ვიპოვე

მოგესალმებით ყველას გულითადად. აგვისტო მძიმე იყო მაგრამ გადავაგორეთ მატროსოვის ბინადრებმა, მძიმე სიცხისა და უმოძრაობისგან ყველა და ყველაფერი ისვენებდა, მათ შორის ეს სასამართლოებიც. სექტემბრიდან, გარეთაც და შიგნითაც ცხოვრება გახალისდება. ცემზე არაფერს მოგწერთ, ვისთანაც ხშირად მაქვს ურთიერთობა და ასევე ადვოკატები გაწვდიან ინფორმაციას, რომ არა მიჭირს რა. ვარ მხნედ, ვიკლებ წონაში, ვკითხულობ წიგნებს და ვწერ რაღაც-რაღაცეებს. მოკლედ მინდა ჩემი მოსაზრებები და დაკვირვებები გაგიზიაროთ. შევეცდები ვიყო გულახდილი, ყალბი მორიდებების გარეშე. ყველა ვთანხმდებით, რომ უნდა გავაქტიურდეთ, რომ ესე წინ ვერ წავალთ. ერთი სიტყვით რაღაცეები შესაცვლელია. არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ აქამდე რამე დავაკელით ან სხვანაირად რამე გამოვიდოდა, ან ამ წუთას სხვაგვარად რომ გვემოქმედა, სხვაგან ვიქნებოდით. ამ პოზიციაში არავის ვეთანხმები, მათ შორის არც მიშას, რომელიც ფიქრობს, რომ სხვა მოქმედებით შეიძლება დღეის მდგომარეობა სხვაგვარი ყოფილიყო. ეს ორი წელი, ანუ, განვლილი სამი არჩევნები, დაჭერები, დაწიოკებები გავიარეთ ზუსტად ისე, როგორც ამას საქმე მოითხოვდა. პარტია გადარჩა, ერთიანობა შევინარჩუნეთ, მარტივად ვთქვათ ჩართეთ ტელევიზორი - ჩვენ გარეშე არ შედგება და არც დგება შოუ სახელად საქართველოს პოლიტიკა, თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ საკმარისია და ასე უნდა გაგრძელდეს.
განვსაზღვროთ რა არის ამოცანა
ზოგადი: ივანიშვილის ხელისუფლებისაგან ჩამოშორება.
მე სწორედ შეგნებულად ვწერ ასეთი ფორმულირებით, რადგან, ეს მიზანი უფრო ფართოა. ეს არ ნიშნავს ავტომატურად ჩვენს მთავრობაში მოსვლას და ტოვებს სხვადასხვა ვარიანტებს მოქმედებებისთვის. არსებობს სამი ვარიანტი:
ა) სტანდარტული: ვიგებთ 2016 წლის არჩევნებს.
ბ) ივანიშვილს უმხედრდებიან “ზაპადნიკები”, ირევა პოლიტიკური ლანდშაფტი და 2016- მდე დგება ახალი კოალიციის ანუ ივანიშვილის ხელისუფლებას ჩამოშორდება. აქ არ ნიშნავს ავტომატურად რომ ხელისუფლებაში მოდიხარ, ან მიდიხარ, ოღონდ 2016 ის მოგების მერე.
გ)ისე ირევა სიტაცია, რომ ხდება ის, რაც უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ქუჩაში დაგდებულ ძალაუფლებას, ანუ რევოლუციური სცენარი.
