა და ღმერთივე დაგვიბრუნებს, - ამის შესახებ დღეს, სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა ბრძანა ."
წელიწადნახევრის წინანდელია...