საცოდავი ბავშვი რას შეეწირა

(
დარწმუნებული ვარ ეს ლელო სულ სხვა სახის და დანიშნულების რიტუალი იყო. ოლიმპიური თამაშებიც ხომ რიტუალიდან აღმოცენდა. სავარაუდოდ მინდორში იმართებოდა ლელო და არა ტალახში. ტრადიციის გაგება და საზრისი დროტა განმავლობაში იკარგება და ფორმაც მახინჯდება.
რატომ არ შეიძლება ამ ყველაფერს მიეცეს სპორტული შეჯიბრის ფორმა სადაც დაცული იქნება წესები, მონაწილეები წინასწარ მომზადებული იქნებიან?
ეს ქაოტური და სტიქიური აქციები, რომლებიც მიუხედავად მშვიდობიანი და საზეიმო განწყობისა მთავრდება უბედური შემტხვევებით, ვისი ორგანიზებულია?
ვინ უნდა აგოს პასუხი? კანონი არ უნდა არსებობდეს ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოებაზე ასეთ შემთხვევებში? რაღაც უსაფრთხოების ნორმები ხომ უნდა არსებობდეს! დაცვაზე ხომ უნდა ზრუნავდნენ? ეს ყველაფერი უნდა მომზადდეს ცივილიზებულად, გააზრებულად, დაგეგმილად...
სოფლებში, რეგიონებში ხალხი მოკლებულია ყოველგვარ სანახაობას, აქტივობებს. რა ქმან ახალგაზრდებმა, ძალა ერჩით, შეჯიბრი უნდათ, დღესასწაული, გამარჯვება. არანაირი გასაქანი არა აქვთ. სპორტის და ახალგაზრდული სამინისტრო საღათას ძილს მისცემია.
გაანძრიეთ ტვინი და ხელი თქვე დაუნებო, მიეცით ახალგაზრდებს თავისი ასაკის შესაბამისი განვითარების პირობები!
This post has been edited by annavita on 18 Apr 2015, 09:53
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო