ია უდესიანი, სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა, დათა ახალაიას მეგობარი და მარჯვენა ხელი, როგორც თავად აცხადებს, ევროპაშია და ბიზნესსაქმიანობითაა დაკავებული. რა ქონებას და ბიზნესწილებს ფლობს ის საქართველოში და რისი დათმობა მოუწევს უახლოეს მომავალში „ქართულ ოცნებასთან" გარიგების სანაცვლოდ?
გია უდესიანის საქართველოდან წასვლის შემდეგ მასთან კავშირი რამდენიმე ადამიანმა შეინარჩუნა. ერთი მათგანი გახლდათ მისთვის და „ნაცმოძრაობის" ელიტარული ნაწილისთვის კარგად ნაცნობი ქალბატონი ირა ს. რომელიც წლების განმავლობაში „კუდის" მაღალჩინოსნების სუტენიორი??? იყო. ის დღემდე ცხოვრობს ზემო ვერაზე, ეკლესიასთან, გია უდესიანის მიერ ნაჩუქარ ბინაში. არჩევნების შემდეგ სწორედ აქ იკრიბებოდნენ უდესიანის ზონდერები. საკმარისი იყო ირას დაკითხვაზე დაბარება, უდესიანის კვალზეც გავიდოდნენ სამართალდამცველები და მის ზონდერებსაც პირწმინდად აკრეფდნენ. ჰქონდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია? რამდენადაც ვიცი, ჰქონდა და დავალება შინაგან საქმეთა საიმინისტრომაც მიიღო, მაგრამ არც გია უდესიანია დაჭერილი და მისი ზონდერებიც არხეინად დასეირნობენ თბილისში.
ბატონი უდესიანი იმდენად გააბრაზა ჩემ მიერ საკრებულოს უმრავლესობის დაშლის სანაცვლოდ, „ქართულ ოცნებასთან" გარიგების ფაქტების გახმაურებამ, სასწრაფოდ ევროპიდან უსტარი აფრინა. პარალელურად, მივიღე ინფორმაცია, რომ უდესიანის ოფისს იპოდრომთან უკვე სტუმრობდა პრემიერ-მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები უდესიანის ბიზნესების ხელშეუხებლობასა და მის ზოგიერთ კომპანიაში წილის დათმობის თაობაზე.
„ქრონიკა+" ექსკლუზიურად აქვეყნებს გია უდესიანის კომპანიებისა და ბიზნესწილების ნუსხას! რა ცვლილებები შევა საჯარო რეესტრში ამ კომპანიების ამონაწერში, ამაზე თვალის მიდევნება სულაც არ იქნება ძნელი...
გიორგი გუნტერის ძე უდესიანი
დაბადების ადგილი _ საქართვეელო, მესტია.
დაბადების თარიღი _ 03.10.1969 წელი.
მისამართი - თბილისი, ბოგდან ხმელნიცკის ქ. #44-ა, კორპ. მე-2, ბინა #16.
კომპანიები:
შპს „სლაიდი" - ვაკის რ-ნი, გაბაშვილის #5
100%-იანი წილის მფლობელი გიორგი უდესიანი.
შპს „მუზარადი" _ გლდანის რ-ნი, მშვიდობის #105ა
50% _ გიორგი უდესიანი.
50% _ ლინგიროზ ჭელიძე.
შპს „ჯეონიქს" - პეკინის #41
25% _ გიორგი უდესიანი.
25% _ ამანოლა ალინეჟადი, ირანი.
25% _ მოჰამად ბაყერ ქერმანი, ირანი.
5% _ ალი რაფიი, ირანი.
10% _ ამირჰოსეინ ალინეჟად, ირანი.
10% _ მოჰამადრება ქერმანი, ირანი.
შპს „Elif Vato Motor Corporation" _ თამარაშვილის #13
16% _ გიორგი უდესიანი.
16% _ დავით კაკაბაძე.
16% _ აკიფ სადიგბადე, აზერბაიჯანი.
