მინდა ვისარგებლო ამ თემით და პატრიარქს მივმართო!
პატრიარქო, მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ პატივს გცემდით. დედა, რომელიც ზუსტად თქვენი ასაკის იყო რამდენიმე თვის წინ დავკარგე,
მასაც ძალიან უყვარდით და უზომოდ გცემდათ პატივს... დედას თქვენი ფოტო სააღდგომო ეპისტოლეთი გვერდით ეკიდა კედელზე...
თქვენს სურათს უყურებდა და ლოცულობდა როცა მძიმედ იყო ავად...
ამ ფოტოზე რომ გიყურებთ ძალიან მეცოდებით იმის სათქმელად, რასაც ეხლა ვფიქრობ თქვენზე, ამ აღდგომის დღეს...
თქვენ დააკანონეთ სრულიად საქართველოში მსხვერპლშეწირვის ტრადიცია, რასაც ადამიანთა სულების დეგრადაცია მოყვება...
ისინი დაკარგავენ ცოცხალი არსებების მიმართ სიბრალულის გრძნობას...
ამას გვასწავლიდა უფალი იესო ქრისტე? ამას გვიქადაგებდა იგი? იმისთვის აღესრულა იგი, რომ ჩვენ, ღვთის მიერ გაჩენილ არსებებს ტირანულად მოვქცეოდით?
ვერაფერი ვერ ვისწავლეთ მისგან?
მინდა მოგმართოთ სიტყვით "უწმინდესი", როგორც მოგმართავენ, მაგრამ თავს უფლებას ვერ ვაძლევ...
უფრო სწორად მგონია, რომ ეს სიტყვა თქვენ აღარ შეგეფერებათ!
გაუმასპინძლდით მძიმემარხვაგამოვლილ დამშეულ ადამიანებს? დაანაყრეთ ისინი ღვთისადმი მსხვერპლად შეწირული უმწეო ცხოველების საცოდავი გვამებით?
სამაგიეროდ სათნოება წაართვით ადამიანთა სულებს...
ეს იყო თქვენი მისია? ამისთვის გვემსახურებოდით მრავალი წლის მანძილზე, რომ დაგეკანონებინათ ეს სასტიკი რიტუალი?
პატრიარქო!, ამ ფოტოზე თქვენს თვალებში ცრემლებს ვხედავ, რომლის მიზეზიც გულწრფელად მაინტერესებს...
რას შეიძლებოდა გამოეწვია თქვენი გულის აჩუყება?! იქნებ თქვენს მიერ სიკვდილმისჯილი პირუტყვების თვალებში ჩაიხედეთ?
არა, ამითი არც კი დაინტერესდებოდით...
რა საბრალონი არიან პირუტყვები, რამეთუ მათ არ შეუძლიათ ჩვენსავით გამოხატვა დიდი დარდისა და წუხილის... თუმცა ტირილი შეუძლიათ, აი ისე,
როგორც თქვენ გაქვთ თვალებში ცრემლები ჩამდგარი...
პატრიარქო! თუ დაინტერესებულხართ როდესმე ცრემლის მნიშვნელობაზე?
ცრემლი სულიერ, მოაზროვნე არსებებს სდით თვალთაგან, როცა ძალიან უჭირთ განსაკუთრებით მაშინ....
ატირებული მოზვერი ან ატირებული ცხვარი თუ გინახავთ ცხოვრებაში ერთხელ მაინც? მე მინახავს...
ბავშვობაში მამაჩემმა მომიყვანა პატარა ბატკანი, ეზოში გვყავდა. ძალიან საყვარელი იყო...
ერთხელაც მამამ გადაწყვიტა რომ დაეკლა ეს პატარა საყვარელი არსება და დაიწყო დიდი დანების ალესვა. მე იქვე ვიდექი,
ძალიან არ მომწონდა ქვეცნობიერად რასაც უპირებდა მამა ბატკანს, მაგრამ ვერაფერს ვერ ვამბობდი...
მაშინ დავინახე ბატკნის თვალებიდან გადმოსული ცრემლების ნაკადი. ეს იყო ნამდვილი ტირილი...
მამამაც შეაჩნია ცრემლები... დანები დაყარა მიწაზე და უარი თქვა ღვთის მიერ მოვლენილი არსების დაკვლაზე...
სულიერება სხვა რაღაა მოხუცო? თუ არა სიბრალული, სათნოება, სიყვარული, მიტევება, სიკეთის ქმნა?...
პატრიარქო! უმორჩილესად გთხოვთ, მთელი ქართველი ხალხის სახელით, მე ერთი უბრალო მორჩილი ქრისტიანი,
უფლის უზომოდ მოსიყვარულე და მისი აზრების გამზიარებელი, როცა მარტო დარჩებით, იქნებ დაფიქრებულიყავით
თქვენს საბედისწერო ბრძანების : ღვთისადმი მსხვერპლშეწირვის ტრადიციად დაკანონებასთან დაკავშირებით...
მოგიწოდებთ, რომ შეიცვალოთ გადაწყვეტილება, რამდენადაც ეს რიტუალი ბოროტიდან მოდის, უფალი კი თვით სიყვარულია
და მას ადამიანებიდან მხოლოდ სიყვარული და სათნოება სჭირდება...
დაფიქრდით პატრიარქო!
თქვენ ბრძენი კაცი ბრძანდებით!
რა მოხდა მერე, შეცდომას ბრძენებიც უშვებენ, მთავარი ის არის, რომ შეცდომის დროულად გაცნობიერება და გამოსწორება შეგვეძლოს...
მადლობას გიხდით პატრიარქო, იმედია თქვენამდე ვინმე მოიტანს ამ ჩემს წერილს...
ვისურვებდი მთელი გულით და სულით, რომ დადგეს დრო უწმინდესი გიწოდოთ და ხელზე გეამბოროთ!
მიმაგრებული სურათი