SIDCFCმშვენიერი სურათი დადე!
მერე იტყვიან არ არსებობსო...
მაგ ქაჯთა დავლურს და ორგიას ინკვიზიციის სურნელი ასდის
და ერთი კანიბალის მოგონებისა არ იყოს, მეც გამახსენდა მისი სიტყვები:
ისეთი საამო სურნელი დგებოდა ინკვიზიტორთა დანთებული კოცონიდან, რომ თავს ძლივს ვიკავებდიო, რომ კოცონში არ შევვარდნილიყავი და ცეცხლოვანი მწვადის პირის გემოს არ შევწირვოდიო....
იმან გადამარჩინაო, რომ უცებ დავინახე.... ყველა დამსწრეს ნერწყვი სდიოდაო...
საზოგადოდ კი:
მოლა ნასრედინიც გამახსენდა, რომელიც ხმელი პურის ამარა ეპარებოდა ტბაში მოცურავე იხვებს დასაჭერად და გაუფრინდნენ კია...
დაჯდა გაწბილებული მოლა, ამოიღო ხმელი პურის ნატეხები,აწობს ტბაში და მადიანად შეექცევა.
გამოიარა ერთმა დევრიშმა და მოლას შემყურეს უხვი ნერწყვი მოადგა და მოლას ჰკითხა: - ეფენდი, გაამოს და რას შეექცევი ასე სიამით და ნეტარებით?
ძუნწმა მოლამ უპასუხა: იხვის წვენს და დამეწვიე...
გასინჯა დერვიშმა და გაოცებული ეკითხება --- ეს ხომ მხოლოდ წყალია?
ამოიოხრა მოლამ და უთხრა: ,, შენთვის გაფრინდნენ, ჩემთვის არა!"
არ ტყუოდა მოლა...
***
ადამიანი შეიძლება სრულიად მიუვალ ადგილას, მწირ სენაკში ბერად აღკვეცილი კვლავ ბრბოში იყოს და ბრბოს შუაგულში მყოფი კი წმინდა სენაკში მყოფი მარტო-სული.
***
ჩვეულებრივ ყოფაში წყალი ცეცხლს აქრობს და ამავდროულად
ჩვენს 80%-იან წყლიან სხეულებში სიცოცხლის ცეცხლი ანთია,
რომელიც გვათბობს და ცოცხლებად გვამყოფებს შესაქმის დადგენილი
კანონიზმიერებებით.
როდესაც ვხედავთ ცოცხალს, თუნდაც ნახატს და ასე შემდეგ --- ქმნილებანი
მეტყველებენ შემქმნელის არსზე:
ცოვხალი მეტყველებს სიცოცხლის არსებობაზე, ნახატი დამხატავ ავტორზედ და საბოლოოდ მიზეზ-შედეგობრივობა იწყებს სვლას სათავისაკენ --- რაც საბოლოოდ გამორიცხავს ამ ყველაფერთა
შემთხვევითობას და მიხვდება მაძიებელი, რომ უსასრულო სპირალურ
კიბეზე ასასვლელად ყოველი მომდევნო საფეხურის გაცნობიერების გარეშე სვლა უკან დააბრუნებს გაცნობიერებულ საწყის საფეხურთან....
***
ბინძური ბოლიტიკის და პოლიტიკოსთა არსებობა ადასტურებს წმინდა და გაუსვრელების აუცილებელ არსებობას!
როდესაც ერთადერთი გზა უფსკრულთან მიდის და მეორე ნაპირი ჯერ არ ჩანს ხიდის ასგებად --- ტოვებენ იქ მეციხოვნე შიკრიკ მეომარს და უკან ბრუნდებიან ან დედა, ან მამა ქალაქში და თუ ესეც წამგებიანია --- ახალს აშენებენ --- მშობლებისას.
სხვა სიბრძნიდან:
,,როდესაც იშვა მშვენიერება --- იშვა სიმახინჯეც!"