რა თქმა უნდა, მაგრამ ამისთვის ჩვენი საკუთარი მასმედიური ბაზა უნდა გვქონდეს: უნდა კეთდებოდეს აქაური პროდუქტი - იქნება ეს მედია, აპლიკაციები, მუსიკა, ფილმები, კომპიუტერული და ვიდეოთამაშები, ბლოგები და ა.შ. ძალიან ცოტა და უხარისხოა ეს პროდუქცია ჯერჯერობით და არც დიდი ინტერესი არ არსებობს მაგ მიმართულებით.
თორემ მე 'ზეციური საქართველო' სწორედ ეგეთი წარმომიდგენია: დასავლური, მაღალტექნოლოგიური, დანარჩენ მსოფლიოსთან სრულფასოვნად ინტეგრირებული და ამავდროულად თვითმყოფადობის ჯანმრთელი რაოდენობით შემნარჩუნებელი.