armagedonidzeსაერთო პათოსში პრინციპში თითქოს გეთანხმები, მაგრამ ამ პათოსის დანაწევრებულ, კონკრეტულ მონაკვეთებში ბევრგან არა.
მთავარი რაშიც შენ ცდები, და ბევრი ცდება, ისაა, რომ ნაცობა, ქოცობა შმოცა და ა.შ აყვანილი გყავთ პიროვნულობის და ინდივიდუალურობის შეფასების ხარისხში, რაც ქაჯობაა და ტეხავს.
ანუ ეს თქვენთვის კრიტერიუმია პერსონის შეფასებისას, რაც იმთავითვე დიდი შეცდომაა. და რადგან ამ ემოციურ ბაზის მიყვება მერე დანარჩენი ასპექტები, სხვებშიც უმეტესად
არასწორი ხედვაა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ დეტალში მართლები იყოთ. შესაბამისად, პოლიტიკური ხედვის/ორიენტაციის შეცვლა თქვენთვის არის "შეცდომის აღიარება",
რაც ნორმალურ საზოგადოებაში სასაცილო ტერმინია

ჯერ ერთი, სიტუაციის ობიექტურად შეფასება, მინუსების დანახვა, აზრის განვითარება და შავის თეთრისგან გარჩევა,
მერე კი აზრის რადიკალურად შეცვლა ვერანაირად ვერ ქინება შეცდომა და არც შეცდომის აღიარება იქნება საჭირო. იმის იქით კი, რომც დავუშვათ რომ შეცდომის აღიარებას აქვს ადგილი,
ამას თქვენ, ასეთი თემების მხსენილი და ზოგადად ასე მოაზროვნე სეგმენტი აკეთებთ ისე და იმ ფორმით, რომ იმ "შეცდომის ამღიარებლებს" ჯერ ერთი თავადვე უქმნით ამით ბარიერს
(ალბათ იმისთვის რომ მათზე უპირატესად წარმოჩინდეთ) და არამღიარებლებს კიდევ თქვენდა უნებურად და გაუაზრებლად უფრო უმტკიცებთ მათი პოზიციის მართებულობის რწმენას

რეალურად, თავისუფალ, პატიოსან, მოაზროვნე ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, არასდროს აქვს იმის პრობლემა, რომ დღეს ვისაც მხარს უჭერს,
ხვალ იგივე აძაგოს თუ კი ის არასწორად შეირგებს ამ დღევანდელ მხარდაჭერას. საპირისპიროს მარტო სულელი გააკეთებს და იდიოტს შერცხვება ცვლილებისა.
ის სიმპტომიანი ქოცებიც, ნაცები მხოლოდ იმის გამო რომ ეზიზღებათ რომ უბრალოდ იციან რომ ნაცები უნდა ეზიზღებოდეთ და
ამ ზიზღზე მეტი ფასეული რომ აღარაფერი დარჩენიათ განვლილი წლებიდან დღემდე და წვეთოვანივით არიან შეერთებული ნაცების სიძულვილის ცისტერნაზე,
გაქრებიან თანდათან, "ჩაიხოცებიან", მათივე სიძულვილი მოახდენს მათ ასიმილირებას ნელ-ნელა, მათთვისვე შეუმჩნევლად.
იგივე მოუვათ იმ ნაცებს, რომლებიც "ქოცი ადამიანი არაა" ტიპის ცხოვრებისეული სიგნიჩებით მიმოდიან ქსელებში და თავი ელიტარულ-ცისფერსისხლიანი კასტა ჰგონიათ, რომლის უპირატესობა
და სიამრთლიანობა თურმე დრომ ანახა ყველას (და იმ დროში ჩარჩენილი ბევრი სხვა რამ კი ავიწყდებათ. დრომ ჯერ მხოლოდ ყველას ღრმა ტრაკში მყოფობა გვანახა და მეტი არაფერი).
სიცოცხლის კანონი თავად მიუჩენს ადგილს რადიკალებს, ეგ არაა პრობლემა და არც არასდროს ყოფილა.
პრობლემა არის ის, რომ ამ რადიკალებს როცა მიგყავთ აქ ("აქ" ფართო გაგებით) პარადი, ერთი მინიმუმ ჩემნაირი ან ჩემზე ჭკვიანი უნდა გამოვიდეს ყოველთვის
და როგორც ახლა მე გეუბნებით, ისე უნდა გითხრათ რიბლად და კორექტულად, რომ _
მეგობრებო,
თქვენ
ც დ ე ბ ი თ !..