2% _ ემილ ალიევი, აზერბაიჯანი.
50% _ სეიმერ მახირ მამედოვი, აზერბაიჯანი.
შპს „ორჯეო გრუპ" - საბურთალო, პეკინის #41
33% _ მოჰამად ბაყერ ქერმანი, ირანი.
34% _ ამანოლა ალინეჟადი, ირანი.
33% _ გიორგი უდესიანი.
შპს „Public Financial Union" - ზაჰესი, მშვიდობის #105
34% _ აკიფ სადიგბადე, აზერბაიჯანი.
33% _ გიორგი უდესიანი.
33% _ დავით კაკაბაძე, რუსეთი.
შპს „ჯორჯიან იუნაითიდ კომპან" - თამარაშვილის #13
100% _ გიორგი უდესიანი.
შპს „ავტოჰაუსი რუსთავი 2011" _ გლდანის რაიონი, ზაჰესი, მშვიდობის #105
50% _ გიორგი უდესიანი.
50% _ დავით ხამაშურიძე.
ოფიციალურად წილი გაასხვისა „ტრეიფორს ჰოლდინგ პანამაზე".
შპს „უნუმეხ პოვერ სისტემ გეორგია" _ თამარაშვილის #13
19% _ მაკა ძაძამია.
51% _ გიორგი უდესიანი.
30% _ ჰაშეშ თეიმურბადე ხოიე, დიდი ბრიტანეთი.
შპს „საფირან თრეველ გეორგია" - თამარაშვილის #13
35% _ გიორგი უდესიანი,
15% _ აკიფ სადიგბადე, აზერბაიჯანი,
50% _ ალი პოლატ, თურქეთი.
შპს „კუს ტბა კალა"- ვაკის რაიონი, კუს ტბა
7% _ ვახტანგ კიკაბიძე,
9% _ გიორგი უდესიანი,
15% _ ოლგა ხიხლოვსკა,
11% _ მარინა მგალობლიშვილი,
10% _ ზაზა გუგავა,
5% _ „არწენსთოუნ მენეჯმენტ ლიმიტედ", სეიშელის კუნძულები,
43% _ საზოგადოება „უოლმილ სერვისი", პანამა,
სხვადასხვა დროს კუს ტბის წილები ოფშორში რეგისტირირებულ სხვადასხვა კომპანიაზეა განაწილებული.
გია უდესიანი ასევე ფლობს რამდენიმე ბინასა და მიწის ნაკვეთს თბილისსა და რუსთავში. მისი ახლო მეგობრების სახელზეა რეგისტრირებული წილი პეკინის #41-ში მდებარე შპს „მერანი 2007-ში".
გარდა კოკი იონათამიშვილისა, უდესიანი აკონტროლებს კიდევ ორ დეპუტატს: ბესო ბენდელიანს და გელა ომანიძეს. თბილისის საკრებულოს „ნაციონალური" უმრავლესობის დაშლის სანაცვლოდ, იგი სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ბიზნესების ხელშეუხებლობის გარანტიას ითხოვს. დათმობს თუ არა უდესიანი საკუთარ კომპანიებში წილს „მეოცნებეების" სასარგებლოდ, ეს შემდგომი მოლაპარაკების საგანია.
ფრაზები:
გია უდესიანის საქართველოდან წასვლის შემდეგ მასთან კავშირი რამდენიმე ადამიანმა შეინარჩუნა. ერთი მათგანი გახლდათ მისთვის და „ნაცმოძრაობის" ელიტარული ნაწილისთვის კარგად ნაცნობი ქალბატონი ირა ს., რომელიც წლების განმავლობაში „კუდის" მაღალჩინოსნების სუტენიორი????? იყო. ის დღემდე ცხოვრობს ზემო ვერაზე, ეკლესიასთან, გია უდესიანის მიერ ნაჩუქარ ბინაში...
წყარო: „ქრონიკა +"
http://reportiori.ge/?menuid=3&id=59924
And when I leave, you will finally understand, why storms are named after people.