მე ვცხოვრობ მე-14 ზე . აზრი არ ჰქონდა ქვემოთ ჩასვლას . სართულებზე საშინელი კვამლი იყო და ისევ ზემოთ ამოსვლა ვარჩიე. სახანძროს მოსვლამდე ვაქრობდით.
ლიფტის შახტაში გაჩნდა ხანძარი. სავარაუდოდ დაუდევრობისგან- ვინმე სიგარეტს ჩააგდებდა. თან ნაგავსაც ყრის ხალხი ლიფრის შახტაში. ერთი ლიფტი მუშაობდა და დანარჩენი 2 ის ადგილას წყლის პლასტმასის მილები იყო(უკვე გაუქმებული). ეტყობა მაგან გააძლიერა ისეთი ძლიერი აალება. თან ქარიც იყო. სადღაც 5 წუთში 1 დან მე 14 მდე ავარდა ცეცხლი. ერთი სტუდენტი მეცამეტედან გადახტა,ალბათ მეთორმეტეზე ხტებოდა და როგორ ჩავარდა მეათე სართულზე აზრზე არ იყო. სერიოზული დაზიანება არავის არ მიუღია. მოკლედ, გადავრჩით