პირველი ვარიანტი ნაკლებად რეალისტურია. თუ ესე მდორედ წავიდა ყველაფერი როგორც მიდის, ამ მთავრობას კიდე მომდევნო ოთხი წელიც ექნება. ჩვენი დაჭერების თემამ და მ-ზე გამოცხადებულმა ძებნამ, არ უნდა შეგვიქმნას ილუზია რომ ეგ რაიმენაირად დააზიანებს ამათ, არა იმდენად, რომ ხალხო რევოლუციაზე გამოგყვეს. ჩვენი დაჭერები, ჩვენი პრობლემაა და არა ხალხის (ამაზე ქვემოთ) ბიზნესს ესენი მაინცდამაინც არ აწუხებენ, არაფერს არ აკეთებენ, როგორც შევარდნაძის მთავრობა, მაგრამ ამ არაფრის კეთებით, როგორც შევარდნაძის მთავრობა, მაგრამ ამ არაფრის კეთებით, ინერციით გაძლებენ. პარლამენტის არჩევის სისტემას ჩემი აზრით არ შეცვლიან და შესაბამისად ჭრელი, კორუმპირებული უმრავლესობა ექნებათ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ 16, 17, 18 ერთიანი საარჩევნო ციკლია დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო 12, 13, 14, არჩევები. ანუ, თუ ჩვენ 16-ის არჩევნებზე ვლაპარაკობთ, მაშინ ვსაუბრობთ მთელს ციკლზე. ამ ციკლის მოგებაზე ძაან გაჭირდება. ელემენტარულად ფული არ გეყოფა, ამიტომ მე მიშას მოსაზრებას ვიზიარებ, რომ 16-მდე უნდა დავანგრიოთ ესენი. ანუ ბბ 2016-ის არჩევნებზე, არ უნდა ჰქონდეთ სახელისუფლები ბერკეტი. თუ ექნა, მაშინ მთელს ციკლს მოიგებს. მე რასაც ვატყობ, ჩვენი პარტიის შიგნით, ღია თუ დახურული დებატები 2 და 3 სცენარებს შორის მიდის. უბრალოდ, ეს სცენარები გადაეჯაჭვა პერსონალური ურთიერთობების პრობლემებს. ანუ მარტივად ვთქვათ, მიშა ზუის რომ ჟვანია-ბურჟანაძე დემოკრატებს დაემსგავსა და არ მოსწონს არაფერი. ოღონდ ამას იმდენად უსამართლოდ და უსაქციელოდ აკეთებს, რომ ბუნებრივად გრჩება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ საკუთარ პოზიციონირებაზედარდობს და სხვა ყველაფერი კიდია. არა და სტრატეგიულად ბევრ რამეს სწორად ამბობს. სამწუხაროდ მიშა რევოლუციაზე ხშირად, მხოლოდ იმიტომ საუბრობს რომ ხაზი გაუსვას აქ პარტიის არასწორ საქმიანობას და არა იმას, რომ რაიმე კონკრეტული გეგმა ან სტრატეგია აქვს. მოკლედ, ვინაიდან მიშაც გააქტიურდა ადგილობრივ პოლიტიკაში,(აქამდე მაინც მეტ-ნაკლებად ტაიმაუტი ჰქონდა აღებული) ყველამ ხელახლა უნდა გადავაფასოთ და ვთქვათ:
ა) ეს პარტია არ არის არც თბილისში პარტიის საჭესთან არსებული პირების საკუთრება, მაგრამ ასევე არ არის მიშას საკუთრება.
ბ) მიშა ბრუნდება ადგილობრივ პოლიტიკაში, შესაბამისად ლეგიტიმურად პარტიის ყოველდღიურ საქმიანობაში, მაგრამ გადაწყვეტილებები კვლავ კოლეგიალურად მიიღება.
გ) აუცილებელია, შევჯერდეთ მოქმედების ერთიან სტრატეგიაზე.
ჩემი აზრით, სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს იმ ფაქტს, რომ დავივიწყოთ 2016- ის საარჩევნო ციკლი. თუ ჩვენ ორიენტაციას 2016 ზე ავიღებთ, 2015-ს ჩუკენობაში გავატარებთ. ამიტომ დავანებოთ მ-თან ჭიდაობას თავი, ვთქვათ, კი ბატონო მოვდივართ რევოლუციის სცენარით და ჩამოვყაროთ რას ვაკეთებთ და ვინ რაზეა პასუხისმგებელი. ამით მოიხსნება წინააღმდეგობა, რომ ვიღაცას რევოლუცია უნდა და ვიღაცას ეშინია და წყნარი ოპოზიციური ცხოვრება უნდა.
