შევაჯამებ თემას...

1. რა თქმა უნდა, მაშინ სხვა სტანდარტები იყო სილამაზის და ახლა სხვა, მაგრამ სილამაზეს და სიმახინჯეს ყველა ეპოქაში არჩევდნენ. იხ. ბერძნული და რომაული კულტურა, უფრო ძველი, ეგვიპტური და შუმერული ნახატები. იდეალური პროპორციები, ნაკვთები განსხვავებული იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოდესღაც სიმახინჯე მოსწონდათ. ამ ყაჯარ შაჰს ეს უშნო ქალები იმიტომ არ ჰყოლია, რომ ისინი მოსწონდა, უბრალოდ, ასეთი ირანული ტომიდან იყო და იასნია, თავისი ტომის ქალები ეყოლებოდა ჰარამხანაში... თავისი ტომის ქალები კიდევ ალბათ სულ ასეთები იყვნენ და ლამაზებს საიდან მოიყვანდა...
და საერთოდ, ეგ ლეგენდაა, რომ შაჰებს და სულთნებს, უმრავლესობა უცხოელი ქალები ჰყავდათ... ეს შეუძლებელი იქნებოდა, მით უმეტეს, იმ დროს... უმრავლესობა ჰყავდათ იმ ტომის ქალები, საიდანაც იყვნენ... მაგალითად, შაჰ-აბას მეორეს 300 ცოლიდან მხოლოდ 4 ჰყავდა ქართველი...
ისე, ქართველი ცოლის ყოლა მაშინდელ ირანში დიდი პრესტიჟად ითვლებოდა... ასე რომ, ისტორიული კომპლექსებიდან გამომდინარე ახლა აქ დაცემული სიხარულის ყიჟინა, რომ საქართველოდან შეუხედავი ქალ-ვაჟნი გაჰყავდათო, რადგან ასეთები მოსწონდათო, სასაცილოა...
2. მაშინდელი სილამაზის კონკრეტული სტანდარები რა თქმა უნდა განსხვავებული იყო. "თავადის ქალი მაია" გაიხსენეთ, როგორ აღწერს მწერალი დაფინოს - საულვაშეზე მუქი ღინღლი ჰქონდაო... :DDD მაგრამ მაინც ძალიან ლამაზ ქალს აღწერს. რაღა შორის წავიდეთ, ბებიაჩემის დროს, 60-70-იან წლებში თურმე გოგონები სპეციალურად მიირთმევდნენ კარაქს და მსგავს საჭმელებს, რომ გასუქებულიყვნენ, რადგან გამხდარ ქალს მაგ დროს "ჭლექიანს" ეძახდნენ და არ მოსწონდათ... თანაც მიიჩნევდნენ, რომ გამხდარ ქალს, ცუდი, კაპასი ხასიათი ჰქონდა... თუმცა, წინა გვერდებზე მე რომ მე 20 საუკუნის დასაწყისის ქართველი ქალების ფოტო დავდე, აი, მაგ ფოტოზე რომ ქალები არიან, თანამედროვე სილამაზის სტანდარტებში ჯდებიან არაჩვეულებრივად და გამხდრებიც არიან. ასე რომ, არის უნივერსალური სილამაზე, რომელიც ყველა ეპოქაში და ყველა დროს სილამაზეა.
3. ძალიან სასაცილოა თამარ მეფის "სურათების", ტო ესტ, ფრესკების დადება ამ თემაში...

