ხალხს ეზარება ფიქრი დ აანალიზი, ყველაფერი მზამზარეულად მორთმეული უნდათ, აქედანაა ყველა ყოფითი პრობლემებიც.
თუ უფასოა მიდი დაესწარი, დაკლებით არაფერს დაგაკლებს და რამე ახალს ისწავლი ალბათ.
დემურ გიორხელიძე მთავრობას: მოთხარეთ ქადაგიძე იმ თანამდებობიდან
15-04-29 10:59:18 | ამობეჭდვა
დემურ გიორხელიძე მთავრობას: მოთხარეთ ქადაგიძე იმ თანამდებობიდან
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე მინისტრების გადადგომის შეფასებისას ამბობს, რომ საქართველოში არ არსებობს კრიტერიუმები, რომელიც განსაზღვრავს თამაშის წესებს. მინისტრების გადადგომაში კი პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს .
-„მთავრობაში გადაჯგუფება მიდის, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ სხვა ჯგუფების ჩანაცვლებას. მე ვერ გეტყვით ვინ ვისი გუნდია, ვიცი ერთი, რომ მაქ ყველა ერთი კაცის გუნდია. მე პირველ დღესვე, როცა ეს საიდღანაც გამოჩეკილი ხალხი მინისტრებად დაინიშნენ, გაკვირვებული ვიყავი და დავსვი კიდეც კითხვა-ვინ არიან და საიდან მოვიდნენ? ისინი არ იყვნენ გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის წევრები და ნათლად ჩანს, რომ საკადრო პოლიტიკის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. სწორედ რომ განუკითხავმა საკადრო პოლიტიკამ შექმნა მძიმე მდგომარეობა ქვეყანაში.
წინა მთავრობა იყო ერთი ბანდიტური სინდიკატის ხელში მყოფი ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ მიზნებს ახორციელებდა, ამიტომ ახლა წინა წლებთან პარალელის გავლება, ვერაფერს მოგვცემს, მაგრამ არც ახლანდელი მდგომარეობა არ არის კარგი და არ შეესაბამება რამდენიმე მილიონი ქართველის მოლოდინს, რომელმაც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“. გამარჯვებულმა პოლიტიკურმა კოალიციამ იგნორირება გაუკეთა ადამიანების ინტერესებს და თავის პატრიულ ვიწრო ინტერესებში იხრჩობა.
ეკონომიკურ კრიზისში მე ვაკრიტიკებ ეროვნულ ბანკს, მაგრამ ამ ეტაპზე არ მაინტერესებს არც ეროვნული ბანკი და არც მთავრობა, მე მაინტერესებს როგორია ხელისუფლების მაკროეკონომიკური პოლიტიკა. მე ადრეც ვეუბნებოდი მთავრობას-ამოთხარეთ ქადაგიძე იმ თანამდებობიდან, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი სრტატეგიული მნიშვნელობის ეროვნული ბანკი მაქ ებაროს. მე მასთან არაფერი პიროვნული არ მაქვს, მაგრამ როცა ამხელა საქმე გაბარია, უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო. დღევანდელ სიტუაციაში მთავრობისა და ეროვნული ბანკის ბრალეულობა 50/50-ზეა. მე თვეებით ადრე ვწერდი რომ სიტუაცია გაფუჭდებოდა და სავალუტო კურსიც კი გავთვალე. დღეს სახეზე გვაქვს სოციალურად უპასუხისმგებლო, პროფესიულად არშემდგარი პოლიტიკა.
http://tb24.ge/index.php/sazogadoeba/item/...%83%90%E1%83%9C