niktagvaუდესიანის და მისნაირების გამპრავებლის დედ ასსს შესცაა მთეელმა გალაქტიკამ....მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ კონფლიქტი კუს ტბის გაცილებით ღრმაა ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს და გამოძიებამ ბევრი მიმართულებით უნდა იმუშაოს..უდესიანთან ერთად ძველი კონფლიქტებიც უნდა იყოს სამუშაო ვერსია..
2008 წელს კაკაბაძეებმა, კვასხვაძემ, მიქაშავიძემ, გიორგობიანმა და სუჯაშვილმა მართლაც დაკარგეს კუს ტბაში წილები ისე რო არაფერი მიუღიათ
საჯარო რეესტრში დევს ეს დოკუმენტები...ანუ ხარძიანმა გაზარდა კაპიტალი და ესენი დარჩნენ 0-ზე
(IMG:http://b.pix.ge/u/w9zpr.jpg)
ხარძიანი კაპიტალს ვერ გაზრდიდა საკონტროლო პაკეტი რო არ სჭეროდა..და 2000 წელს კომპანიაში დამხმარედ მისულმა სულ რაღაც 5 წელში 2005-2007 წლებში საკმაოდ იაფადად შეძლო სხვა მსხვილი აქციონირებისგან წილების შეძენა..
ნანა ბუაძისგან 21%-იანი წილი - 500 000 $ იყიდა
პატრიცია ბლეერისგანს 2%-ი - 12 000 $
გიორგი წილოსანისგან 4 % - 100 000 $
ბუბა კიკაბიძემ 7% - 170 000 $ (7% ბუბამ დაიტოვა)
მალხაზ გორგაძისგან 6 % - 4320 ლარად
და ა.შ
კუს ტბის ღირებულები თქვენი აზრით..რამდენი იყო 2007-08 წლებში და რამდენია ახლა? ლისის ტბა მაგ პერიოდში მგონი 160 000 000% იყიდა თი-ბი-სიმ.....პლუს 93%-იანი აქციონერი რო გახდა ხარძიანმა 6 000 000 $-ის სესხი აიღო და დატვირთა კუს ტბა...
ეს ძველი აქციონერები 2014 წლის ზაფხულში გამოხტნენ და...ჩივილი დაიწყეს
ილია კაკაბაძე: 2000 წელს დაგვიკავშირდა ბუბა კიკაბიძე, რომელმაც კუს ტბის მეწილედ შესვლის სანაცვლოდ ინვესტიციის მოზიდვაზე აიღო ვალდებულება. მან ვერაფერიც ვერ მოიზიდა და შემოგთავაზა პარტნიორად ბესო ხარძიანი, რომელიც პროექტში ფულს ჩადებდა. შეთანხმება შედგა და შედეგად ჩამოყალიბდა ორი კომპანია: „კუს ტბა“ და „კუს ტბა 21“, რომელთაც მართვა პროპორციულად უნდა განეხორციელებინათ.
„ჩვენ მივიღეთ ხარძიანის შემოთავაზება და ის კუს ტბის მართვაში შემოვიყვანეთ. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის საბედისწერო გამოდგა, რადგან ხარძიანს მადა გაეხსნა და გამოიყენა ყველა და ყველაფერი, რაც კი შეეძლო. ის გახდა კიკაბიძის ოფიციალური წარმომადგენელი და დაიწყო სასამართლო დავა, თითქოს შპს, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენდით, არამართლზომიერად ფლობდა კუს ტბის 50%–ს.
ბუბამ, ანუ მისმა წარმომადგენელმა ხარძიანმა 7–8 წლის მერე მიმართა სასამართლოს, რომ თითქოს მისთვის არ იყო ცნობილი კუს ტბის მართვაში ორი კომპანიის არსებობის შესახებ და ამ მოტივით მოითხოვა სასამართლოს დაემტკიცებინა მისი კომპანიისთვის კუს ტბის ფლობის მთლიანი წილი. ეს იყო სიცრუე და სიყალბე. ორივემ ყველაფერი კარგად იცოდნენ და ხარძიანს ისიც კარგად ჰქონდათ გააზრებული, სიყალბის რა გზებით და რა საშუალებებით უნდა ჩამოვეშორებინეთ „კუს ტბიდან“.
