მართალი ხარ ,პროდუსერის და წამყვანის ძირითადი საზრუნავი რეიტინგია,მაგრამ გრიგოლიას გადაცემის მავნებლობა ის არის,რომ ეს გადაცემა არხის მთავარ პოლიტიკურ თოქ-შოუდ არის მოწოდებული,ადამიანები ელოდებიან პოლიტიკურ შეფასებებს,ექსპერტების აზრს,სერიოზულ განხილვას კვირის მნიშვნელოვან მოვლენაზე,თუმცა ყოველ პარასკევს იღებენ მორიგ იმედგაცრუებას და ფსიქოლოგიურ ძალადობას.
იგივე ბოკუჩავა(ვინ არის,ვის დაკარგვია) ან ორჯონიკიძე-გაბიანი(უკომენტაროდ), როცა აზრს გამოთქვამენ ავტომატურად შესაბამისი პოლიტიკური პარტიის პოზიციად აღიქმება და არა კლიმაქსიანი ,ისტერიჩკა პიზდეცინტელექტუალის პირად შეფასებად.
თუმცა დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის შემხედვარე,დიდ განსხვავებას ვერ შეამჩნევ,მაგრამ პოლიტიკური გუნდის წევრის გამონათქვამზე ვინმე კომენტარს მაინც გააკეთებს,დაგმობენ ან რაღაც პოზიციას მაინც დააფიქსირებენ-საპასუხოდ,და ამ "გიჟი თავისუფალიას" -პასუხის მომთხოვიც არ ყავთ.
უბედურება ის არის,რაც მეტს ილაპარაკებს ხალხი ასეთებზე,გარანტირებული ეთერი ექნებათ,უფრო ხშირად მიიწვევენ.