იდოს ჩვენი თანაფორუმელის არქივიდანაც:
როგორ მახსოვს ის დღე - მთელი თბილისი ან სტადიონზე იყო, ან ირგვლივ აბირჟავებდა.
თამაშამდე ორი თვით ადრე და თამაშის შემდეგ ორი თვის განმავლობაში ქალაქში უაბშე არ იყო სხვა პონტი.
ნუ, მერე ზაფხული მოვიდა, შუქიც მოვიდა და ქვეყანაში ნელ-ნელა სტაბილურობამ დაისადგურა

ის გამახსენდა, სპეციალურად თამაშისთვის ვიღაც როჟამ დაფინანსება გაჩითა და თუნუქის ჩასაბერიანი ისტრუმენტების ორკესტრი შეკრა, რომელსაც მთელი თამაშის განმავლობაში რაღაც ერთიდაიგივე მონოტონური ლყეობა უნდა იმასექნა და ამით ჩვენი ბიჭები გაემხნევებინა. მაგრამ ხუთი წუთის მერე მობეზრდათ და იმის მერე იმათი ხმა არ გაუგია არავის.
საერთოდ ძალიან ჩუმი თამაში იყო! ათი წუთის მერე ყველამ გამოუშვა ემოცია და აღარაფრის ტრაკი არ ქონდა. თან ჩვენებიც არ უტევდნენ მაინცდამაინც. კლინსმანის პირველი გოლის შემდეგ საერთოდ რაღაც უსიამოვნო სიჩუმე ჩამოვარდა

არადა იმ დღეს სტადიონზე 120 ათასი კაცი მაინც იქნებოდა. ახლა არ დაიწყოს არავინ, რომ სტადიონზე მაშინ ოფიციალურად 63 ეტეოდა და 120 რანაირადო - ორი ბავშვი კურტის ჯიბეში მეჯდა, ერთიც კალთაში.
დაშლიც მომენტი მახსოვს - მუქი რუხი, აპათიური, წელში გატეხილი ხალხის მასები, რომლებიც ნელა მიაბიჯებდნენ თავიანთ ცივ, უშუქო და უგაზო სოროებში