Арестован лидер оппозиционной партии "Свободная Грузия" Каха Кукава.
http://georgianpress.ru/politics/41292-are...yih-lidera.html * * *
https://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=u2hls0d3UpA ოპოზიციის ლიდერების დაკავების კადრები.
* * *
ბრალდების მხარის მოუმზადებელი პოზიციის გამო კახა კუკავა სასამართლოდან ხელწერილით გაათავისუფლეს.
29 აპრილს ამავე დღეს დაკავებული კახა კუკავას სასამართლო პროცესი გაიმართა. შსს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავება.
როგორც სასამართლოს დარბაზში გაირკვა, ერთადერთი მტკიცებულება რაც შსს-მ წარმოადგინა, არის დაკავების ოქმი, სადაც აბსურდული ფაქტებია მოყვანილი, თითქოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი პატრულის თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
მოსამართლემ ბრალდების მხარეს მტკიცებულებათა წარმოდგენა მოსთხოვა და გაირკვა, რომ შსს-ს არანაირი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ ჰქონია წარდგენილი. ბრალდების მხარის განცხადებით არსებობს ვიდეომასალა, რომელიც გაურკვეველი მიზეზით სასამართლოში ვერ მოხვდა. საბედნიეროდ, პარტიის პრესსამსახურს ასევე აქვს ლიდერის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შსს-ს თანამშრომლების სიცრუეს ადასტურებს. დაცვის მხარე მასალას სასამართლოს მტკიცებულების სახით წარუდგენს.
მოსამართლემ, ბრალდების მხარის მოუმზადებელი პოზიციის გამო, კახა კუკავა სასამართლო დარბაზიდან ხელწერილით გაათავისუფლა. მომდევნო სასამართლო პროცესი 4 მაისს ჩაინიშნა.