mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#46406321 · 6 Dec 2015, 22:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
sulo
QUOTE | ლუსტრაციის კანონი.. ზვიადს რომ მიეღო თავის დროზე... დღეს სხვა საქართველოში ვიცხოვრებდით... |
+. ირლანდია
QUOTE | თავად ზვიადი ხომ არ იყო კაგებეს აგენტი? |
abula
QUOTE | ზუსტად ზვიადა და მისი ხროვა იყო კგბ-სთან შეკრული. |
ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, თამარ ჩხეიძე და კონსტანტინე გამსახურდია გავიცანი 1987წ-ის ერთ შემოდგომა დღეს. იქამდე, ზვიადისა და მერაბის (ასევე, სხვა დისიდენტების) მოძღვარი _ ეპ. ქრისტეფორე წამალაიძე, გულწრფელი და პატრიოტული ქადაგებების გამო, ჩემს მეგობრებთან ერთად, სულიერ მამად ავირჩიე (მისი ძმისწულის მიმრქმელი ანუ ნათლია იყო ზ. გამსახურდია). მისგანვე ვიცოდით, რომ საბჭოთა უშიშროების სამსახურის მხრიდან დევნილობისას, არაერთხელ შეუფარებია, გადაუმალავს ზვიადი სახლსა თუ ტაძრის სამრეკლო კოშკში. ერთად ყოფნისას, მერაბთან სახლში თუ სხვაგან, ყოველთვის, ახლომახლო, გრძელანტენებიანი მანქანა გვითვალთვალებდა და გვისმენდა. ერთხელ, ჩემი მეუღლის მშობლიურ სახლში მორიგი სტუმრობის შემდეგ, მისმა ძმამ, ზ. გამსახურდიასთან ერთად, ღამის მატარებლით იმგზავრა ზესთაფონიდან თბილისამდე. დილით, სადგურზე ზვიადის თანმხლებს, უბრალოდ, მიესალმა და გამოელაპარაკა ერთი ნაცნობი ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოგვიანებით გვიყვებოდა, მათთან განშორებისთანავე, თუ როგორ მივიდნენ მასთან ,,თანამშრომლები“ _ სადგურის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და დაწვრილებით დაკითხეს (სავარაუდოდ, უშიშროების აგენტი ან მათ გვერდით ,,კუპეში“ იმყოფებოდა, ან გადაცემული იყო, რომელი ,,ვაგონიდან“ ჩამოვიდოდა დისიდენტი). ამ მიზეზით, ზვიადთან მისალმებაც კი ეშინოდათ და თვითონაც არიდებდა თვალს ნაცნობებს, რომ მის გამო ,,პრობლემები“ არ შეჰქმნოდათ. არაერთხელ შევსწრებივარ ,,ორგანოების“ დაპირისპირებას მასთან და მის თანამებრძოლებთან. ასევე, როცა სიონის ტაძარში შემოვიდოდა, ლოცვაზე, სამი პირი უკან მოჰყვებოდა და სახეზე, თვალების ცეცებასა და სამკუთხა განლაგებაზე ეტყობოდათ, რომ ალყაში მოქცეული ,,ობიექტის“ პირადი მზვერავები იყვნენ... მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობამდეც და მას მერეც, ზოგიერთ საკითხში კრიტიკულად ვიყავი განწყობილი, უდავოა, რომ ზვიადი იყო საქართველოზე შეყვარებული თხემით ტერფამდე. ტერფზე გამახსენდა: შუაღამისას, საჩხერის სოფ. სავანესთან მოგვიწია გავლამ (იქაც გაგვაჩერა მაშინდელმა მილიციამ _ შეამოწმეს, ვინ იმყოფებოდა მასთან ერთად; საით და რისთვის მიდიოდა). უცებ, მანქანიდან თვალი მიმოავლო არემარეს და თავისთვის ჩაილაპარაკა: ,,აქ დატანტალებდა პატარა აკაკი; მის ფეხის გულებს ვენაცვალე!