ეგ როდის იყო?
ჩემ დროს თსუ-ში ეგეთები არ ასწავლიდნენ.
მე დიპლომის წერისას მქონდა რუსულიდან ტექსტი სათარგმნი. რუსული კარგად ვიცი, მაგრამ დამეზარა და ერთ გოგონას ვთხოვე, მანაც უარი ვერ მითხრა.
ბევრი აღარ მიკონტროლებია, დავალაგე ხელნაწერები და წავიღე დასაბეჭდად, მერე როცა გადავხედე, ისეთი ლაფსუსები იყო, რომ თმები ყალყზე დამიდგა!
რაც შევძელი და მოვასწარი ჩავასწორე, მაგრამ სულ თავიდან იყო სათარგმნიც და დასაბეჭდიც. მომზადებული კი ვიყავი და დიპლომის დაცვა არ გამჭირვებია, მაგრამ
ეგ ტექსტი ალბათ ახლაც დევს სადმე თსუ-ს არქივში, ჩემდა სამარცხვინოთ.
This post has been edited by jmm75 on 20 Aug 2021, 02:34
ჩემზე ძალიან მოქმედებს, როცა ქართულ ენას ამახინჯებენ. განსაკუთრებით წერის დროს. გოგებაშვილი ან შანიძე მეც არ ვარ, მეც მეშლება ხოლმე, მაგრამ თვალშისაცემ შეცდომებზე თუ მიგითითებთ ხანდახან, ძალიან გთხოვთ ნუ მიწყენთ.