ამ საკითხებს ცხადია უკავშირდება, ჩვენი ციხიდან გამოხსნა. ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ 7-დან ერთ საქმეზე, მინიმუმ მოსამართლეს გატეხავენ და რაღაცას მოგვისჯიან, არამედ, იმდენი რამდენიც პოლიტიკურაექნებათ თავი, რომ გვამყოფონ. მენდეთ, წყნარი პოლიტიკური ცხოვრების პირობებში, აქ, ჩვენ დიდი ხანი ვიყურყუტებთ. უცხოელების ზეწოლა ვნახეთ უკვე რაც იყო, კი ბატონო, სტარასბურგში პოლიტპატიმრებად გვაღიარებენ, ამათ ეს ცალსახად კიდიათ. (ამათ ხელისუფლებაში ბოკერია არ ჰყავთ სამწუხაროდ) გაიხსენეთ როდის უშვებდით ჩვენ ამათ ე.წ. პოლიტპატიმრებს. როცა მიტინგების, საკნების და არეულობის საფრთხეები იყო და გარიგების შედეგად უშვებდით ამათ ტიპებს გარეთ. ანუ, თუ არ შევქმნით კრიზისებს, დაივიწყეთ თავისუფლება. ეს ცალსახაა და მგონი, არც არავინ შემეკამათებით. ამდენად ჩვენი 2014-2015 წლის სტრატეგიული ამოცანაა.
ამოცანა:
1)სრული აპოკალიფსის სურათის შექმნა
ა)ყოველ დღე თუ არა კვირაში სამჯერსექტორალური პატარ-პატარა აქციები. მაგალითად: სერგომ ჩაიბას ის უფლებააყრილი სტუდენტები. იყოს 20 კაციანი აქცია, რეცეპტებზე, სოც-დაუცველებზე, დევნილებზე. ბევრი პატარ-პატარა აქცია, რეპეტიციაა დიდის. პატარა აქციებზე წამოიკიდებ ვინმეს, მაგალითად, სრულად უსაგნო კოსტუმების აქციაზე წამოეკიდა ვიღაც კანცელარიის დაცვის უფროსი, რომლებსაც აქ ჩემი ექიმები ლანძღავდნენ სამი დღე. დიახ, უნდა ვიყოთ პროვოკაციულები და ყოველ ფეხის ნაბიჟზე უნდა იყოს ჯოჯოხეთი. ჩემზე უკეთ ვინ იცის, 20-30 კაციანი აქციაც კი პარალიზებას იწვევდა მერიის, ისე რომ ხალხის მოსულიერება მიწევდა მე. ასე და ამრიგად, ყველამ უნდა ჩაიბას სხვადასხვა მიმართულება. სიტყვაზე: სერგომ განათლება, ჭიამ სამედიცინო, მელიამ მერია/თვითმმართველობა და ა.შ. არ არის აუცილებელი რომ თვითონ ვჩანდეთ, ხანდახან გამოვჩნდეთ კიდეც. მთავარია, მუხტის კონსოლიდაცია და სწორი მიმართულებით წარმართვა. დავანებოთ თავი ამ პოლიტ პატიმრების აქციებს, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი პრობლემები, ჩვენი პრობლემებია და ეს ნაკლებად ადარდებს ხალხს. ჩვენი ამოცანა რომ შეგვეშინდება მარგინალიზაციის. ჩვენი გარანტირებული ელექტორატი გვყავს, რაც სამწუხაროდ, არ მატულობს, მაგრამ არც იკლებს. კრიზისული და რევოლუციური მუხტი საარჩევნო რეიტინგებით არ იზომება. შემოდგომაზე აუცილებელია ერთი ტალღის გაკეთება, მარტო ერთ დღიანი აქცია არ ივარგებს, არ კმარა. გავიხსენოთ ესენი რას აკეთებდნენ. შიმშილობაა ლიდერებისა და აქტივისტების. ჩვენც უნდა გავაკეთოთ (აქედან ჩვენც ავყვებით) უსუფაშვილი მისაღებში შიმშილობა, (რა? ახლები თუ შიმშილობდნენ, ჩვენ არ გვეკადრება?!) ეს ქმნის ქაოსის განცდას. მუდმივ პრესინგში ამყოფებს ამათ და გზადაგზა აუცილებლად შეცდომას დააშვებინებს, რაც მოგვცემს საშუალებას წამოვიკიდოთ და მერე პატიმრებზე ვევაჭროთ.
