საქმე ადამიანების შიმშილში კი არაა, მთავარია ჩემი აზრით ხალხის განწყობა.
და რა განწყობა აქვს ქართველების უმრავლესობას? - ჩვენ ვართ საუკეთესოები, ვჯობივართ ყველა მეზობელს ენით დაწყებული, ეკლესიებით გაგრძელებული და თუნდაც სილამაზით დამთავრებული.
კულტურული მემკვიდრეობით უნდა იამაყო ადამიანმა, მაგრამ ჩვენ ეკლესიებს, ანბანს, ხალხურ მუსიკას ანაც თხუთმეტეულში შესულ მცხეთასა და ქუთაისს ვიყენებთ იმისათვის, რომ სხვებზე მაღლა დავაყენოთ თავი. და ადამიანს როცა თავი საუკეთესო ვინმე გგონია, საერთოდ სურვილი არ გიჩნდება, რომ შენს თავში რამე შეცვალო, ახალი მოსინჯო, რამე გააკრიტიკო. ასეთ სიტუაციაში სხვების სიკარგესაც ვერ ხედავ, რადგან თავი ერთადერთი და განუმეორებელი გგონია. აი, ეს განწყობაა მასიურად საქართველოში, რაც მე პირადად ძალიან მაღიზიანებს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
და საერთოდ არ მაინტერესებს სომხები იგივეს აკეთებენ, თუ უფრო უარესს, რადგან ჩემმა მეზობელმა კაცი რომ მოკლას, მეორე დღეს მეც არ გავვარდები და იგივეს არ გავაკეთებ იმ არგუმენტით, რომ ჩემმა მეზობელმაც ხო იგივე ქნა...
ერთ მაგალითს მოვიყვან - გერმანიის ნაკრების მეკარემ თბილისში ყოფნისას სასტუმროს ხედიდან სურათი გადაიღო და ფეისბუქზე დადო ''ნახეთ რა სინაცრისფერეაო''. ამაზე აღშფოთდა მთელი საქართველო ფეისბუქზე, დაუწყეს გინებები, დაუდეს ძველი თბილისის სურათები, იმის ახსნები რომ თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია და ა.შ. და ა.შ. არადა, არაფერი არ მომხდარა, ის გერმანელი სვანეთში რომ ყოფილიყო, სინაცრისფრეს ვერ ნახავდა და ძალიან ლამაზ სურათებს დადებდა ფეისბუქზე. უბრალოდ, რა ხედიც ჰქონდა სასტუმროდან, ის დადო. ქართველების პრობლემა იყო ის, რომ როგორ გაბედა ვიღაცა გერმანელმა თბილისზე, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქზე, ცუდის დაწერა. ქართველს განა ის უქმნის დისკომფორტს, რომ იპოდრომზე და ზოოპარკზე ტრასები გაიყვანეს, ან კორპუსებშუა ჩადგმული ბენზინგასამართი სადგურები, ან გაჩეხილი ხეები ქალაქში. არა, მთავარია თავიანთი განწყობა, რომ ქართველები საუკეთესოები ვართ და ყველას ვჯობივართ, ვინმემ ეჭვისქვეშ არ დააყენოს. ესაა მთელი ფილოსოფია
butkujაი, ის ქვეყანა, სადაც ჯერ საერთოდ მუსიკის ფესტივალის ჩატარებაზე ტელევიზიაში დებატები იმართება
და მერე ამ დებატებში მამაოები მონაწილეობენ lol.gif