#45540505 · 30 Aug 2015, 14:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
butkuj
QUOTE | თხობელუეფ - რა არის ერთი მითხარი ? რა სულ სასაცილოდ აქცევთ მეგრულს ამ უცნაური სიტყვებით ?! წარმომიდგენია მაგ წიგნში რამდენი მსგავსი ნოღები ოფუტები და ხიბები იქნება :ფაცეპალმე: |
ვფიქრობდი, რომ რამეს ნახავდი საკრიტიკოს სათაურშივე, მაგრამ ნოღებზე და ოფუტეებზე თუ აქაც დაწერდი (მეათასედ, ალბათ), ნაღდად ვერ ვიფიქრებდი.  შენი მოსაწონი ხო ვერავინ ვერაფერი გააკეთა მეგრულად. :დ სხვათა შორის, ამ წიგნის მთარგმნელის პირველი ნახელავია, რომელიც გამოქვეყნდა. გრამატიკა მეგრული ენის აღმოსავლური დიალექტის ფორმებზეა აგებული ამ თარგმანში. RAO RAO ?QUOTE | ამ თემას პოლიტიკაში რა უნდა წიე? |
განყოფილებას ასე ქვია:
QUOTE | პოლიტიკა საქართველოს პოლიტიკა და საზოგადოება ასევე: საერთაშორისო პოლიტიკა |
თან, ყველაზე აქტიური განყოფილებაა და აქ ვარჩიე გახსნა.
QUOTE | რამდენი მოგცეს გრანტი? |
არასდროს მიცდია აქამდე გრანტის მიღება ამ საქმისთვის.
თუმცა, ზოგადად, თუ კარგი საქმისთვისაა გამიზნული, რა პრობლემაა გრანტის მიღებაშიც.
QUOTE | გასაგებია რომ არ უნდა დაკარგოს როგორც დიალექტი, მაგრამ ვიკიპედიაში მეგრულად პოსტვა? - არასწორად მიმაჩნია. ჯერ მარტო "ჭიჭე მაფასქირი" რად ღირდა... |
დიალექტი არაა მეგრული. არსებობს ქართველური ენები. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ამ ენათა ოჯახში შედის ოთხი ენა (ქართული, სვანური, ლაზური და მეგრული), ხოლო ზოგი მეგრულს და ლაზურს ერთ ენად განიხილავს.
ასეა დამკვიდრებული სამეცნიერო წრეებში. ასე თვლიდნენ და თვლიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები.
ხოლო ვიკიპედიას რაც შეეხება, ენის პოპულარიზაციისთვის გაკეთდა ეს პროექტი. თან, კარგი ისაა, რომ არანაირ თანხებთან არ იყო დაკავშირებული, პოპულარული საიტია და ვისაც სურვილი და შესაძლობლობა აქვს, შეუძლია იმუშაოს იქ.
ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა თავიდან ამ პროექტს, მაგრამ დღეს საგრძნობლად შეცვლილია სიტუაცია ამ მხრივ. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც წინააღმდეგი იყო ამ პროექტის დაარსებისა, დღეს დადებითად აფასებს მის არსებობას. არასწორი წარმოდგენები ჰქონდა ბევრს, მაგრამ შემდეგში სწორი ინფორმაციის მიწოდებამ დიდი როლი ითამაშა...
,,ჭიჭე მაფასქირიც" ენის პოპულარიზაციის მიზნითაა თარგმნილი. თან, ბევრი ისეთი მივიწყებული სიტყვის აღდგენა მოხდა მანდ, რომლებიც მხოლოდ ლექსიკონებში, ან ტექსტებშია შემორჩენილი, ან მხოლოდ უფროსი თაობის წარმომადგენლებმა თუ იციან აქა-იქ.
ვიკიპედია არის თავისუფალი ენციკლოპედია. ზოგს ურჩევნია გეოგრაფიაზე წეროს, ზოგს ურჩევნია სპორტზე წეროს, ზოგს ურჩევნია ბიოგრაფიული შინაარსის სტატიები წეროს. ამ მხრივ არ არის იქ რაიმე სახის ვალდებულებები ამა თუ იმ სტატიის დაწერაზე.
