რათქმა უნდა, ამ ფილმში მხოლოდ ერთი, პოზიტიური მხარეა წარმოჩენილი,
შევარდნაძის ცოდვებზე და შეცდომებზეც შეიძლებოდა ფილმის გადაღება,
მაგრამ ჩვენ თუ აზროვნებაზე პრეტენზია გვაქვს, ფაქტები უნდა მივიღოთ ისე, როგორც არის, პოზიტიურია ის თუ ნეგატიური, მოგვწონს თუ არ მოგვწონს
და გამოვიტანოთ სწორი დასკვნები
მე იმ ბნელ პერიოდს გამოვექეცი 2003-ში, ისე რომ ნოემბერში ხმის მიცემა მოვასწარი ენმ-ის სასარგებლოდ,
უკეთესი მერმისის მოლოდინში,
რევოლუციას ვეღარ დავესწარი
შევარდნაძის შეფასებისას, უნდა გავითვალისწინოთ და გავმიჯნოთ - რა იყო შევარდნაძის დროს და რა იყო შევარდნაძის ბრალი
შევარდნაძის დროს იყო საშინელება, მაგრამ - რა წვლილი მიუძღოდა ამაში შევარდნაძეს - ეს ერთი და იგივე არაა
ედიკას საქართველოში დაბრუნებას წინ უსწრებდა, დაემთხვა და მოჰყვა ისეთი პროცესები, რასაც ვერცერთი რესპუბლიკა ვერ გადაიტანდა ადვილად ან საერთოდ ვერ გადაიტანდა
1. სსრკ-ს დაშლა - ქვემოთ მოტანილ თემაში, ერთი იუზერი ამბობს ჩემი მისამართით, ახლა ბარემ სსრკ-ს დაშლაც გლობალურ კატასტროფად გამოაცხადეო,
რა თქმა უნდა, იყო გლობალური კატასტროფა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ამას ვნანობ, როგორც არ ვნანობ დიდ აფეთქებას, რომელსაც სამყაროს შექმნა მოჰყვა.
მარტივად რომ აგიხსნათ, პირველი პურის რიგები ამის მერე გაჩნდა, ზვიადის დროს,
გაჩერებულ და შემდგომში ჯართად გაყიდულ ქარხნებსა და ფაბრიკებს რომ თავი დავანებოთ.
2. პრივატიზაცია და საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა
3. პუტჩი
4 სამოქალაქო ომი, კრიმინალთა თარეში, "პრაიზვოილი" და "ბეზპრედელი"
5. აფხაზეთის ომი
შეაფასეთ ამ პროცესებში შევარდნაძის წვლილი და ბრალეულობა
და მერე შეაფასეთ ის მდგომარეობა, რაც 2003 წლისათვის გვქონდა
ეს თემაც ბონუსად:
რამ გაანათა თბილისი This post has been edited by crocodile on 21 Apr 2015, 21:58
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)