ნუ ძვირი/იაფის თქმა შეიძლება იმის მიხედვით თუ რა რაოდენობის პროდუქტს გადაარჩენ. მილიონის პროდუქტზე 100 ათასი რომ ჯდებოდეს მაინც იაფია

შეფ, მაშინ ცოტა შორიდან მოვუვლი და პოპულარულ ენაზე აგიხსნი რა ხდება:
ჯერ რა არი სეტყვა და როგორ მოდის :
სეტყვა წარმოიშობა მიწის ზედაპირიდან აღმავალი ცხელი ტენიანი ჰაერის მასებში, რომელიც სიმაღლესთან ერთად სულ უფრო ვიწროვდება შესაბამისად მისი სიჩქარეც იმატებს.
ამ დროს, როდესაც ეს ცხელი ჰაერის მასა ადის მაღლა იქ ხდება მისი გაცივება, ამ ჰაერთან ერთად ადის მტვრის ნაწილაკებიც, რომლის გარშემო ხდება წლის ორთქლის კრისტალიზება
და ყინულის ბურთულის წარმოქმნა. ეს ყინულის ბურთულები კი ამ აღმავალი ჰაერის ნაკადში ტივტივებს და იზრდება მანამ, სანამ მისი წონა არ გადააჭარბებს მის შემაკავებელ ძალას.
ანუ რაც უფრო ჩქარია აღმავალი ჰაერის ნაკადი, მით უფრო დიდი ბურთულის წარმოქმნა ხდება, ბოლოს კი მაინც ვარდება და მოდის სეტყვა.
ყოველივე ამის გამო, სეტყვის ღრუბელს აქვს დამახასიათებელი ფორმა - არის ძალიან მაღალი და ვიწრო სხვა ღრუბლებთან შედარებით.
ამის გამოა რომ სეტყვა არის მოკლე ხნიანი და მოდის მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიაზე. იქ, სადაც ძალიან ცხელა და ხდება წყლის ინტენსიური აორთქლება.
ასევე ამის გამო მოდის სეტყვა ძირითადად ზაფხულში, იშვიათად გვიან გაზაფხულზე.
ეხლა ეს რაკეტები რას აკეთებს:
ამ რაკეტებში მოთავსებულია ისეთი ნივთიერება რომელიც აფეთქებისას მაქსიმალურად პატარა ნაწილებად იშლება და ამავდროულად თანაბრად იფანტება.
ეს ახდენს სეტყვის ბურთულების კერების ძალიან დიდი რაოდენობით წარმოქმნას და რადგან ღრუბელში/აღმავალ ჰაერის ნაკადში წყლის რაოდენობა არ არის უსასრულო, ეს სეტყვის ბურთულები
ვეღარ იზრდებიან ზომაში, რადგან ყველას არ ეყოფა წყალი. ამის გამო ეს უამრავი ყინულის ბურთულა ბოლოს მაინც ცვივა ზემოდან, ჰაერში დნება მიწაზე დაცემამდე და მოდის წვიმის სახით
ესაა მთელი მუღამი

________
მოკლედ, დეგას ყლიცინს გავაგრძელებ სრული სერიოზულობით და ვიტყვი:
წესით კახელებს უნდა გვქონდეს გადასახადი მაგ ტექნიკის მომსახურებაზე. რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ჩვენი, გადასახადის გადამხდელების ფული იხარჯება ეხლაც.
ანუ მოსახლეობა(მევენახეები, ნათესების პატრონები, მსხვილი ფერმერები) უნდა იღებდეს ხარჯებს მაგ სისტემის მომსახურებისთვის და უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული ტერიტორიის დაფარვა მაგით. სეტყვა, თავისი თვისებიდან გამომდინარე ყველგან არც მოდის. მაგალითად ჩემი ვენახი არასდროს დასეტყვილა იმ დროს როდესაც გვერდით ვენახები საკმაოდ ხშირად ისეტყვება. ზოლზე მიუყვება და ჩემ ვენახს ცდება
ხოლო თუ მაინც დაისეტყვა სადმე, უნდა იყოს დაზღვევის სისტემა, რომელიც ამ გაუთვალისწინებელ რისკებს დაფარავს. ამ შემთხვევაში სისტემა უფრო ეფექტურადაც იმუშავებს და მეტი მოსავალიც გადარჩება.
ანუ ვკრატცე:
უნდა განისაზღვროს მაქსიმალურად მკაფიოდ ის ტერიტორია რასაც ვიცავთ.
უნდა განისაზღვროს რისკები თუ სად უფრო მოვა სეტყვა
მიღებული შედეგებით მოხდეს სისტემის და ხარჯების ოპტიმიზაცია.
ზოგან შესაძლებელია არც დაყენდეს და სამაგიეროდ სეტყვისგან დაცვა უზრუნველყოს დაზღვევამ
This post has been edited by oldnewbie on 16 Apr 2015, 01:28