qutaiseli teroristiშენგან უფრო ორიგინალურს ველოდებოდი

არ ვარ იმის ღირსი, მტვერმოუწმენდავი პლასტინკა რომ დამიდო ეგრევე. პა კრაინეი მერე, მე მგონია ასე.
არანაირად არ ვუტევ მართლმადიდებლობას!
ობიექტურად ვაფასებ მის ღვაწლს ჩვენი ისტორიის, კულტურის და სახელმწიფოებრიობის საქმეში.
მეტსაც გეტყვი, ყველა ქრისტიანი ზუსტად ისეთი რომ იყოს, როგორც ეს მოძღვრებაშია, საქართველო ბევრად უკეთესი ქვეყანა იქნებოდა. მეც სულ ჩახუტებაში ვიქნებოდი მათთან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ რამეს ქრისტიანობაში სკეპტიკურად ვუყურებ. უბრალოდ ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს წრფელ და გულიან ხალხთან ურთიერთOბა!
პრობლემა იმაშია, რომ ქრისტიანობას ამოფარებული შავრაზმელები (ასეთი არის უმეტესობა, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე შეიძლება ამის თქმა) არაფერს არ იკლებს, ყველაფერს კადრულობს, ყველგან ერევა, ყველასთან წილშია და იქით ამუნათებს ყველას. როდესაც ამას მიუთითებ, უკეთეს შემთხვევაში იმ პლასტინკებს მიტრიალებს, შენ რაც ქენი.
ტიპი რომ ამბობს, მათემატიკოსი ვარო და სამჯერ სამი არ იცის, კეთილი უნდა ინებოს და ისწავლოს ეს! თორემ თოფურიძემ იცის, რომ გამრავლების ტაბულას ვერ ვამუღამებ და შემინდო, პერელმანს იმ დღეს იმანით ფული გადავურიცხე და გაუხარდა არ ჭრის აქ! აი ზუსტად იგივე ეხება ქრისტიანობასაც. შეიძლება იყო (ჯერ) ცუდი ქრისტიანი, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობდე, მაგრამ როდესაც ხარ ანტიქრისტიანი და კაბიანების ბლატით იყო დიდ გულზე, ასე არ გამოდის.
ხოდა აირჩიე.
კათოლიციზმს რაც შეეხება, ზუსტად იგივე მოხდა, რაც ახლა აღვწერე. რომის პაპების უმეტესობა მრავალი და მრავალი საუკუნის განმავლობაში აბსოლუტური ბოროტების განსახიერება იყო ამქვეყნად. ქრისტეს და ღმერთის სახელით უამრავი გამოუსწორებელი სიბოროტე მოხდა! მერე მსოფლიო ომის შემდეგ აქტიურ რებრენდინზე რომ გადავიდნენ და სულ ახალ-ახალ რაღაცეებს რომ იგონებენ, ამაზე მხოლოდ სევდიანად მეღიმება.