„ჩვენი დიდი შეცდომა ის იყო, რომ ხარძიანის რეალური სახე გვიან დავინახეთ. მაგრამ საქმე ის არის, რომ როცა ჩვენ ხარძიანის წინადადება მივიღეთ პარტნიორობაზე, ასეთი პირობა იყო, რომ ხარძიანი მოიზიდავდა სახსრებს და მოაგვარებდა შესაძლო პრობლემებს ხელისუფლებასთან. ყველამ ვიცით, რომ წინა ხელისუფლების დროს, მათი კეთილი ნების გარეშე, კუს ტბის განვითარებას და მის ბიზნეს-პროექტად ქცევას, ახალი ინფრასტრუქტურის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას კი არა, „ბუტკის“ ამუშავებასაც ვერ ახერხებდა ადამიანი.
ხარძიანმა შეძლო და გაყალბებული ოქმების საფუძველზე სასამართლოს მიაღებინა მისთვის სასურველი გადაწყვეტილება. თან, გაითვალისწინეთ, ეს ხდება იმ პირობებში, როცა გასაჩივრების ყველანაირი ვადა გასული იყო. ჩვენ ვაპირებთ პროკურატურას შესაბამისი განცხადებით მივმართოთ და ამ განცხადებაში აუცილებლად დაიკავებს თავის ადგილს მოსამართლე კალანდაძე, რომელმაც გაუგონარი უკანონობა ჩაიდინა“
" უდესიანი მან მოიყვანა ისიც მას შემდეგ, რაც ჩვენ გადაგვაგდო. ხარძიანი უდესიანზე უარესია. ხარძიანმა გააკოტრა კომპანია იმიტომ, რომ „კუს ტბაზე“ შემდეგ მხოლოდ თავად დარჩენილიყო თავისი კომპანიით. სახელმწიფოსაც ატყუებდა მაშინ, როცა რეალური ბრუნვები ჰქონდა კომპანიას, ის კი ნულოვან ბალანსებს აჩვენებდა, რომ გადასახადებია არ გადაეხადა“,
" ხარძიანის მაქინაციებს გადაყვა ერთ-ერთი პარტნიორი ალექსანდრე კვასხაძე. კუს ტბის საქმეზე ნერვიულობით. ხარძიანის მაქინაციების გამოა გარდაცვლილი, მაგრამ ამაზე უფრო შემზარავი და გაუგონარი ის არის, რომ ხარძიანმა გარდაცვალების შემდეგ გაძარცვა ეს კაცი. გარდაცვალებიდან ექვსი თვის მერე მის მეუღლეს მისცეს სამემკვიდრო მოწმობა, რის საფუძველზეც მას უნდოდა „კუს ტბის“ 6%–იანი წილის გადაფორმება საკუთარ სახელზე. რეესტრში პარტნიორთა კრების ოქმის ამონაწერი მოსთხოვეს. დაიწერა ეს განცხადება პარტნიორთა კრების ჩატარების მოთხოვნით, რომ მერე წესისამებრ შესაძლებელი ყოფილიყო გარდაცვლილი ადამიანის წილის მის მეუღლეზე გადაფორმება. ხარძიანის სახელზე სამი დაზღვეული განცხადება გაიგზავნა. ქალბატონს პასუხი არ მისვლია. პასუხი ის იყო, რომ როცა ისევ მივიდა სამეწარმეო რეესტრში, აღმოჩნდა, რომ მისი მეუღლის წილი ჩამოუყვანიათ 0.17 პროცენტზე. მერე კი საერთოდაც უთხრეს, რომ მის მეუღლეზე არაფერიც აღარ ირიცხება. ე.ი. გამოვიდა, რომ ხარძიანმა გაყალბებული ოქმებით მიცვალებული გაძარცვა და ამ საქმეში ჩართო ყველა უწყება ვისაც ეხებოდა წილების რეგისტრაცია. ამის მერე გახდა ხარძიანი საკონტროლო პაკეტის მფლობელი"
დაზარალებულები, აპირებენ უახლოეს პერიოდში პროკურატურისთვის საჩივრით მიმართვას, როგორც ხარძიანის ისე მოსამართლე კალანდაძის წინააღმდეგ, რომელმაც, თავის დროზე, მათი თქმით, უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო.
წყარო:
http://bfm.ge/index.php?newsid=7275#.VR3IRvmUcYYძაან უცნაური სიტუაცია იჩითება, ეს ძველი აქციონერები ვერ ჩიოდნენ ხარძიანის წინააღმდეგ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო...და 16 მაისს როცა სააპელაციოთი ხარძიანების ოჯახი დიდი ალბათობით დაიბრუნებს კუს ტბას (მით უმეტეს ბესოს მკვლელობის მერე)...ანუ წაართმევს უდესიანს კიდე პანამის და სეიშელის ოფშორებში ჩაკარგულ სხვა ჯეელებს.....შევა ნეტა ეს სარჩელი? მოკლედ ბევრი ძაღლის თავია დამარხული...