“. ასეთი განცდის აღმოთქმა, საერთოდ, უცნაურ ადამიანებს სჩვევიათ (ცნობილია ა. წერეთლის მიმართ გალაკტიონის გამორჩეული სიყვარული). ზ. გამსახურდია შეუპოვრად ებრძოდა საკავშირო უშიშროების კომიტეტის უშუალო დაქვემდებარების ქვეშ მოქმედ _ ამ საქმეში საქართველოს უშიშროების სამსახურსაც კი რომ არ ენდობოდნენ _ ე. წ. რელიგიის საქმეთა საბჭოს, რომელიც, სინამდვილეში, მართავდა საპატრიარქოს და მისი ნებართვის გარეშე, მედავითნეც კი არ ინიშნებოდა. მორიგი მიტინგი, ც. კ-ის შენობასთან, სწორედ, ამ ორგანოს წინააღმდეგ იმართებოდა. მაშინდელმა პირველმა პირმა _ გ. გუმბარიძემ (უშიშროების გენერალმა) თავის კაბინეტში, ცნობილ XI სართულზე, იხმო აქციის ორგანიზატორების ოთხკაციანი ჯგუფი: ზ. გამსახურდია, გ. აბულაძე (ამჟამად, მთავარეპ. სპირიდონი), ო. ფერაძე (ამჟამად, დეკ. ზაქარია) და ამ სიტყვების ავტორი (მაშინ, 22წ. საერო პირი). საქ. მთავარი კომუნისტი, ,,გარდაქმნის“ სტილში, ამ სამსახურის მხოლოდ ადგილობრივ დაქვემდებარებაში გადმოსვლასა და სახელწოდების შეცვლას გვთავაზობდა. იმდენად ზვიადის დაჟინებულ მოთხოვნას _ საერთოდ გაუქმებულიყო ს. უ. კ-ის ეს საცეცი _ კი არ შეუშინებია 1989წ-ის 9 აპრილის სისხლში ხელგარეული გენერალი! _ ქვემოთ, საბოლოო გადაწყვეტილებას ზღვა ხალხი ელოდებოდა... იმაზე აღარ დავწერ დაწვრილებით, 1991წ. 22 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება კრემლიდან გაცემული ბრძანებით (ა. შ. შ-ის თანხმობითა და ევროპის ,,წაყრუებით“) რომ დაიწყო...
QUOTE | ერთერთშია ზვიადა და ეგ [მ. სააკაშვილი]... აი ვერ გაარჩევ : )) |
ადრე, ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, როგორ შეფასებას მივცემდი ზოგიერთის მიერ მ. სააკაშვილის მიმსგავსებას ზ. გამსახურდიასთან. _ ვუპასუხე კითხვითვე (რაღა თქმა უნდა, რიტორიკულით): რომელ მსგავსებას გულისხმობენ, _ ვეფხვისა ლომთან თუ კატისა ვეფხვთან? უცხო
QUOTE | ზვიადი მანდ უფრო თავისიანი და სხვისიანი ვინაა მაგას უფრო არკვევს. |
ამან გამახსენა ერთი წმ. მამის სიტყვები: ჩვენი იმდროინდელი ბრძოლა ერეტიკოსების წინააღმდეგ ჰგავდა ბრძოლას ღამეში... ასეთ დროს კი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწინააღმდეგეს შენნაირი სამხედრო ფორმა აცვია, ჭირს საკუთარი და სხვისი ჯარის მეომრების გარჩევა...
QUOTE | შემდეგ თემა იყოს იყო თუ არა ააგენტი ლაშქარაშვილი |
შეგიძლიათ, დაუსვათ კითხვები და შემიძლია, უშუალოდ გადავცე (ერთმანეთისგან კილომეტრიც კი არ გვაშორებს). Xoshgeldi
QUOTE | ჭანტურიას ვგულშემატკივრობდი |
სწორედ, მან ითამაშა მთავარი როლი პოლიტიკური ლუთერისა. rsebobs
QUOTE | ქვეშ რომ გაედოთ მაშინ ზვიადონები, სამოქალაქო ომს გადავრჩებოდით- |
საოცარია, რომ ჩვენში ზოგ წიგნიერ კაცსაც კი სამოქალაქო ომი ქალაქში მიმდინარე ომი ჰგონია. axalirevolucia
QUOTE | ზურაბ ჭავჭავაძე იყო ნორმალური პატრიოტი და საკმაოდ ავტორიტეტული, მზარდი პოლიტიკოსი იყო. |
როგორც ზ. გამსახურდიას ავტორიტეტის კაპიტალს ათეულობით პროცენტში შეადგენდა კლასიკოსი მამის ფაქტორი, ისე ზ. ჭავჭავაძისას _ ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის (მომავალში, ძმათაკვლის სისხლით საქართველოში დაბრუნებული ე. შევარდნაძის თანამებრძოლის) შვილობა. ,,წითელი“ უშიშროების მიერ ორმაგად კონტროლდებოდა რელიგია, ფილოსოფია და ჟურნალისტიკა. 