suloადამიანი იმხელაზე ხედავს სამყაროს --- რამხელაც მისი ხედვის ,,ჭუჭრუტანაა'' და ბიბლია იმხელაა ---რამხელაც მისი მკითხველია.
აბა ესენი კვლავ ჩაიკითხე:
საგარეო მდგომარეობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-ფაქტო აღიარება
ერთ–ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე–ფაქტო დასტური მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, თურქეთი იყო (1918 წლის 3 ივნისი). თურქეთმა თავისი პოლიტიკური განზრახვა საქართველოს დამოუკიდებლობის დე–იურე აღიარებითაც დაადასტურა. შემდეგი სახელმწიფო, რომელმაც საქართველო დე–ფაქტო აღიარა, გერმანია იყო (1918 წლის 10 ივნისი).
სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო სცნეს შემდეგმა სახელმწიფოებმა:
თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი
გერმანია — 1918 წლის 10 ივნისი
ავსტრია — 1918 წლის 18 ივნისი
არგენტინა — 1919 წლის 15 სექტემბერი
იტალია — 1920 წლის 12 იანვარი
საფრანგეთი — 1920 წლის 12 იანვარი
დიდი ბრიტანეთი — 1920 წლის 12 იანვარი
იაპონია — 1920 წლის 7 თებერვალი
ჩეხოსლოვაკია — 1920 წლის 8 აპრილი
რუსეთი — 1920 წლის 7 მაისი
ბელგია — 1920 წლის 26 აგვისტო
პოლონეთი — 1921 წლის 28 იანვარი[2]
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურე აღიარება
მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობისა, საბჭოთა რუსეთიც და დასავლეთის ქვეყნებიც თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისაგან. ისინი ქართულ საკითხს რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში განიხილავდნენ და თავს არიდებდნენ მასთან ურთიერთობების გაფუჭებას.
მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თვით რუსეთმა ცნო დე იურე საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს მოხდა ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო ახალგაზრდა სახელმწიფოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემის ზრდას. ამის შედეგი — საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება რიგი ქვეყნების მიერ. სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე–იურე აღიარეს შემდეგმა სახელმწიფოებმა (დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც გრძელდებოდა):
თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი
რუსეთი — 1920 წლის 7 მაისი
გერმანია — 1920 წლის 24 სექტემბერი
შვეიცარია — 1920 წელი
ბელგია — 1921 წლის 27 იანვარი
საფრანგეთი — 1921 წლის 27 იანვარი
ინგლისი — 1921 წლის 27 იანვარი
იტალია — 1921 წლის 27 იანვარი
იაპონია — 1921 წლის 27 იანვარი
ავსტრია — 1921 წლის 17 თებერვალი
რუმინეთი — 1921 წლის 18 თებერვალი
ჰაიტი — 1921 წლის 9 მარტი
ლიბერია — 1921 წლის 28 მარტი
მექსიკა — 1921 წლის 14 აპრილი
პანამა — 1921 წლის 26 აგვისტო
სიამი — 1921 წლის 20 ნოემბერი
ლუქსემბურგი — 1922 წლის 23 თებერვალი[3]
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%...%83%99%E1%83%90და გისვავ კითხვა-გამოსავალს:
ამერიკა ამ სიაში არაა და რატომ?
და დღეს სრულიად უპრობლემოდ ძალუძს აღიაროს მისი სრული კანონიერება და ლეგიტიმურობა.
გამოაცხადოს მისი უპირობო მხარდაჭერა და გარანტორობა, როგორც სტრატეგიულმა მოკავშირემ და პარტნიორმა --- რათა ევრაზიის ამ უმნიშნელოვანეს გზაგასაყარ-შესაკრებზე დაფუძნდეს კავკასიის შვეიცარია და კვლავ აღიმართოს წილხვდომილის დაუძლეველი კედელი ,,აღმოსავლეთის კარიბჭისა'' უზარმაზარი კავკასიის ბირჟით.
ვერავინ აღუდგება ამ ლეგიტიმურ პროცესს წინ --- თუ ნამდვილად არაა აშშ რუსეთთან ეშმაკურ ალიანსში....
და ეს მაშინ, როდესაც მისი ერთი საშუალო ქალაქის ტოლი 3,7 მილიონი მოსახლე მისი გიგანტური ბიუჯეტისათვის ცენტებია....
და ბენეფიტ-ბონუსები კი უზარმაზარია უამრავი მიმართულებებით და თუნდაც მისივე საიმიჯოდ.
ამაშია საქმე!
This post has been edited by triumpi on 4 Dec 2015, 13:34