ფიქრი რაში ჭირდება ამას, როცა სისხლის სამართლის კოდექსი და კომენტარები გვაქვს?
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 37.
ბრძანების ან განკარგულების შესრულება
1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმას, ვინც სავალდებულო ბრძანების ან განკარგულების შესრულებისას დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. ასეთი ზიანისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვინც მართლსაწინააღმდეგო ბრძანება ან განკარგულება გასცა.
2. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანების ან განკარგულების შესრულებისათვის პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო წესით, თუ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი სხვაგ არემოება.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სპეცრაზმელმა
იცის, ან პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობის ხარისხით შეუძლია იფიქროს, რომ ბრძანება, რომელიც მისი მისამართით გაიცა, უკანონოა (მაგალითად, დაავალეს უიარაღო ხალხის მიმართ სროლა), მაშინ იგი ვალდებულია
არ შეასრულოს ეს ბრძანება, წნააღმდეგ შემთხვევაში, ის, რომ მას უფროსმა უბრძანა, ვერ გაათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან
ნებისმიერ სხვა შემთხვევაში - თუ ის არაა დარწმუნებული, ან უბრალოდ ეჭვი აქვს, რომ ბრძანება უკანონოა - იგი ვალდებულია, მოიქცეს ისე, როგორც უბრძანებენ და ეს ბრძანება უკანონო რომც აღმოჩნდეს, პასუხს არ აგებს. ანუ ვალდებულია, ბრძანება შეასრულოს.
დასკვნა: ''თუ სპეცრაზმელი უკანონო ბრძანებას მიიღებს, არ უნდა შეასრულოს'' არის სიმართლე