რა 38 წელი დირექტორი ?
1967-2000 წლებში ქალთა კოლონიის დირექტორი იყო გულიკო ნადარეიშვილი , 2000 წელს პენსიაზე გავიდა
http://www.for.ge/view.php?for_id=25079&cat=9სანამ ცოცხალი ვარ, მედიკო ალანიას არ გავახარებ, მაინც ამოვთხრი, ალანიასნაირი გათახსირებული და კორუმპირებული ადამიანი არ არსებობს”, _ ამბობს ყოფილი პატიმარი ქეთი ზარნაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ განთავისუფლდა ციხიდან, სადაც მან 7 წელი გაატარა.
გვანცა ყუფარაძე გახსოვთ ეს პატარა გოგო ნახეთ რას წერს ქალთა კოლონიაზე
თავად ციხის თანამშრომელი ქალები ახორციელებდნენ ძალადობას პატიმრების მიმართ?
_ დიახ, მამაკაცები სამაგალითონი იყვნენ ჯალათობის უნარ-ჩვევების გამომჟღავნებაში და მათ არც ქალები ჩამორჩებოდნენ. თუმცა იყვნენ კარგი ადამიანებიც. მაგალითად, ცვლის უფროსი ნანა გონაშვილი, ასევე ძალიან კარგი ქალბატონი იყო ფსიქოლოგი ქეთევან იმერლიშვილი.
ციხის თანამშრომლები იყოფოდნენ ორ ნაწილად: ერთნი ზვიად კვარაცხელიას, მეორენი მედეა ალანიას ინტერესებს იცავდნენ. ამ ორ ფლანგს შორის ყოველთვის იყო დაპირისპირება. გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც სამსახურიდან გაათავისუფლეს მედეა ალანია და ზვიად კვარაცხელია. პირადად არ მინახავს მედეა ალანიას მიერ ნაცემი ადამიანი, მაგრამ რა უფრო უარესია პატიმრისთვის _ ცემა თუ სრულიად უმიზეზოდ ფსიქიატირულ საავადმყოფოში გაგზავნა? 19 წლის პატიმარ გოგონას, ლიკა ნატრიაშვილს, სისტემატურად სცემდნენ და აყენებდნენ შეურაცხყოფას, რადგან მას კონფლიქტი ჰქონდა ციხის თანამშრომელთან, რომელიც მედეა ალანიას სიძე გახლდათ. ქალბატონმა მედეამ, სკანდალი რომ აეცილებინა სიძისთვის, გოგონა ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტა, სადაც ლიკა ნატრიაშვილმა თავი ჩამოიხრჩო.
This post has been edited by gray*wolf on 20 Apr 2015, 19:30