სამოქალაქო პირი, რომელიც იარაღს აიღებს ხელში, სამოქალაქო პირი აღარ არის. მოყვარე თუ მტრულად მოგექცევა, მოყვარე არ არის და ასევე ხეც, რომელიც რაღაცას ხელს უშლის, მისი მოჭრა გათვალისწინებულია ამა თუ იმ პროექტში/გეგმაში/ღონისძიებაში, მაშინ მასზეც მოხსნილია ეს ტაბუ და სინდისის ქენჯნის გარეშე უნდა მოჭრა. მით უფრო, რომ პასუხისმგებლობაც სხვას ეკისრება ყველაფერზე.
ვთქვათ ნაძვის ტყე არის გასაჩეხი, უფრო სწორად გამოსახშირი იმიტომ, რომ ძალიან "გაჯუნგლდა" ან ავადობა შეეყარა ზოგიერთ მათგანს, მუშამ სად უნდა არჩიოს, რამდენად მართებულად მოაჭრევინებენ ამა თუ იმ ხეს?!
რას საქმიანობ შენ თვითონ? გულში ჩაიხედე აბა და გაიხსენე, დღის განმავლობაში რამდენჯერ, თუნდაც ფრჩხილისოდენა ტყუილს ამბობ. ამის მერე კი ერთი ქართული ანდაზა აქლემსა და ნემსზე!