მეფეების დახატვისას ითვალისწინებდნენ კანონიკას, სტანდარტებს, იმდროინდელ აღმოსავლური კულტურის გავლენას... აღმოსავლურ კულტურაში კი ასეთი ტიპაჟი იხატებოდა, როგორიც მაგ პერიოდის ქართული ფრესკებია... შემთხვევით არ ვახსენე ძველი სვანური ფრესკები, აი, იმ ფრესკებზე ნაკლებად იყო უცხოური კულტურის გავლენა და შესაბამისად, უფრო ადგილობრივ ტიპაჟს ხატავდნენ - გრძელი ოვალის მქონე, დიდთვალება, გრძელწარბებიან სახეს, ნაზ ნესტოებიანი კეხიანი ცხვირით, ანუ, რასაც დღესაც უწოდებენ "ქართულ სახეს"... თუმცა, საქართველოში სხვა ტიპის სახეებიცაა გავრცელებული არანაკლებად... და საერთოდ, შეეშვით რა ეს ქართველი ვაშკაცები ამ თამარ მეფეს... :დდდდ და ქართველ ქალთან შეჯიბრს ზოგადად... აპატიეთ ქართველ ქალს რომ 9 საუკუნის წინ ქვეყნის პირველი პირი იყო, კაცებს გჯობნიდათ და ქართველი ქალი აღმოსავლეთში ყველაზე ლამაზად ითვლებოდა... ესენი ვინ არიან, ბიჯოს... :DDD
4. ირანი ძალიან მრავალფეროვანი ეთნიკური შემადგენლობის ქვეყანაა და ძალიან განსხვავდებიან იქ მცხოვრები ხალხები ერთმანეთისაგან ვიზუალით... ეგ ტერიტორია ყოველთვის ასე იყო... ახლაც რომ დააკვირდეთ, სპარსელები და თურქული მოდგმის ხალხები, რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან გარეგნობით და ფერითაც... მეტიც, სპარსელები თურქული მოდგმის ხალხებს "ტარაკანებს" ეძახიან კანის ფერის გამო... :DDD
5. ამ შურიგეს რა უნდა ვერ გავიგე...

ყაჯარებში რატომღაც ძალიან ცდილობს ქართული სახეების ამოცნობას, თან რატომღაც სულ ქალების... იბერო-კავკასიელები და ყაჯარები ნამდვილად არ ჰგვანან ერთმანეთს... მასე რომ გამოვეკიდოთ, "მსგავსებას" მილიონ სხვა ხალხშიც ვიპოვით, თუ ძალიან მოვინდომებთ, მთელი გულით და სულით...

რეციდივები რა თქმა უნდა არის და სხვანაირად ვერც იქნება, კი, მაგ სურათებშიცაა ნამდვილად ისეთი ხალხი, ვინც საქართველოში შეგხვდება და ინდივიდები განსაკუთრებით, მაგრამ ყაჯარებს მაინც ნუ შეადარებთ ქართველებს რა... ტეხავს... თან მარტო ქალებს, ეს ორმაგად ტეხავს, ვაშკაცნო... საერთოდ, ქართველ ქალს რომ ახსენებთ, გაიხსენეთ ის, ვინც ყველაზე მეტად მოგწონთ და არა მაინცდამაინც ეკა ბესელია...

და რუსულ საიტებზე სომხური და რუსული ნიკებით ქართველი ქალების ლანძღვას შეეშვით, იშიფრებით რომ ქართველები ხართ... რუსები ლათინური ანბანით და შეცომებით არ წერენ, კირილიცათი წერენ... :DDD
#####ეს ტვინი ამ ქართული კომპლექსებით... ქართველ კაცს რომ უხარია ქართველი ქალის გაბანძება, ასე არაფერი უხარია სხვა... რა მოვლენაა ეს, ვერ ვხსნი პროსტა...
ალიევის ცოლი ვაბშე რა მოსატანი იყო, ხუთასი პლასტიკური ოპერაცია აქვს ქალს გაკეთებული, შორენა ბეგაშვილს ერთი არ აპატიეთ... დავდებდი ნამდვილი ბუნებრივი სილამაზის სურათებს, მარა არ ხართ თქვენ ღირსები... :დდდ
ისე, ეს თემა რომ მოდერს სხვაგან არ გადააქვს და არ ხურავს, ესეც ნიშანდობლივია... :დდდ
პ.ს. სილამაზის თანამედროვე სტანდარტი დააწესეს არა კაცებმა, არამედ, კოკო შანელმა, რომელმაც რუბენსის ქალი წარსულს მიაბარა...

თვითონ კოკო უმკერდო და ძალიან გამხდარი ქალი იყო, არ უხდებოდა იმდოინდელი სტილის ტანსაცმელი, ამიტომაც შექმნა სამოსი გამხდარი ქალებისთვის და ზოგადად, გამხდარი ქალი გახადა სილამაზის იდეალი...

ასე ათამაშებენ კაცობრიობას თავის ჭკუაზე გენიოსები...