ამ პოსტებს გადავხედე. ბევრი რამის თქმა მომინდა, მაგრამ
M-A-S-E-R-A-T-I-მ ისე მოკლედ თქვა ჩემი სათქმელი და ისე კარგად, რომ არ ვიცი... მადლობა!
მხოლოდ დავამატებდი ერთ რამეს, რომ საქართველოში ქრისტეს არ ღებულობენ. ქრისტეს მიღება ნიშნავს სიყვარულს. ამ პოსტებიდან არ ჩანს ადამიანთაგან სიყვარულის გამოვლინება. ერთი ორს თუ აქვს ძალიან კარგი და მართლაც ადამიანური პოსტი. ეს არის და ეს...
ადამიანთა სულიერი განვითარება ჩარჩენილი წარსულში და არანაირი წინსვლა არ შეიმჩნევა: აგრესია, კვლა, ხოცვა, ერთმანეთის სიძულვილი, ერთმანეთის განკითხვა...
აი ეს არიან ქართველები - ძირითადი მასა...
კრიტიკის მოსმენა არ შეუძლიათ, ეს უკვე პირველი ნიშანია უმეცრების, თორემ კრიტიკა რომ ესმოდეთ მაშინ შეეცდებოდნენ რაღაცის შეცვლას...
რატომ უნდა სჭირდებოდეს ადამიანს შორიდან მოვლის პრინციპით რაღაცის ახსნა ხალხისთვის იმისი შიშით, რომ ვაითუ ვერ გამიგონ და ჩემი ჩაქოლვა მოინდომონო?
ეს არის ქართველების დონე? მეტი სულიერება არ გაგვაჩნია ხალხნო?
არ გინდათ, რომ წინ წახვიდეთ? ხომ ხედავთ, რომ ერთი ადგილიდან ვერ ვიძვრებით?
მოკლედ, გაინტერესებთ რის სათქმელად შემოვედი არა? ოღონდ ტურებს ნუ დაემსგავსებით... იმ ტურებს, რომლებიც ნადავლის გასაგლეჯად არიან მზად.
მოსმენის კულტურა გქონდეთ ცოტა. თბილისის ფორუმია ეს საიტი, თბილისის საყასბო კი არა.
მოკლედ დრო დადგა, რომ რაღაც შეცვალოთ თქვენს თავში. ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა შეცვალოთ არის ის, რომ ცოცხალი სულიერის დაკვლაზე უარი თქვათ.
უნდა შეიგნოთ, რომ ეს არის გვამი... გვამი და სხვა არაფერი... გინდა ადამიანის ხელი ჩამოგიკიდია და თუ გინდა ძროხის ფეხი. ისიც გვამია და ესეც გვამია...


ადამიანს გონება და აზროვნება იმისთვის აქვს, რომ მიხვდეს რასთან გვაქვს საქმე. შეხედეთ ამ სურათებს და მიხვდებით თავად რას ჭამთ.
ჩემი სათქმელი გითხარით, დანარჩენი თქვენ იცით...
This post has been edited by Era on 13 Apr 2015, 13:42