#44396135 · 23 Apr 2015, 16:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოსა და ბელარუსის ურთიერთობაში გაუმჯობესების ნიშნები 2007 წლის სექტემბერში გაჩნდა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მინსკს ესტუმრა.
მინსკთან ურთიერთობების გაუმჯობესების ძალისხმევა საქართველომ, რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გააძლიერა.
WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ აშშ–ის კონფიდენციალურ დიპლომატიურ ტელეგრამებს შორის ერთ-ერთის თანახმად, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ 2009 წლის ოქტომბერში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას პაეტს უთხრა, რომ იგი შესაძლოა იძულებული გამხდარიყო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეღიარებინა რუსეთისგან იაფი გაზის მიღების სანაცვლოდ. თუმცა მინსკს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ უღიარებია.
იმავე ტელეგრამის თანახმად, 2009 წლის ოქტომბერში ლუკაშენკომ უთხრა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა იგი თბილისში დაპატიჟა, თუმცა მან ეს წინადადება ჯერჯერობით არ მიიღო, რადგანაც მოსკოვის გაღიზიანება არ სურდა.
2010 წლის იანვარში ლუკაშენკომ საქართველოში ბელარუსის ვიცე–პრემიერი გააგზავნა. ბათუმში ვიცე–პრემიერთან შეხვედრაზე პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა ბელარუსის ხელმძღვანელობის "პრინციპულ, შორსმჭვრეტელურ და ბრძნულ პოზიციას ჩვენ ურთიერთობებთან მიმართებაში“.
სააკაშვილი ლუკაშენკოს 2010 წლის ივლისში იალტაში შეხვდა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ სააკაშვილთან ინტერვიუ გადასცა, რასაც მოსკოვში უარყოფითი რეაქცია მოყვა
--------------------
მაქს ებერლი: "არა, დამიჯერეთ, მე რაღაცას ვხედავ ვინსენტ კომპანიში."
|