საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანს მიხეილ სააკაშვილის დაკავება მოსთხოვა
20:48 2015-04-28
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აზერბაიჯანულ მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავება მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნინო სუხიაშვილმა აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა, რომ საქართველოს პროკურატურამ უკვე გაუგზავნა აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების და საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ბაქოში ჩავიდა. აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებისა და ექსტრადაციის საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
http://newposts.ge/?l=G&id=73205-%E1%83%A1...%83%91%E1%83%90აქვე ბონუს კონტენტი:
"ივანიშვილის რეჟიმის ქვეშ მოქცეული საქართველო ყველასთვის სუსტი პარტნიორი გახდა" - სააკაშვილი ბაქოში
21:08 2015-04-28
საქართველოს ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მცდელობისა, ჩაეშალათ ბაქოში მისი ვიზიტი, ის მაინც შედგა.
მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში ექს-პრეზიდენტების და სახელმწიფოს ყოფილი მეთაურების სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ მედიასთან ვიზიტის მიზნებზე ისაუბრა. სააკაშვილის თქმით ის მოხარულია, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შექმნილი დაბრკოლებებისა, მისი ბაქოში ვიზიტი არ ჩაიშალა.
„ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მოძმე აზერბაიჯანში ჩამოსვლის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცა. მიუხედავად იმ დაბრკოლებებისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ქმნიდა იმისთვის, რომ ჩაეშალა ჩემი ბაქოში ვიზიტი. მე ისევ აქ ვარ, ჩემს მეგობრებთან ერთად“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის განცხადებით, ის ბაქოში იმყოფება, არა მხოლოდ როგორც საქართველოს ყოფილი პირველი პირი, არამედ, როგორც უკრაინის ოფიციალური პირი და პოროშენკოს მთავრობის წარმომადგენელი.
„ყველა საუბარი იმაზე, რომ მე ინტერპოლი მეძებს, მეტი არაფერია თუ არა პროფანაცია“- განაცხადა სააკაშვილმა.
შეკითხვას იმის შესახებ, რომ ხომ არ გამოიწვევს აღნიშნული ფაქტი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუარესებას. მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ საქართველომ უკვე მოახერხა ბევრ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება.
„სამწუხაროდ საქართველომ უკვე გაიფუჭა ურთიერთობა ბევრ ქვეყანასთან, ქვეყანა მოიცვა ეკონომიკურმა კრიზისმა. ივანიშვილის რეჟიმის ქვეშ მოქცეული საქართველო გახდა სუსტი პარტნიორი ნებისმიერი ქვეყნისთვის“- აღნიშნა სააკაშვილმა.
„საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არავისთან მეგობრობა არ შეუძლია, მათ მხოლოდ საკუთარი სარგებელი აინტერესებთ“- განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა ქვეყანაში მოსალოდნელ საპროტესტო აქციებზეც და ქვეყანაში მის შესაძლო დაბრუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს დამოკიდებულია ხალხის ნებაზე:
„მე ნებისმიერ შემთხვევაში რევოლუციური გადატრიალების წინააღმდეგი ვარ, რადგან საქართველოს მტრებმა ეს შესაძლოა თავის სასარგებლოდ გამოიყენონ“- განაცხადა სააკაშვილმა haqqin.az-თან ინტერვიუში.
http://newposts.ge/?l=G&id=73209-%E1%83%A1...%83%A5%E1%83%9D,
This post has been edited by The13thFloor on 28 Apr 2015, 21:27