გიტარა აწყობადი უნდა იყოს!
კარგად არცერთი გიტარა არ ეწყობა, თუკი ბრიჯზე კომპენსირება არ აქვს - ყველა სიმს სხვადასხვა სიგრძის მენზურა სჭირდება. აკუსტიკურ გიტარებს მენზურის კომპენსირება ფიქსირებული აქვს, ხოლო ელექტრო-გიტარებს - რეგულირებადი...
თუკი აკუსტიკური გიტარის ბრიჯზე სიმების ზღვარი ერთ ხაზზეა, ეს არის იმისი ნიშანი, რომ ასეთ გიტარაზე მხოლოდ თითებს თუ გაავარჯიშებ, ხოლო დაკვრის დროს ნაუშნიკებში შეგიძლია სულ სხვა მუსიკას უსმინო...
კომპენსირებული გიტარაც ვერ იქნება აწყობადი, თუკი გრიფი კარგად არ აქვს მორგებული, მაგრამ ამის შემოწმება ძნელი სულაც არ არის:
პირველ სიმზე აიღებთ მეთორმეტე ლადზე ნოტს და ტუნერზე დააფიქსირებთ... მერე მეთორმეტე ლადზევე აიღებთ ფლაჟოლეტს და იგივე ნოტი უნდა გამოსცეს, ოღონდ ოქტავით მაღლა... ვისაც სმენა უკვე აქვს, შეუძლია კამერტონით ისარგებლოს, ან საკუთარ ყურს ენდოს... იგივე პროცედურა უნდა ჩაატაროთ დანარჩენ სიმებზეც...
იაფ გიტარებს კორპუსი აქვთ ფანერის, რაც გამორიცხავს ასეთი გიტარით სცენაზე გამოსვლას, თუკი მსმენელები ნაცები არ არიან... არის მართლა ლამინირებული მუყაოს გიტარებიც, რომელიც ჩინელების მეტს არავის არ უნდა დააჭერინო ხელში...
წესიერი გიტარის კორპუსი აუცილებლად ხის ფირფიტებისგან მზადდება... თუკი თავად ვერ არჩევთ ფანერას ფირფიტისაგან, დაიხმარიეთ დურგალი...
იაფ გიტარებს ლადების ბოლოები არ აქვს დამუშავებული და იკაწრება - ასეთ გიტარას თუ იყიდით, პაწია ქლიბუკა მოიმარჯვეთ, სიმები ჩახსენით და ლადის ორივე მხარეს დროებითი დამცავი ფენა დაამაგრეთ - სქელი სკოჩი, თხელი პლასტიკი, ან ლუდის ქილის ნაჭრები, და მერე გულდასმით შემოქლიბეთ, შემოამრგვალეთ ისე, რომ ხელის გრიფზე ჩასრიალებისას კანს არ ჰკაწრავდეს...
ეს პროცედურა უმჯობესია ზაფხულის სიცხეში ჩაატაროთ, რადგანაც ამ დროს ლითონი მაქსიმალურად გაფართოებულია და გამოილტვის ხიდან... ზამთარში თავად ჩაძვრება ზომაზე...
კლასიკური ფორმატის აკუსტიკური გიტარა (გრიფი უერთდება კორპუსს მეთორმეტე ლადზე, ხოლო გრიფის ნაკლადკა ბრტყელია) არ არის გათვლილი ლითონის სიმებზე - ნეილონის სიმები უნდა დაუყენო...
ლითონის სიმებზე გათვლილი გიტარის გრიფი მეთხუთმეტე ლადის ქვემოთ უერთდება კორპუსს და გრიფის ნაკლადკაც ოდნავ ამობურცული აქვს, ხოლო სიმების ქანჩები ელექტრო-გიტარისას წააგავს - განსხვავდება კლასიკური გიტარის კონსტრუქციისგან...
კარგ გიტარას უნდა ჰქონდეს ანკერის რეგულატორიც (ანკერი არის გრიფში გრძივად ჩატანებული რკინის ღერო, რომლის მოჭიმვითაც რეგულირდება გრიფის სისწორე...) გიტარები, რომელთა გრიფიც ოთკუთხა გასაღებით რეგულირდება, ტაშტისაგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მასში ფეხებს ვერ დაიბან...
მოკლედ, თუკი ბავშვი ატრაკებს, რომ დაკვრის სწავლა უნდა, უყიდეთ იაფი გიტარა და როგორც კი შეატყობთ, რომ მართლა უნდა, მერე მალევე უყიდეთ კარგი გიტარა, რათა ყური არ მოეღრიცოს, თორემ შეიძლება სრულიად შეიძულოს ინსტრუმენტი...
კარგი გიტარა ადამიანის სულის ნაწილი ხდება - დღის განმავლობაში ერთხელ მაინც გაგექცევა ხელი მოსაფერებლად მაინც...
იცოდე გიტარაზე დაკვრა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ დაკვრა, რადგანაც გიტარა შენი ცხოვრების თანამგზავრი, მეგობარი და ფსიქოლოგი ხდება... მამაოც!
გიტარა იცავს მოზარდს ღლეური აზრებისაგან და მას ქალობრიობისათვის სასურველ ჭუკულად აქცევს!
ასწავლეთ ბავშვს გიტარა და მოზრდილობაში მას არ მოუწევს ქალისთვის ბორდელში სიარული - ქალები სახლში მოუვლენ მას!
ანანიზმისაგანაც იცავს მოზარდს!

ანუ, დაკვრის მცოდნე მოზარდის ტვინი არ არის გამომშრალი, განსხვავებით მისი თანატოლებისაგან!
საზოგადოდ, გიტარასტები არ ხდებიან პადკაბლუჩნიკები - ანუ, რძალი ვერ მიგაჩმორებთ!
მოკლედ, იმდენი პლიუსი აქვს გიტარაზე დაკვრის ცოდნას, რომ ჯიმი ნამდვილად არ დახურავს ამ თემას...
This post has been edited by Precursor on 19 Apr 2015, 21:36