ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს დაუდგენელმა პირმა საცხოვრებელ სახლთან ესროლა. ხარძიანი თავშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ბესო ხარძიანის სახლთან სამართალდამცავები და კრიმინალისტები მუშაობენ. ამ დროისთვის მარაბდის ქუჩა 25 ნომერთან სამართალდამცავებს მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოფარგლული.
სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე, სადაც ბესო ხარძიანს ესროლეს, მეზობლებსა და სავარაუდო თვითმხილველებს კითხავენ.
როგორც „ინფო9“-თან კერძო საუბრებში მეზობლები აცხადებენ, მათ სროლის ხმა არ გაუგიათ და ვარაუდობენ, რომ მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა გასროლა.
ოფიციალურ კომენტარს სამართალდამცველები არ აკეთებენ.
კომპლექსის „კუს ტბა" მფლობელი ბესო ხარძიანი წინა ხელისუფლების დროს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალი ედო 260-ე მუხლის II ნაწილის „ა" პუნქტით - საუბარია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-წარმოება, შეძენა-შენახვა, გადაზიდვა-გასაღებაზე.
კუს ტბის ყოფილი მფლობელის განმარტებით, მისი დაკავების ყველა მოტივი, კუს ტბის საქმესთანაა დაკავშირებული. ბესო ხარძიანის თქმით, მას შემდეგ რაც მას კუს ტბის ტერიტორია დაათმობინეს, ეს ტერიტორია რამდენჯერმე გასხვისდა და ამჟამად უკრაინის მოქალაქის ბადრი ქურასბედიანის საკუთრებაშია. ბესო ხარძიანის ინფორმაციით, დაწყებულია მოლაპარაკება, რომ მას ეს ტერიტორია მფლობელმა ნებით დაუბრუნოს.
ცოტა ხნის წინ გადაცემა „რეაქციაში“ ბიზნესმენი აცხადებდა: “ცუდ გაფრთხილებას ვიძლევი, თუ არ აღდგა სამართალი, 70–იანი წლების სიცილია მონაგონი გახდება საქართველოში“.
http://info9.ge/samarthali/114552-biznesme...ang=ka-GE%40098
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo