https://chotorlishvili.wordpress.com/2015/0...83%98%E1%83%9D/უცნაური ქვეყანაა საქართველო. არსად ისე არ უყვართ იოსიფ ბროდსკი პროვინციული გლამურული სიყვარულით როგორც საქართველოში და არსად ისე ცუდად არ იცნობენ იოსიფ ბროდსკის როგორც საქართველოში. რამოდენიმე თვის წინ ვოლზე დავდე Бродский “На независимость Украины”. ერთერთ ლიტერატორს ლექსი საერთოდ “ფეიკი” ეგონა. გასაგებია რომ ყველა ავტორის ყველა ლექსს არავინ იცნობს, მაგრამ გამოცდილ მკითხველს ხანდახან შეუძლია სტილისტიკითაც იცნოს პოეტი. ეს ვერცნობა და ეჭვი “ფეიკზე” არ გამკვირვებია. დიდი ხანია გლამურული ქართული ცნობიერება სამყაროს 2 ნაწილად ჰყოფს. ერთ მხარეს არის პროგრესული და პრესტიჟული საგნები, პრესტიჟის განმასხვავებელი ნიშნები: დემოკრატია, დოლარი, ენჯეოები, უმცირესობების უფლებები, ჯაზი, პოლიტკორექტულობა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ფემინიზმი, და ეკოლოგიური მოძრაობა. მეორე მხარეს არის გოიმური ჩამორჩენილი სამყაროს ნიშნები: მართლმადიდებლობა, რუსული იმპერიალიზმი, და “დასტაევსკი”. მართალია ბროდსკი რუსი პოეტია და რუსული ლიტერატურის წარმომადგენელია, ქართული გლამურული საზოგადოება ბროდსკის მაინც პრესტიჟის განმასხვავებელ ნიშნად მიიჩნევს. ამერიკის მოქალაქე, ნობელის პრემიის ლაურეატი “წარმატებული ადამიანი”. როგორ შეიძლება ასეთ წარმატებულ ადამიანს ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონოდა უკრაინაში ამერიკული პროექტის მიმართ. თვითონაც ხომ ამერიკის მოქალაქე იყო? ასე ხომ ბომჟები ფიქრობენ, წარუმატებელი ხალხი რომლებიც ბოღმით არაყს სვამენ და დასტაევსკის კითხულობენ.
კოლიზიის მიზეზი იმაშია რომ საქართველოში თავად იოსიფ ბროდსკი კი არა მისი გლამურული (ჩვენებური გლამური არ გაიშვას მაგრამ მაინც) სიმულაკრი უყვართ. ბროდსკის ორიგინალი რადიკალურად განსხვავდება ბროდსკის სიმულაკრისგან. სიმულაკრს საბჭოთა კავშირი იმიტომ არ მოსწონს რომ ამერიკული ჰეგემონიის მომხრეა. ორიგინალის საბჭოთა კავშირი იმიტომ არ მოსწონს რომ რუსი ნაციონალისტია, რომელიც ნებისმიერ საბჭოურში რუსულის მტერს ხედავს. გავიხსენოთ წერილი მილოშ კუნდერას უნიჭო პოლიტიკურ პამფლეტზე. კუნდერამ საბჭოთა კავშირის მხრიდან ევროპაში მაქრსიზმის განვრცობის მიზეზად დოსტოევსკი და რუსული კულტურა მიიჩნია. ბროდსკი კი საპასუხოდ კომუნიზმის იდეოლოგიის შექმნაში და ამ იდეოლოგიის რუსეთში ექსპორტში დასავლეთს ადანაშაულებს. ბროდსკის სიმულაკრი ქართველი ობივატელის ცნობიერებაში კერუაკთან ერთად ამერიკულ ბარში ვისკის წრუპავს, ბროდსკის ორიგინალი კი გაზეთიდან სელიოდკას ჭამს და არყის სუნი ასდის. (გაეცანით მისი ყველაზე ახლო მეგობრის ევგენი რეინის მოგონებებს ბროდსკიზე)
მეორე ნობელიანტისაგან ალექსანდრე სოლჟენიცინისაგან განსხვავებით იოსიფ ბროდსკი თამამად შეიძლება მივიჩნიოთ რუსული იმპერიალიზმის ადეპტად. სოლჟენიცინისთვის პრეიმპერიული არქაული რუსეთია იდეალი. პეტერბურგელი იოსიფ ბროდსკისთვის კი იმპერიული რუსეთი რომელიც პეტრე პირველით იწყება და ბოლშევიკური გადატრიალებით სრულდება. სივრცე რომელშიც თანამედროვე ქართული კულტურა არის მოქცეული კრიტიკულად პორტატულია. ჩვენი არა მარტო ტერიტორია არამედ ცნობიერებაც დაპატარავდა (ეტევა სახინკლეს და ალაფურშეტს შორის). არ მაქვს ილუზია რომ ამ სტატიასაც ბევრი გაიგებს. წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უმრავლესობისთვის უკვე ფუფუნებაა. თუმცა მაინც ვცდი. მოდით შევეცადოთ და მივყვეთ ტექსტს: Стихотворение Бродского -На независимость Украины:
……………………………………………………………………………………………………………………………………………….
Дорогой Карл XII, сражение под Полтавой,
Слава Богу, проиграно. Как говорил картавый,
Время покажет “кузькину мать”, руины,
Кость посмертной радости с привкусом Украины.