80-იანების შუაწლებში, სემინარია-აკადემიამდე, ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე შევიტანე საბუთები (თბილისის სახ. უნივერსიტეტში). გამოცდებზე რომ დავეშვით, აბიტურიენტები ,,გასაუბრებაზე“ კომუნისტური პარტიის მდივანთან, ვისაც იდეოლოგიური განყოფილება ებარა, მიგვიყვანეს _ მახსოვს, გ. ენუქიძემ მიგვიღო (სხვათა შორის, იმ წლებში ჩაირიცხა ამავე ფაკულტეტზე დღევანდელი ,,პრეზიდენტი“). ზ. ჭავჭავაძესთან კი ასეთი მოგონება მაკავშირებს: 1988წ. ბოლოს, ცნობილი ნოემბრის აქციის მონაწილე სემინარიელებმა სოდომ-გომორულ ცოდვაში ვამხილეთ სემინარია-აკადემიის რექტორ-ლექტორი _ იმჟამად, ეპისკოპოსი (დღეს, მიტროპოლიტი ანუ ორჯერ დაწინაურებული) და ,,სვეტიცხოვლის“ წინამძღვარი; მანამდე, მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი (КГБ-ის აგენტი, ფსევდონიმით ,,კახელი“). შეშინებულმა ხელწერილიც კი დაგვიწერა: ,,სამუდამოდ ვტოვებ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის თანამდებობას... თუ აღნიშნული ხელწერილი იქნება დარღვეული, მიცემულ ვიქნე სისხლის სამართლის პასუხისგებაში...“ (მამათმავლობა იმდროინდელი კანონმდებლობით ისჯებოდა). რახან პატრიარქმა ილიამ ჩვენგან გაძევებული მოძღვარი უკან დააბრუნა, ხოლო მისი მამხილებლები სასწავლებლიდან გაგვრიცხა, იძულებულნი გავხდით, ეს სამარცხვინო ამბავი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებისთვის გვეცნობებინა. მივედით თ. ჩხეიძესთან, ბინაზე, ვისთანაც შეკრებილიყვნენ მ. კოსტავა, ზ. ჭავჭავაძე, ჯ. კოპალიანი, მ. ქურდიანი და სხვები. ზ. ჭავჭავაძემ, როგორც ილია II-ის ყოფილმა მდივანმა, თავის თავზე აიღო, რომ კათალიკოსს შეგვახვედრებდა. შეხვედრა დავთქვით სიონის ტაძრის ეზოში, წირვის შემდეგ. დათქმული დროიდან კარგახანს ველოდეთ ზურაბს, რომელიც საპატრიარქოს მაშინდელი შენობიდან გამოვიდა და განგვიცხადა, რომ უკვე შეხვდა პატრიარქს და ყველაფერი გადასცა... (?!) ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა კი სასულიერო სასწავლებელში შექმნილ ვითარებასა და მასზე ილია მეორის ასეთ რეაქციას აღშფოთებით შეხვდნენ, განიცდიდნენ, კათალიკოსს ეკლესიის განწმენდას სთხოვდნენ გარყვნილი და საიდუმლო პოლიციასთან (უშიშროების სამსახურთან) შეკრული სასულიერო პირებისგან. ზვიადი მიტინგებზეც აცხადებდა ჩვენს გვარებს, როგორც უსამართლოდ გარიცხული სემინარისტებისას და ყოველ შეხვედრაზე მეკითხებოდა: ,,აღგადგინეს?“. gimmelle
QUOTE | ერთადერთი ბაქრაძე მოიწცა ღირსეულად. |
ა. ბაქრაძეს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, სადაც დიდ ლექციას ატარებდა, ასეთი შეკითხვა შევურჩიეთ: სწამდა თუ არა უფლის მეორედ მოსვლისა. პასუხი: ,,მწამს, რაც ოთხივე სახარებაში სწერია, მაგრამ ეს არა“ (?). იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლა ,,სახარებებში“ კი არა, ,,ყურანშიც“ კია უწყებული... მოგვიანებით, იგივე პუბლიცისტსა და კინოკრიტიკოსს რადიოინტერვიუში ეკითხებიან, მართლა ხართ თუ არა მასონი, როგორც თქვენზე ზოგი ამბობსო. პასუხი: ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა!..
This post has been edited by mRvdeli giorgi sxiladze on 6 Dec 2015, 22:45
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|