აუცილებელია, ბაქრაძის თაოსნობით, (შემადგენლობა გასაგებია) აღდგეს კომუნიკაცია პატრიარქთან. კრიზისულ სიტუაციაში თუ მანამდე ნამუშევარი გვაქვს და გამოვა და ეტყვის, რომ ხალხი ციხიდან გამოუშვი ან რამე მსგავსს. გაიხსენე, ისინი როგორ ეფექტურად იყენებდნენ. ამოიგდეთ თავიდან რომ ჩვენ არ ვუყვართ, მას არც ბიძინა უყვარს და მოქმედებს სიტუაციის მიხედვით. მოკლედ, ამოცანა, პატარ-პატარა კრიზისებით დავიწყოთ და ამ შემოდგომაზე ერთი დიდი კრიზი გაუჩალიჩოთ. საკმარისი ჯერ არ იქნება მაგრამ აუცილებელია დასაჯანჯღარებლად, ვისავ არ მოსწონს სიტყვა რევოლუცია, ჩათვალეთ ეს პრაგმატულ მოქმედებად ჩვენი აქედან გამოსახსნელად, რაც მგონი არაა პატარა ამოცანა. ამათ რეალურად და ობიექტურად 14-ის დარჩენილი და 2015 წელი აქვთ იმისათვის, რომ ანახონ ხალხს, რომ რაიმეს გაკეთება შეუძლიათ. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება, ეს მათი არჩევანია, როცა დაგვიჭირეს ყველა, რევოლუციური სცენარი თავად აირჩია ბიძინამ. შურისძიება ყოველთვის წარმოქმნის თავგანწირულ წინააღმდეგობას. მოკლედ, ეხლა ეს თავგანწირვაა საჭირო. ეს წმინდა პრაგმატული არჩევანია და არაა ლიტონი სიტყვებიანი ემოციები. რაც შეეხება თავად პარტიას, საკმაოდ ჩაიკეტა, მათ შორის ჩვენი სატელიტი ჯგუფებისთვისაც. ზოგი ექსპერტობს, ზოგი ადვოკატობს. არ ვიცი, რა შეიძლება ვქნათ? ვანოს იდეა მე მომწონს (აღარ დავწერ, უკვე მოვიწერე) ეგ შეიძლება იყოს დაინტერესების საფუძველი.
მე მგონი, ასევე აუცილებელია, რომ ნაციონალური მოძრაობა იყოს მთავარი მაგნიტი და ოპოზიციური დიალოგის ინიციატორი. (ცხადია, ბურჯანაძე-ინაშვილი არ იგულისხმება) მერე რა, რომ ეს პატარ-პატარა პარტიები არაფერს წარმოადგენენ. სულ მცირე, შენ წარმოგაჩენენ დიდად დღევანდელი პოლიტიკური დისპოზიცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს და ეს პლათფორმა აუცილებლად გამოგადგება. შევქმნათ საკოორდინაციო საბჭო, შევკრიბოთ ორ კვირაში ერთხელ, გავაკეთოთ დღის წესრიგი, მაგალითათ დემოკრატიული რეფორმების საარჩევნო სისტემაზე. მოკლედ, უნდა ვჩანდეთ ფლაგმანად. ეს მნიშვნელოვანია, თუნდაც იმით, რომ თუ იქით რღვევა წავა აქეთ მზად, კარგად შეფუთული პლათფორმა იყოს. მე მაინც მგონია, რომ ვიდრე ალასანიას გამოასხმევინებენ მარგველაშვილი შექმნის რაღაც მოპარტიოს, ელისაშვილი, კახიშვილი და ეგეთი ხალხის ბაზაზე. ერთი სიტყვით თუ ჩვენ გამწვავებაზე წავედით მოვლენებს დავაჩქარებთ. მოკლედ აუცილებელია გამბიტის თამაში, კი, რაღაც დოზით ვზარალდებით, მაგრამ ისინი უფრო ზარალდებიან. საკომპენსაციოდ რომ რესპექტაბელურები გამოვჩნდეთ პარლამენტის ტრიბუნაც გვაქვს. რაც შეეხება აღმასრულებელი მდივნის არჩევას, ამ ფონზე, ჩემი აზრით, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია, რადგან ცალკე აღებული ვერანაირი მდივანი