კარლ XII შვედეთის მეფე რომელიც პეტრე პირველმა პოლტავასთან დაამარცხა. პოლტავა ისტორიული რუსეთის ტერიტორია რომელიც ბოლშევიკებმა მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი უკრაინის რესპუბლიკის შემადგენლობაში მოაქციეს. ჩრდილოეთის ომში პეტრე პირველის გამარჯვებით იწყება რუსეთის იმპერიის ისტორია რომელსაც უმღერის ბროდსკი. картавый მალოროსი (უკრაინელი) სერგეი ხრუშჩოვია რომელიც მსოფლიოს პირდებოდა “кузькину мать” ჩვენებას. руины, Кость посмертной радости с привкусом Украины ბოლშევიკების რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე მიერ შექმნილი ხელოვნური სახელმწიფო უკრაინა. ბროდსკი ამბობს რომ უკრაინა სახელმწიფო არ არის, ხოლო უკრაინელი მოსახელობა არ არის ერი. რადგან მათ არ აქვთ საერთო მეხსიერების მომენტი რუსეთის ისტორიის მიღმა/გარეშე. картавый კიდევ ერთხელ. იმიტომ რომ სალიტერატურო რუსულის ნაცვლად უკრაინულ მოვაზე დიალექტზე ლაპარაკობს. რბილი L. იმპერიული პოეტის ბროდსკისათვის მოვაზე ლაპარაკი კულტურის გარეთ დგომაა. ეზიზღება ხრუშჩოვი როგორც ბოლშევიკური უკულტურო ეგზემპლარი
ეს ნარატივი უცხოა რუსული ლიბერალების ან პროგრესული მარქსისტებისთვის. მათთვის ხრუშჩოვი არის ადამიანი რომელმაც სსრკ სტალინიზმისგან გაათავისუფლა. იმპერიალისტი ბროდსკისთვის კი ხრუშჩოვი არის უკულტურო პროვინციელი რომელიც მოვაზე ლაპარაკობს, რბილ L ამბობს картавый მალოროსი. ადამიანი რომელმაც ყირიმი უკრაინას გადასცა
Горькой вошни карбованец, семечки в полной жмене.
Не нам, кацапам, их обвинять в измене.
Сами под образами семьдесят лет в Рязани
С залитыми глазами жили как каторжане.
ბროდსკი მალოროსიის გაუცხოებას რუსეთისგან აბრალებს 70 წლიან ბოლშევიკურ ანტირუსულ დიქტატურას семьдесят лет в Рязани С залитыми глазами жили как каторжане.
Скажем им, звонкой матерью паузы метя строго:
Скатертью вам, хохлы, и рушником дорога.
Ступайте от нас в жупане, не говоря – в мундире,
По адресу на три буквы, на стороны все четыре.
აქ მინიშნება: жупан პოლონური ეროვნული ტანსაცმელი. мундир
პეტრე პირველის შემდეგ რუსეთის იმპერიაში სამხედრო არისტოკრატიის უნიფორმა. პოეტური მინიშნება პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებაზე
С ляхами ставят вас на четыре кости, поганцы- პოლონურ ოკუპაციაზე
და მალოროსიის მოსახლეობის გენოციდზე რეჩპოსლოლიტის მხრიდან
С Богом, орлы и казаки, гетьманы, вертухаи,
Только когда придет и вам помирать, бугаи,
Будете вы хрипеть, царапая край матраса,
Строчки из Александра, а не брехню Тараса. ბროდსკითვის უკრაინის სუვერენიტეტი კულტურიდან გასვლას ნიშნავს
ბიოგრაფიული დეტალი რეზუმეს ნაცვლად. ანა ახმატოვა 60 იან წლების დასაწყისში დაინტერესდა მაშინ ახალგაზრდა პოეტების ევგენი რეინის და იოსიფ ბროდსკის პოეზიით. როდესაც ამის შესახებ ბროდსკის უთხრეს მისი რეაქცია იყო ერთგვარი პოეტური გაკვირვება. ნუთუ ახმატოვა ცოცხალია? რუსული იმპერიალიტური ნარატივი, ყველაფერი ბოლშევიკურის მიუღებლობა ნიშნავდა იმასაც, რომ ვერცხლის საუკუნე და ისტორია 1917წ დამთავრდა. შესაბამისად ახმატოვაც არ შეიძლება იყოს “ცოცხალი”
ეტყობა ესეც ერთგვარი უნარია ჩვენი, ყველაფერზე ინვერტირებული წარმოდგენა შევიქმნათ. საქართველოში ბროდსკი ნიცშესავით აბსოლუტურად უკუღმა ესმით. ღრმად რელიგიურ ქრისტიანულ ფილოსოფოსს ნიცშეს ჩვენთან რატომღაც “ქრისტიანობის მოძულედ” მიიჩნევენ. ეს მაშინ როცა ნიცშე თავის ტექსტებს ხელმოწერისას გვარის ნაცვლად ხშირად “ჯვარცმული”-ს აწერდა, ბაძავდა რა ქრისტეს, მის ფაქტიურად ერთადერთ იდეალს დოსტოევსკისთან ერთად (დეტალური ანალიზი ჟორჟ ბატაის ტექსტში). დაახლოებით იგივე ხდება იოსიფ ბროდსკისთან დაკავშირებით. რუსული იმპერიული ნარატივის პოეტს (ისეთი იმპერიულის კიპლინგსაც რომ არ დასიზმრებია), რომელსაც იმპერიულ ნიადაგზე ეზიზღებოდა ბოლშევიზმი და საბჭოთა კავშირი, ჩვენთან ლიბერალ პროგრესისტად თვლიან.