რა კანონმორჩილ პოლიციაზეა ლაპარაკი, ტიპებს არანაირი მორალური ღირებულებები არ გააჩნიათ - სხვის ცოლებზე უჭირავთ თვალი და წელს ქვემო ორგანოებით აზროვნებენ.
მე

ჩემი, ჰეროინის ჩამდები, სხვის ცოლებზე მონადირე და სასაფლაოებზე ხალხის მცემელი პოლიცია.
დაახლოებით ერთი კვირის წინ იყო:
საღამოა და მოვდივართ სახლში მე და ჩემი მეგობარი.
გააჩერეს.
საბუთები მაიტაო.
მისცა.
ეუხეშნენ, ეუზრდელნენ, მერე სურათი გადაუღეს და მისი რაიონის პოლიციაში გააგზავნეს.
იქიდან უთხრეს, აა, ეგ (ამ კაცის პროფესია დაასახელეს) ესაა და გაუშვიო.
წამოვედით.
ვკითხე ამ მეგობარს, კი მაგრამ იმათ საიდან იციან ვინ ხარ-მეთქი.
იმდენჯერ გამაჩერეს იმათაც, ეცოდინებათ, მა რა ჯანდაბა იქნებაო.
45-50 წლის კაცს ასე ხშირ-ხშირად რომ გააჩერებ, თავში რაღაც ვერ უნდა ჰქონდეთ ჯანსაღად.
კაი, გავიარეთ ცოტა და ახლა სხვას გააჩერეს.
გავჩერდით, ახლოს მივედით - ვინც გააჩერეს, ისიც ჩემიანია, ოღონდ ახალგაზრდა ბიჭი.
საბუთებიო.
მისცა პასპორტი.
გადაშალეს, ნახეს ვიზები.
გამოგადეპორტეს? - კითხვა დასვეს რატომღაც ასეთი.
არა, როგორც დაგეგმილი იყო, ყველგან ისე წავედ-წამოვედიო, უპასუხა.
რა საქმე გქონდაო, ჰკითხეს.
ოლიმპიადაზე ვიყავიო.
შენო, დაუწყეს ლაზღანდარობა, რა საოლიმპიადო ვინმე ხარ, რაის ოლიმპიადა, რა გინდოდა საზღვარგარეთ, რას დაძვრები, ქურდობო?
არა, მათემატიკის ოლიმპიადაზე დავდივარ ხოლმეო.
ვეღარ შევიკავე თავი, მივალანძღე ის მოტლიკინეც და მის გვერდით მდგომიც.
გამოვერიდეთ ქუჩის ძაღლებს და შუკებით წამოვედით შინ.
This post has been edited by eeelllooo on 20 Apr 2015, 16:24