#44411944 · 25 Apr 2015, 00:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SIDCFC ლუკაშენკომ თბილისში აურია - რუსული მედია 18:13 2015-04-24 რუსული მედია წერს, რომ ლუკაშენკოს განცხადებამ სოხუმის შესახებ შესაძლოა დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიოს.
რუსული ინტერნეტ გამოცემა „დნი.რუ“ ბელორუსიის პრეზიდენტის თბილისში ნათქვამ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ „ლუკაშენკომ თბილისში აურია.“
გამოცემის თანახმად, ბელორუსიის პრეზიდენტმა სამწუხარო შეცდომა დაუშვა, რომელმაც შესაძლოა დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიოს. ლუკაშენკოს შეცდომად, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადება სახელდება, სადაც აღნიშნა, რომ სოხუმის გარდა, საქართველოში ფაქტობრივად ნამყოფი არ არის.
„ჩემდა სამარცხვინოდ, მე არ ვარ ნამყოფი თბილისში, ფაქტობრივად არც სხვაგან საქართველოში, გარდა სოხუმისა - განაცხადა ლუკაშენკომ. როგორც ჩანს, ისტორიის სახელმძღვანელოებმა და ღრმა ცოდნამ ლუკაშენკოს ბოროტად დასცინეს. სკოლის მოსწავლემაც კი იცის, რომ 2008 წლიდან აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საქართველოს შემადგენლობაშ არ შედის“ - წერს „დნი.რუ.
|