იმედია ამას კითხულობთ პოლიტიკოსებო და მიხედეთ ასეთ საკითხებს !
ძიებაც არაა დაწყებულიო, ეს რა ქვეყანაა (((((რაში გვჭირდება პოლიტიკოსები?რაში იღებთ ხელფასებს?
ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებული ნონა ცინცაძის ბურუსით მოცული გაუჩინარების ისტორია
11:56 2015-03-30
"გამოცილების დროს ჩამეხუტა და მითხრა, რა იცი მაგდა იქნებ ჩვენი ბოლო ჩახუტება იყოსო".
თბილისში უკვე 7 თვეა ემიგრაციიდან დაბრუნებულ ნონა ცინცაძეს ეძებენ. ის იტალიიდან თბილისში 2014 წლის 12 აგვისტოს ჩამოვიდა, 13 აგვისტოს სამშობლოში დაბრუნებიდან რამდენიმე საათში მისი კვალი იკარგება.
„იტალიდაან გამოცილების დროს ჩამეხუტა და მითხრა, რა იცი მაგდა იქნებ ჩვენი ბოლო ჩახუტება იყოსო“, - ამბობს დაკარგული ქალბატონის შვილი მაგდა მამალაძე.
47 წლის ქალი, ბოლოს, მისმა მეუღლემ, მაგდას მამინაცვალმა ბეჟან ტურძილაძემ ნახა. ის ნონას თბილისის აეროპორტში დახვდა.
„წავიდნენ ბეჟანის დის სახლში. ამის შემდეგ 5 საათზე დედა მირეკავს ბეჟანის ტელეფონით, მითხრა, რომ გზაში ძალიან დაიღალა და როგორც კი ბეჟანი გაიღვიძებდა წავიდოდნენ და ბინას ნახავდნენ. ბეჟანის არ ჰქონდა არაფერი რომ ეჩვენებინა, არც ფული არ იყო, არც ბინა და არც სხვა რამ“, - ამბობს მაგდა.
იმ დღის შემდეგ ნონა ცინცაძე თვალით არავის უნახავს. მას არც საქართველოს საზღვარი გადაუკვეთია.
თუმცა შვილთან საუბრის შემდეგ ნონამ სოციალურ ქსელში მისი ადგილმდებარეობა მონიშნა - საბურეთალო. ამის შემდეგ ის მეგობართან მიმოწერას იწყებს. მაია გვრიტიშვილი მისი და ნონა ცინცაძის საუბარს იხსენებს.
„ელოდებოდა ბეჟანის გაღვიძებას, რომ გასულიყვნენ ბინის სანახავად, რომელიც ბეჟანიმ იყიდა ნონას იტალიაში ყოფნის დროს“, - ამბობს გვრიტიშვილი.
როგორც ირკვევა ბინის საყიდლად შეგროვილი თანხა, 30 ათასი ევრო თავად ნონა ცინცაძემ ჩამოიტანა, 15 ათასი ევრო კი თბილისში უახლოეს მეგობარს გამოატანა. ნონა ცინცაძე იტალიაში ისე დაბრუნდა, რომ ბინის ყიდვა ვერ მოასწრო. როგორც მისი მეგობრები ჰყვებიან, ბინასთან დაკავშირებით ცინცაძე და მისი მეუღლე ტელეფონზე ხშირად ჩხუბობდნენ.
ცინცაძის მეგობარი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს იხსენებს.
„ბეჟანის ვაჟს გოგიტას კაზინოში დიდი თანხა წაუგიაო. ნონამ თქვა, მირჩიეს მაგათ ფული არ ჩაუგდო ხელშიო. მეც ვუთხარი შენ ვალდებული არ ხარ, რომ გოგიტამ ფული წააგოს და შენ უხადოო“, - ამბობს ნონას მეგობარი ია ცინცაძე.
როგორც დაკარგული ქალბატონის შვილი მაგდა იხსენებს, დედის თბილისში ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში მას ბეჟანმა დაურეკა და დედამისის ადგილსამყოფელი იკითხა. შემდეგ კი პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ მისი ცოლი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. გამოძიება ვაკე-საბურთალოს ქვეგანყოფილებაში 7 თვეა მიმდინარეობს. ირკვევა რომ დაკითხული არ არის არც ბეჟან ტურძილაძე და არც მისი შვილი.
http://www.newposts.ge/?l=G&id=70216-%E1%8...%83%91%E1%83%90