#44269469 · 9 Apr 2015, 10:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სულ მეგონა რომ ეს დილის გადაცემები ლაივში გადიოდა. მეგონა რაა, ასე ამარიაჟებენ თვითონ ტელევიზიები. წეხან საზმაუზე და იმედზე ორივეს ერთდროულად დილის სტუმრად ყავდათ ირაკლი ბათიაშვილი და ირინა სარიშვილი. 9:30 წუთიდან გადართავ, გადმორთავ ორივეგან ეს 2 სტუმარი ყავთ, ჩაცმულობაში სხვაობაც არის და რო კითხო ორივე ლაივში არიან. რეკლამის შემდეგ წამყვანები – "ვბრუნდებით კვლავ პირდაპირ ეთერში ჩვენს სტუმრებთან ერთად..." ყოველ დილით ყველა ყოველთვის ხაზს უსვამს რომ პირდაპირ ეთერში არიან. ხოდა რა მაინტერესებს, ტელევიზიისთვის ძაან ტეხავს და სამარცხვინოა რომ მსგავსი გადაცემები ლაივში არ იყოს? სიუჟეტები რა თქმა უნდა წინასწარ იქნება გადაღებული, მაგრამ სტუდიაში რაც ხდება წამყვანებთან, ეგეც რომ ჩანაწერი გაუშვან სირცხვილია? ისე, უბრალოდ მაინტერესებს.
|