ვერ განახორციელებს ამას ყველაფერს. ეს საერთო მზაობა უნდა იყოს, აღმ. მდივანი მნიშვნელოვანი მენეჯერია მაგრამ polise issue ჩვენ ყველას ერთად, მათ შორის მიშას, ერთიანი გადასაწყვეტია. მე ფრაგმენტული ინფორმაცია მაქვს ამ თემაზე. ვიცი სამი ვარიანტი: ზურა ჯაფარიძე, სერგო რატიანი, ზაზა ბიბილაშვილი. არ დავიწყებ არც ერთის მოფერებას და სიმპატიის დადასტურებას. სამივე ძალიან ღირსეული ადამიანია , ცხადია. (ჯაფარიძე მითხრეს უარს ამბობსო) მოკლედ მე არ ვიცი დეტალები, მხოლოდ შემიძლია წარმოვადგინო მოძრაობებიწინა გამოცდილებიდან გამომდინარე და ძალიან არ მინდა იგივე მოხდეს. აღმ. მენეჯერი იქიდან გამომდინარე ავირჩიოთ, ვთანხმდებით თუ არა ძირითად სამოქმედო გეგმაზე და რა ხედვა ექნება თითოეულ კანდიდატს ამ გეგმასთან დაკავშირებით. რადგან მნიშვნელოვან მენეჯერს უნდა სჯეროდეს რასაც აკეთებს. სხვა მხრივ აბსოლუტურად სულერთია ჩემთვის ეგ საკითხი. გადაწყდეს ჯანსაღი კონკურენციით, ისე, რომ ის შეხორცებული ტრამვები არ გაიხსნას. ეს მაინც შიდა პარტიული საკითხია და ხალხს ფეხს კიდია. (მე პირადად ზურა ჯაფარიძეს დავუჭერდი მხარს) თუმცა, ცხადია, ნებისმიერ ადამიანს ვინც ამ რუტინას თავის კისერზე აიღებს, მხოლოდ მადლობას ვეტყვი.
ისევე, როგორც მადლობელი ვარ მიშა მაჭავარიანის ამ მძიმე პერიოდში გაწეული სამუშაოებისთვის. მე მესმის, რომ ჩემს მიერ აღწერილი სტრატეგია და ტაქტიკა ძნელი შესასრულებელია. ამას გარკვეულად თავზეხელაღებულობა უნდა, სამწუხაროდ, ყველა თავზეხელაღებული ან უცხოეთშია და ძირითადად ციხეშია, ჩემი ჩათვლით. უნდა ბუნებრივად გამოჩნდნენ და ჩვენ უნდა წავახალისოთ ასეთი თავზეხელაბული და თავგანწირული ახალგაზრდა ლიდერები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანი ამ ძალას საკუთარ თავშიც იპოვის. პირველი ნაბიჯია ძნელი, როცა ყოყმანობ, თორემ მერე მიდის კარაქივით როგორც ხედავთ ჩემი მოსაზრებები არსებითად ემთხვევა მიშას პოზიციას, (ალბათ ბევრი ან უმეტესი თქვენთაგანის სახით) უბრალოდ, იმ განსხვავებით, რომ მე არ ვთვლი კრიტიკული ფორმით და არაფრის მოწონებით აზრის გამოხატვას პროდუქტიულად და სამართლიანად. მოკლედ მთავარია ძირითადად საკითხებში ვთანხმდებოდით და ვინ როგორი ფორმით ვიტყვით ამას დროებით მაინც გადავდოთ.
სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა, იმედია გასაგებად გადმოვეცი ჩემი სათქმელი. ველი თქვენს გამოხმაურებას, მათ შორის კრიტიკულს. მოკითხვა ყველას დიდიდ სიყვარულით. ისეთი რამეები მოგწერეთ მგონი შიგნით ჯდომა ჯობია, ვიდრე ამ ყველაფრის კეთება რა ვქნა, არ დამცალდა, თორე ხომ იცით არ დაგზარდებოდით.
ამ წერილს გავაცნობ ვანოსაც და ბაჩოსაც აქ და მათაც გამოთქვან თავის პოზიცია.
შეიძლება გიგის დაწერილი არაა, მაგრამ თეზისები სწორადაა დაწერილი
ფორუმზე უგულავას წერილი გაბაზრდა