http://argumenti.ge/sazogadoeba/302--.htmlსკანდალი თორემ პირველად ხდება რომ მაყუთები ჩამოურიგეს თავის პროჭ საახლობლო სანათესაოს ფირმებს და ისინიც დგანან და იზილავენ. საქმე არა ღლე...
თბილისი მერია კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. 5 მილიონ 500 ათასი ლარი - სწორედ ამ რაოდენობის თანხა უნდა მიიღოს კომპანია "არენა მშენმა" დედაქალაქის მარცხენა საპაროზე დაზიანებული ქუჩების შესაკეთებლად, თუმცა კომპანიამ გზები გადათხარა და მიატოვა.
როგორც ცნობილი ხდება, არენა მშენმა მერიის ტენდერში გაიმარჯვა, ქუჩებიც გადათხარა და წავიდა. მას შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა, გზები კი მიტოვებულია .
მერია, მის მიერ აყვანილი კონტრაქტორების გამო თავის მართლების რეჟიმშია გადასული,და მოქალაქეებს შეფერხებებისათვის ბოდიშს უხდის,
აღნიშნულ მონაკვეთზე, ტრანსპორტიტ გადაადგილება ჭირს, მძღოლებს და მგზავრებს კი მერიის მიერ დაშვებული შეცდომების გამო,მგზავრობა დიდი დროის და ნერვების ფასად უჯდებათ.
როგორც „კურიერს“ კომპანიის თანამშრომლებმა განუცხადეს, ისინი ვერ იხსენებენ ვინ არის მატი ხელმძღვანელი, რადგან , „არენამშენში“ ხელმძღვანელი ძალიან ხშირად იცვლება.
მათივე თქმით, ერთი დღით, კომპანიას სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძეც ხელმძღვანელობდა, ამამად კი კომპანია, გოგოლაძის ძმის საკუთრებაშია.
სპორტის მინისტრის მოადგილის თქმით, მისი ძმის კომპანიის მიერ ტენდერში გამარჯვებასთან კავშირი არ აქვს.