ვინაა არ ხსნის სამსახურში სურათს?
--
ნაცების არსებული პულიდან მიშას მაგიერ კარგი ლიდერი არ გამოდნება. ყველას რაღაც ნაკლი აქვს. ჩემი რჩევაა ალასანია დაითრიოთ ლიდერად. ამას ძალიან ბევრი პლიუსი ექნება ნაცებისთვის - მზა ლიდერი, წარსულით ნაკლებად დამძიმებული, მცირე ანტირეიტინგით (განსხვავებით მიშასგან და სხვა ნაცი ლიდერებისგან, რომელთაც ძალიან დიდი ანტირეიტინგი დაუგროვდათ). მეორე, ალასანიას ლიდერობა ნაწილობრივ შეარიგებთ იმ ლიბერალურ და პროდასავლურ ელექტორატთან, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ თავის დროზე მიშა და ნაცები თავგასულობის გამო. მესამე - დასავლეთში მიშა დისკრედიტირებულია ნაწილოვრივ მაინც. მისი აგრესიულობა და სპონტანურობა ნეგატიურად აღიქმება ევროპაში. ალასანია მისაღები იქნება და ნაცების მიმღებლობასაც წაადგება.
მოკელდ ძალიან ვევრი პლიუსია, მაგრამ ამისთვის საჭიროა გაბედული ნაბიჯი - მიშას გაჩოჩება

ეს ძალით არ უნდა მოხდეს, უნდა აუხნან ყველამ, ბოკერიბმა, სხვა ინტელექტუალურმა ნაცებმა.. ცალკე ევროპელებმაც უნდა აუხისნან და ამერიკელებმაც. და ეგება და მოხდეს ))
მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჯერ ნაცების ელიტამ უნდა გააცნობიეროს ეს და პატარა მენტალური გარდატეხა უნდა მოხდეს