qutaiseli teroristi
ბოცა

        
ჯგუფი: Members
წერილები: 36339
წევრი No.: 10890
რეგისტრ.: 18-June 05
|
#46742453 · 16 Jan 2016, 17:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აზერბაიჯანელი ბანკირების სოლიდარობა მოსახლეობისადმი – ის, რაც ქართველი ბანკირებისთვის უცხოა
აზერბაიჯანელი ბანკირების სოლიდარობა მოსახლეობისადმი – ის, რაც ქართველი ბანკირებისთვის უცხოა როგორ უნდა მოექცნენ ბანკები მომხმარებლებს, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გამო დაზარალდნენ – ამის მაგალითია „ვითიბი ბანკი აზერბაიჯანის“ ნაბიჯები, რომლებიც ბანკმა ქვეყანაში შექმნილი სავალუტო კრიზისის პირობებში, მსესხებლების დასახმარებლად გადადგა.
მანათის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ბანკმა მომხმარებელს საპროცენტო განაკვეთები და ყოველთვიური შენატანი შეუმცირა.
„ვითიბი ბანკი აზერბაიჯანის“ ამ გადაწყვეტილების ფონზე შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ის, თუ როგორ მოექცნენ მოსახლეობას ქართველი ბანკირები ბოლო წლების ყველაზე მძიმე კრიზისების დროს. ქართული საბანკო სისტემის სამარცხვინოდ, ბანკების დიდმა ნაწილმა არც ლარის დევალვაციისა და მეტიც – არც აგვისტოს ომის პერიოდში – მსესხებლებს არავითარი შეღავათი არ გაუწია.
ქართულ საბანკო სისტემას გაუჭირდება იმ შავი ლაქების მოცილება, რომლებიც მას აგვისტოს ომიდან მოჰყვება, როდესაც, რუსული ოკუპაციისგან დაზარალებულ მოსახლეობას დამატებით საფრთხედ მოევლინენ საბანკო ოფიცრები, რომლებიც მათგან კრედიტების დროულ დაფარვას მოითხოვდნენ.
სხვა ფაქტების არარსებობის შემთხვევაში, მხოლოდ ერთი ფაქტი იქნებოდა საკმარისი ქართველი ბანკირების დამოკიდებულების დახასიათებისთვის: აგვისტოს ომის დროს დაღუპული ზვიად რაზმაძის ძმამ, რომლის ფოტომაც მთელი მსოფლიო მოიარა, ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვეღარ ისტუმრებდა ვალს, რომელიც მან და მისმა დაღუპულმა ძმამ ერთად აიღეს მცირე საქმის წამოსაწყებად.
„1500 ლარი დამრჩა. ვალი ვალია. თუ ვერ გადავიხდი, რაც ჩავდე, იმას ბანკი გამიყიდის. ეს "ბიზნესი" მაქვს ჩადებული. იმ ხალხს რას ვერჩი - ჩემნაირი რამდენი ჰყავთ და არავინ რომ არ გადაუხადოს, ხომ დაიღუპებიან... ვეღარაფერს ვაკეთებ, ეკონომიკური კრიზისია, თუ რაც არის, ფული არ აქვს ხალხს და აღარაფერი იყიდება,“– ამბობდა ზაზა რაზმაძე, რომელიც რამდენიმე ხანში უბედური შემთხვევის დროს თავადაც დაიღუპა.
2010 წელს დევნილებმა ბანკების წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს და გააპროტესტეს ის, რომ ბანკები აგვისტოს ომში დევნილადქცეული მოსახლეობისგან ომამდე აღებული კრედიტების დაფარვას და მასზე დარიცხული სოლიდური ჯარიმების გადახდას ითხოვდნენ.
ამას მოჰყვა ლარის გაუფასურება, რამაც უამრავი ოჯახი გააღარიბა. ვითარება იმდენად რთული იყო, რომ ბანკებს მომხმარებლისადმი გარკვეული ნაბიჯების გადადგმისკენ პრემიერმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოუწოდეს. ქართულმა ბანკებმა ომახიანად დააანონსეს მომხმარებლისთვის „უპრეცედენტო შეღავათების“ პროგრამა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს „შეღავათი“ მხოლოდ სესხის გახანგრძლივებას გულისხმობს, რაც, როგორც თავად მსესხებლები აცხადებდნენ, მათთვის არა შეღავათს, არამედ პირობების კიდევ უფრო დამძიმებასა და კრედიტის გაძვირებას ნიშნავს.
მანამდე ბანკებს მომხმარებლების გასაჭირის გათვალისწინებისკენ პატრიარქმაც მიმართა.
თუმცა ქართველი ბანკირები ამ მოწოდებების მიმართ შეუვალნი აღმოჩნდნენ. სოციალურ პასუხისმგებლობაზე გულისამაჩუყებლად მოსაუბრე ბანკირებმა ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში უარი თქვეს მოსახლეობისთვის საკრედიტო ტვირთის შემსუბუქებაზე.
არავინ დაობს, რომ ბიზნესში ვერც სახელმწიფო ჩაერევა და არც სხვა რაიმე სახის პასუხისმგებლობა არსებობს, რომელიც დაავალდებულებს ბანკირს, მსესხებელს სესხის პროცენტი ან ყოველთვიური შენატანი შეუმციროს – ეს მისი კეთილი ნებაა. ქართველმა ბანკირებმა კი ღიად დააფიქსირეს, რომ მათ ასეთი კეთილი ნება არ გააჩნიათ.