თუ ვინმეს მოუნდება დაწერა, ადგება და დაწერს. ამ საკითხის მეტად განვრცობა დროის ფუჭად კარგვა მგონია.
QUOTE | მარა, არც გაგხსენებიათ ეგ... რატომ? იმიტომ რომ სხვა გეგმები მგონია რომ არის მაგ ლოზუნგს მიღმა, ფოთიშა პორტიც გეჩემებათ ხომ კი? |
რაო, რაო? :დ
QUOTE | შეიტანო უნდა პარალმენტში განცხადება - მეგრული სახელმწიფო ენად გამოაცხადონ. - ხომ გინდა აი ამბავი ? ჰოდა გაბედე შე კაცო, რას დადიხარ ფორუმ-ფორუმ და იუთუბ-იუთუბ? გაგიკვირდება ახლა ეს ჩემი პოსტი, მაგრამ თხის და კუდის ამბავია: |
არა, არ მინდა ეს. თუ სადმე დავწერ ოდესმე, რომ სახელმწიფო ენად გამოცხადება მინდა, მერე მომმართე ამ საკითხზე.  ეს არის უტოპია, არარეალური. მაქვს ამაზე ჩემი არგუმენტები. ბევრჯერ დამიწერია, თუ რატომ ვარ წინააღმდეგი და თუ გაინტერესებს, მოვძებნი პოსტებს. ენის პოპულარიზაცია და შენარჩუნება-განვითარება მინდა, როგორც ბევრ ადამიანს. ამისთვის კი სულაც არაა საჭირო და აუცილებელი სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება. ოჰ, სად გავიშიფრეთ...  რომ იცოდე, 2004 წლიდან არსებობს ქართული ვიკიპედია და ჯერ კიდევ ვერ დაიხვეწა საქართველოზე სტატია სათანადოდ, როდესაც უამრავი ძალიან კარგი სტატია არსებობს ქართულად. სამეგრელოზე სტატიაც ქართული ვიკიპედიიდანაა ნათარგმნი, როგორც დანარჩენი სტატიების უდიდესი ნაწილი. თუ ვინმეს შეუძლია და უნდა რაიმეს დაწერა ან შევსება, არავინ უშლის. პირიქით, რაც მეტი ადამიანი ეცდება პროექტისთვის სარგებლის მოტანას, მით უკეთესი. რამდენიმე ადამიანი ვერ გაწვდება ყველაფერს რამდენიმე წელიწადში. თან, ნელ-ნელა იხვეწება პროექტი, ეს ნაბეჭდი ხომ არაა, რომ ვერაფერი შეცვალო ერთხელ გამოქვეყნების მერე. QUOTE | აბა ახლა ფორცხლი, დაჯექ და დაიწყე საქართველოს კონსტიტუციის მეგრულად თარგმნა, გამოგადგებათ რამე რო იყოს. |
ბარემ ვადაც მითხარი, როდისთვის მოვამთავრო. :დ
QUOTE | ანუ ინგლისურად რომ ეკითხათ იმ მაღაზიაში იმ ბავშვებს ის "ტავარი" ხო გადირეოდით სიხარულით? მუდამ ქორთუებს /დაცინვით/ ეძახიან მეგრელები დანარჩენ საქართველოს, საკუთარ თავს კი მარგალებს და დღემდე ზუგდიდი ჰგონიათ მამაქალაქი. |
ოღჩ... QUOTE | აი ასეთია რეალური სურათი. სანამ მეგრელები ქართველ ცოლებს ქორთუობის გამო გამოაგდებენ, არაფერი გადარჩენა არ ჭირდება მეგრულ დიალექტს. |
საიდან მოგაქვს, რეებს წერ... რაში ყოფილა თურმე საქმე.  QUOTE | ასე რომ ფორცხოლი, სანამ გრანტი ბოლომდე შეგიჭამია, ჰერი პარლამეტისკენ... ან კიდევ უკეთესი, რეფერენდუმი მოითხოვე... |
This post has been edited by ფორცხოლი on 30 Aug 2015, 16:16
--------------------
. .
|