ხო გითხარით მე დასაბმელი გიჟია მეთქი.
ანუ შეუჩერებელი.
პლანეტარული მასშტაბის.
აგერ ლექსიც.
კვირის ეწ პალლიტრას მგონი ამაზე კაი არაფერი დაუბეჭდია 20 წელი
მარგველაშვილი პარლამენტში
(მუხრან მაჭავარიანისებურად)
მარგველაშვილი პარლამენტის დიდ ფოიეში
ალოდნინეს და ქუცნაშვილის შემდეგ შევიდა...
ცამეტი მინისტრის სკამი უკაცოდ იყურება,
გუბაზს აღვიძებდა დათო მეთოთხმეტედ,
მარგველა გააგიჟა ამდენმა მიჯირყვნებმა,
ბიძოს მასზე უფრო ზებრა ეცოდება.
გუბაზმა მისი ანგარიში მოისმინა რა,
ოჰ, ოჰ, ოჰ, ოჰო - თქვა და მყისვე გვერდი იცვალა,
მაგრამ ამით არაფერი გამოვიდა რა
გიოს ხმა როდი წააგავდა ხმას ირაკლისას...
შეიტანა და უკან ვეღარ გამოიტანა,
იმ შუშებიან შენობაში რაც თქვა სხდომისას.
წვიმა არ არის - პრეზიდენტი დაასველა რამ?
თოვლი არ არის - პრეზიდენტი გაათეთრა რამ?
ყინვა არ არის - მარგველაშვილს აკანკალებს რა?
სახურავიდან მოდის წვიმაც, თოვლიც და ყინვაც.
ვიქტორ დოლიძე ეთხოვება ახლა ფრაქციას,
ვეღარ გაიგებ ვინ ქოცია და ვინ ნაცია...
აქ, ამ დარბაზში ზვიადაური კაკოზე დახტის,
ჯაჭვლიანი კი ბარამიძეს ურტყამს დაცემულს.
ვერ ამშვიდებენ საჯაიას, გოგოს პატარას,
თვალცრემლიანი მარგველაშვილს მისდევს გაქცეულს...
- როდის ასრულებთ დაპირებებს? - ჰკითხა მთავრობას პრეზიდენტმა და გასასვლელში ელოდა ჯირყვნას.
- უი, მე ქოცი მეგონა და ნაცი ყოფილა - წარმოთქვა მარიმ, ყური მოჰკრა რა მარგველას სიტყვას.
- არა პატარავ, არც ნაცი ვარ, არც ქოცი, გესმის?
- უი, მიშასთან წამიყვანე, წამიყვან ძია?
გიოს ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი,
თავის წარსული გაახსენდა, თავისი "ჯიპა".
გულდათუთქული მოდიოდა, თვალებწყლიანი,
მხარდამხარ გიოს ის პაწია გოგო მისდევდა,
მოგწყინდა განა, პრეზიდენტო უქმად ყიალი?
იყავ ჭკვიანად და ბიძინაც შეგირიგდება!
"კვირის პალიტრა"
გიჟის დანგრეული მშენებლის პროსპექტი
This post has been edited by Judas Iscariot on 23 Apr 2015, 19:33
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)