თუკი ქართველი ბანკირების საქციელი არის მაგალითი იმისი თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლიანი ბიზნესი ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაციების დროს, „ვითიბი აზერბაიჯანის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილება არის მაგალითი, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ბანკი ასეთ დროს.
დეტალურად გთავაზობთ იმ პირობებს, რომლებიც „ვითიბი ბანკი აზერბაიჯანმა“ მანათის გაუფასურების პირობებში შესთავაზა თავის მსესხებლებს:
ბანკის ინფორმაციით, მან შექმნა სპეციალური პროგრამა კლიენტებისთვის, რომლებიც საკრედიტო დავალიანების გადახდის დროს პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ბანკი კლიენტებს სთავაზობს ვალის დაფარვის სამ ვარიანტს, რაც ითვალისწინებს როგორც ყოველთვიური შენატანის, ისე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას.
საშეღავათო პროგრამის პირველი პუნქტი გათვლილია კლიენტებზე, რომლებმაც სამუშაო ან შემოსავლის ძირითადი წყარო დაკარგეს. „ვითიბი –აზერბაიჯანში“ თვლიან, რომ აუცილებელია ასეთი კლიენტების მხარდაჭერა რთულ სიტუაციაში. ამ მიზნით გათვალისწინებულია ყოველთვიური შენატანის მნიშვნელოვანი შემცირება 6 თვის განმავლობაში.
საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მსესხებლებს, რომლებსაც აქვთ ავტოკრედიტი და გირაოთი უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი, ყოველთვიური შენატანის მხოლოდ 10%–ის გადახდა მოუწევთ.
გარდა ამისა, კლიენტებს შესთავაზებენ კრედიტების გადახდის ვადის გახანგრძლივებას 84 თვემდე, როდესაც საქმე ეხება გირაოთი უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს, და 60 თვემდე დანარჩენი სესხების შემთხვევაში. თუ კლიენტი თავის დროზე დაფარავს მინიმალურ თანხას, ბანკი მას დამატებით შეღავათებს შესთავაზებს, თუკი კლიენტი 6 თვის შემდეგ ვერ შეძლებს სამუშაოს შოვნას, შესაძლოა, საშეღავათო პერიოდი კიდევ გაუხანგრძლივდეს.
მეორე შეთავაზებას ქვია „გადაიხადე ნაკლები, ვიდრე დევალვაციამდე“ და ის ეხება კლიენტებს, რომლებსაც კრედიტები დოლარებში აქვთ. ასეთ მომხმარებელს „ვითიბი აზერბაიჯანი“ სთავაზობს ყოველთვიური შენატანის შემცირებას 12 თვის განმავლობაში.
ასეთ შემთხვევაში, შემოსავლისა და საკრედიტო დავალიანების გათვალისწინებით, ყოველთვიური შენატანი შესაძლოა განახევრდეს. იგივე შეთავაზების ფარგლებში, ბანკმა ასეთ კლიენტებს კრედიტის დაფარვის ვადა შესაძლოა 60–დან 84 თვემდე გაუხანგრძლივოს
ბანკი მზადაა, საპროცენტო განაკვეთი 25%–ით შეუმციროს იმ კლიენტებს, რომლებიც საშეღავათო პერიოდში კრედიტებს დროულად დაფარავენ.
ასევე შემუშავდა საშეღავათო პირობები იმ მსესხებლებისთვის, რომლებსაც კრედიტები მანათსა და რუბლში აქვთ გამოტანილი. შემოსავლისა და დავალიანების ტვირთის გათვალისწინებით, ასეთ კლიენტებს ყოველთვიური შენატანი 30%–ით შეუმცირდებათ პირველი 12 თვის განმავლობაში და შესაძლოა ინდივიდუალური გრაფიკიც შეეთავაზოთ. კლიენტთა ეს კატეგორია ასევე ისარგებლებს სესხის გახანგრძლივებით.
„ბანკი „ვითიბი აზერბაიჯანი“ კლიენტებისადმი შემხვედრ ნაბიჯებს დგამს და მზადაა დაეხმაროს შესაძლო სირთულეების გადალახვაში. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა სახელწოდებით „კლიენტის მხარდაჭერა.“ ამ პროგრამის ფარგლებში „ვითიბი აზერბაიჯანი“ მიდის მნიშვნელოვან დათმობებზე თავისი მსესხებლების მიმართ, და ეს არ ეხება მხოლოდ დოლარის კრედიტებს. ჩვენ ასევე ვთავაზობთ დავალიანების ტვირთის შემცირებას მანათისა და რუბლის მსესხებლებს. ერთად ჩვენ ყველა სირთულეს გადავლახავთ,“ – განაცხადა ბანკის ხელმძღვანელმა იური იაკოვლევმა.
--------------------
აფხაზეთში მცხოვრები ყირგიზელი ჰაკერი
ლაშას მამა გარდაეცვალა და მოგვიანებით გნახავთ
თავისუფლება SPLIYVI-ს
|