დანაშაულებათა სია, რომელიც რუსეთმა "ჩაიდინა" ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ.
1) 1802 და 1918 წწ. - "ვერაგულად" მიანიჭა სუვერენიტეტი ფინეთს.
2) 1918 წელს. - "ვერაგულად" მისცა სახელმწიფოებრიობა ლატვიელებს და ესტონელებს, რომელთაც ის მანამდე არასოდეს ჰქონიათ.
გავაგრძელოთ სია, რომელიც პირველად ვიკო კორონენმა გამოქვეყნა ფეისბუკზე:
- ლიტვამ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა 1918 წელს რუსეთის პოლიტიკიდან გამომდინარე.
- პოლონეთმა აღიდგინა სახელმწიფოებრიობა რუსეთის ჩარევით, ორჯერ, 1918 და 1944 წელს.
- რუმინეთი ფაქტიურად ჩამოყალიბდა შედეგად რუსეთ-თურქეთის ომისა, და გახდა სუვერენული რუსეთის მხარდაჭერით 1877-1878.
- მოლდოვა, როგორც სახელმწიფო შეიქმნა სსრკ-ში.
- ბულგარეთი, როგორც სახელმწიფო ჩამოყალიბდა რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ (1877-1878 წლების შემდეგ). (ბულგარეთმა კი ანტირუსულ კოალიციაში მიიღო მონაწილეობა და ახლა მის ტერიტორიაზე ამერიკული ბაზაა. ხოლო 1945 წლიდან მის ტერიტორიაზე არცერთი რუსი ჯარისკაცი არ ყოფილა.)
- აზერბაიჯანი, როგორც სახელმწიფო ჩამოყალიბდა პირველად მხოლოდ სსრკ-ში.
- სომხეთი გადარჩა ფიზიკურად და ხელახლა, როგორც სახელმწიფო შედგა მხოლოდ რუსეთის იმპერიის დროსა და შემდეგ საბჭოთა კავშირში.
- საქართველოც გადარჩა ფიზიკურად და ხელახლა, როგორც სახელმწიფო მხოლოდ რუსეთის იმპერიის დროს დაისვენა ომებისაგან და შემდეგ გაძლიერდა საბჭოთა კავშირში. (ეს საკითხი ეხლაც დგება დღის წესრიგში).
- თურქმენეთს არასოდეს ჰქონდა სახელმწიფო და ჩამოყალიბდა როგორც სახელწმიფო საბჭოთა კავშირში.
- ასევე ყირგიზეთს არასოდეს ჰქონდა სახელმწიფო და ის მხოლოდ სსრკ-ში შეიქმნა.
- ასევე ყაზახეთს არასოდეს ჰქონდა სახელმწიფო და ის მხოლოდ სსრკ-ში შეიქმნა.
- ბელორუსიამ და უკრაინამ პირველად მიიღო სახელმწიფო დიდი ოქტომბრის რევოლუციის შედეგად და 1991 წელს მიიღეს სრული დამოუკიდებლობა.
- შვეიცარიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა სუვოროვის წყალობით, რომელმაც საფრანგეთის ბატონობას გამოგლიჯა 217 წლის წინ;
- გაანთავისუფლა ავსტრია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი მესამე რეიხის კოშმარიდან 1945-ში ;
- 1780 წელს ეკატერინე II-ის მხარდაჭერით და ინიციატივით შეიქმნა შეიარაღებული ნეიტრალიტეტის ლიგა, რის შემდეგაც აშშ-მ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ინგლისის ბატონობა შეწყდა აშშ-ში;
- ორჯერ, ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში რუსეთმა დამოუკიდებლობა მიანიჭა ევროპის უმეტეს ქვეყნებს დაამარცხა რა ნაპოლეონი და ჰიტლერი;
- სტალინის პოზიციიდან გამომდინარე მოლაპარაკებებში შეერთებული შტატებთან და ბრიტანეთთან მისცა გერმანიას შესაძლებლობა შეენარჩუნებინა სახელმწიფოებრიობა დამარცხების შემდეგ;
- გორბაჩოვის სსრკ-მ 1990 წელს ხელახლა გააერთიანა გერმანია;
- საბჭოთა კავშირის დახმარების გარეშე, ეგვიპტე ვერ გადარჩებოდა ისრაელთან, დიდი ბრიტანეთთან, საფრანგეთთან 1956-57წწ და 1967წელს ომებში. ფაქტიურად საბჭოთა კავშირმა შეაჩერა ომი ისრაელსა და ეგვიპტეს შორის, რითაც, გადაარჩინა არაბები;
- ანგოლამ მოიპოვა დამოუკიდებლობა 1975 წელს საბჭოთა კავშირის ზეწოლით კოლონიზატორი ქვეყნების წინააღმდეგ;
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბევრმა კოლონიზებულმა ქვეყანამ მიიღო დამოუკიდებლობა სსრკ-ს გლობალური დეკოლონიზატორული პოლიტიკის წყალობით, რაც ძლიან მკაფიოდ იგრძნობოდა იმ წლების საერთაშორისო ურთიერთობებში;
საბჭოთა რუსეთის როლი ისეთი ქვეყნების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში ძალიან დიდია, როგორიცაა ჩინეთი, ვიეტნამი, ჩრდილოეთ კორეა, ინდოეთი, საბერძნეთი, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ რუსეთმა უკუაგდო თურქები შორეულ 1821 წელს. ასევე, ალჟირი, კუბა, ისრაელი, ანგოლა, მოზამბიკი, და ა.შ ...
აი რუსეთის და სსრკ-ს უცნაური "აგრესიის" შედეგები.
ამას ეხლა მიუწერეთ აშშ-ს პოლიტიკით გამდიდრებული და "დემოკრატიზებული" ქვეყნები.. (უფრო დერმოკრატიზებული ითქმის მათზე)...
აქედან:
http://pravoslavie.fm/news/spisok-prestupl...otorye-russkie/ * * *
ამდენი ,,სიკეთის" მკეთებელს რატომ აქვს კონფლიქტი ყველა ცივილიზებულ ქვეყანასთან?
მომწონს · პასუხი · 2 სთ.
იმიტომ კახა! რომ მისი დაშლა უნდათ უკვე მე-16 საუკუნიდან...ანუ რაც გეოპოილტიკამ გლობალური სახე მიიღო...თან ეს ღრმა თემაა და ასე რამდენიმე წინადადებით ვერ შემოფარგლავ......თავისი მინუსებით და პლიუსებით.....ვფიქრობ ყველაფერი მაინც სოციუმის მენტალიტეტიდან გამომდინარეობს, მისი ალტრუისტული ხასიათიდან, ანუ ისტორიულად ჩამოყალიბდა, რომ (თუ არ ჩავთვლით პატარა კაზუსებს და მონაგონებს) რუსეთის გეოპოლიტიკას განსაკუთრებით სსრკ-ს პერიოდში სჭირდებოდა უფრო მეტად სოციალისტური ბანაკისთვის დამახასიათებელი გეოპილიტიკის წარმოება, რაც საერთო სტრატეგიას აკეთილშობილებს, ხოლო აშშ-ს ყოველთვის მორგანებისა და როკფელერების ფონი დაჰკრავდა და მათ მოქმედებებს ეკონომიკურად ბურჟუაზიული მენტალობა ავსებდა...რაც არ იძლევა საერთო ალტრუისტულ სურათს....და ასე მიდის დიდი ერებისა და პატარების დინება...
This post has been edited by konti on 4 Jan 2016, 13:13