ესეც დაახლოებით მაგ ოპერიდანაა: 
http://ick.ge/rubrics/society/21388-i.htmlაღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, კახეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ჩინოვნიკებმა პრემიები გამოიწერეს. პრემიებზე თელავში 131 940, გურჯაანში 128 700, სიღნაღში 92 000, საგარეჯოში 90 000, ლაგოდეხში 170 000, ყვარელში 94 000, დედოფლისწყაროში 62 000, ახმეტაში კი 83 000 ლარი დაიხარჯა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ამჯერად გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაცემული პრემიების მიზნობრიობით დაინტერესდა.
რა დამსახურებისთვის მიიღეს პრემია მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებმა?
„სადღესასწაულოდ პრემიებს ყოველთვის ელოდებიან. ეგ თანხა ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და გაიცა“,- განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ელგუჯა გიორგაძემ.
„თავისუფალი დემოკრატებიდან“ გურჯაანის საკრებულოს წევრი გია შაოშვილი ამბობს, რომ პრემიებს ჩინოვნიკები არაფრის გამო იღებენ.
„პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი სულ იმას იძახიან, რომ ქამრები უნდა შემოვიჭიროთო და საკრებულომ ჩათვალა, რომ „ქამრების შემოჭერა“ უნდა აღნიშნონ პრემიებით. ძალიან სამარცხვინო ამბავია“,- აღნიშნა შაოშვილმა.
მუნიციპალიტეტში არსებული მწვავე პრობლემების ფონზე პრემიების გაცემას აპროტესტებს საკრებულოს ლეიბორისტი წევრი ზურაბ სეფიაშვილიც.
ნათია გიორგაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ ერთადერთი წევრია, რომელმაც სააღდგომოდ მიღებული პრემია სოციალურ ფონდში გადარიცხა.
პრემიების გაცემას უარყოფითად აფასებენ გურჯაანის მაცხოვრებლები.
----------------------------------------------
ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და რა გაატრაკეთო?! ლოგიკაა თუ გინდა შეუთვალე 
