თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანის თქმით ის საქართველოდან გამოაგდეს:
„დაახლოებით რვა თვეა, საქართველოს მოქალაქედ აღარ ვითვლები. ჯერ სააკაშვილმა არ შემომიშვა ქვეყანაში, ახლა მარგველაშვილი მაიძულებს, ჩემი ქვეყნიდან მოშორებით ვიცხოვრო. ამას ნამდვილად არ ვიმსახურებდი! მე ხომ ჩვეულებრივი მოქალაქე არ ვარ – თავდაცვის მინისტრი ვიყავი, შეიარაღებული ძალები საქართველოში ჩემი შექმნილია, სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მაქვს შეტანილი. დღეს თუ არსებობს საქართველო, როგორც სახელმწიფო და ხელისუფლებაში მარგველაშვილ-ღარიბაშვილი სხედან, ეს ჩემი დამსახურებაცაა, თორემ გამსახურდიას ოჯახი მათ ამის უფლებას არ მისცემდა.“- აღნიშნავს კიტოვანი და აცხადებს რომ არაფერს ნანობს, ქვეყნაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კი ამბობს რომ ეს ამერიკული პოლიტიკის შედეგია.
კიტოვანი ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ მათ პოლიტიკაში განსხვავებას ვერ ხედავს:
„რაღა სააკაშვილი და რაღა ესენი. ჩემთვის მარგველაშვილი, სააკაშვილი და ღარიბაშვილი ერთი და იგივეა, სუფთა კურდღლები არიან!“
კიტოვანის თქმით საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში ვერ ჩამოვა:
„სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ეღირსება. როგორც კი საქართველოში ფეხს შემოდგამს, სააკაშვილი შუბლში ტყვიას მიიღებს. სიკვდილით დაისჯება, ამის პირობას გაძლევთ!“- განაცხადა კიტოვანმა.
http://hotpost.ge/news/32877-saakashvili-s...hengiz-kitovaniჩემი აზრით, თავის დროზე არ უნდა წასულიყო პოლიტიკაში თენგო
მშვენიერი პოეტი იყო.....................
ეს მიყვარს მისი...
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
დამეთანხმებით მონატრების ვინც იცით ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს
და ამ ცრემლებით ავსებულს შეუსვამს თასი.
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
და მათი ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია,
მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო
რამე თუ თავად მონატრება სიყვარულია.