საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა
2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით
2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729,5
ათასი კაცი შეადგინა 1 . ეს მონაცემი ეფუძნება 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის
წინასწარ შედეგებსა და 2014 წლის ბოლო 2 თვის საერთო მატების (ბუნებრივი მატება და
მიგრაციული სალდო) ჯამს.
ქვეყნის მოსახლეობის 57,4 პროცენტი (2 140,4 ათასი კაცი) - ქალაქად, ხოლო 42,6 პროცენტი
(1 589,2 ათასი კაცი) სოფლად ცხოვრობს.
ცხრილი 1
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 1 იანვრის მდგომარეობით
ათასი კაცი
2002 2015
მოსახლეობის რიცხოვნობა 4 371,5 3 729,5
მათ შორის:
ქალაქად 2 285,6 2 140,4
სოფლად 2 084,6 1 589,2
2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის 47,7 პროცენტი (1 778,5 ათასი) მამაკაცია,
ხოლო 52,3 პროცენტი (1 951,0 ათასი) - ქალი.
მოსახლეობის რიცხოვნობა აღწერათაშორის (2002-2014 წლებში) პერიოდში 14,7 პროცენტით
შემცირდა. ეს ცვლილება აისახა მოსახლეობის სქესობრივ ასაკობრივ სტრუქტურაზეც. ამ პერიოდის
განმავლობაში კაცების წილმა 0,5 პროცენტული პუნქტით მოიმატა, ქალების წილმა კი, შესაბამისად,
დაიკლო.
რაც შეეხება ასაკობრივ სტრუქტურას, აქ ცვლილება არაერთგვაროვანია. 0-4 წლის ასაკის
ჯგუფის მოსახლეობის მატება განპირობებულია 2009 წლიდან ორივე სქესის ცოცხლად
დაბადებულთა რიცხოვნობის მკვეთრი მატებით. ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა
50-59 წლის ასაკობრივ ჯგუფებში როგორც კაცებში, ისე ქალებში, ხოლო ყველაზე დიდი
პროცენტული კლება ორივე სქესის 10-19 წლის ასაკობრივ ჯგუფებში. დანარჩენ ასაკობრივ
ჯგუფებში კი უმნიშვნელო კლება ან მატება დაფიქსირდა.
http://geostat.ge/cms/site_images/_files/g...%20Geo_last.pdf
ვცოტავდებით
გადაყვა აბა ქვეყანა ხან მიშას სლეობებს კოჰაბიტაციებს, ხან პრემიერის, პრემიეროვიჩის გადადგომებს და ახალი პეშკის დანიშვნას და პრეზიდენტის სასახლიდან გამოყვანა არ გამოყვანას და ამ სულელებისთვის ფულის ხდას დგება ხალხი და გარბის ქვეყნიდან
This post has been edited by მაწო:)(: on 16 Jan 2016, 15:45